x
image
ზოგადი განათლება
ქართული ენის გამოცდაზე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების განხილვა - რჩევები
ქართული ენის ეროვნულ გამოცდამდე სულ ცოტა დრო რჩება, აბიტურიენტების მღელვარება კი, უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ უკვე რამდენიმე გაკვეთილი შემოგთავაზეთ, რომლებშიც მოკლედ და ნათლად განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის შეცდომები და საგამოცდო საკითხები. თუკი ეს გაკვეთილები გამოგრჩათ, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

✔️

როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები

✔️

ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - მოემზადე გამოცდისთვის უკეთ!(ნაწილი I)

✔️

ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - II ნაწილი

✔️

როგორ გავამდიდროთ თემა ლექსიკურად? - ფრაზეოლოგიზმები და მათი გამოყენება

✔️

image

✔️


დღეს ქართულის ენის გამოცდაზე ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს ძალიან მარტივად და კონკრეტულად განვიხილავთ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ დაიმახსოვრეთ! თუ რთული ზმნის მეორე ნაწილი ''ვარ'' ზმნაა, პირის ნიშნების ზმნას თავშიც დაერთვის!


➡️ მაგალითად - შობილვარ, ყოფილვარ, გაზრდილვარ...

✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნის მეორე ნაწილი არის ''ყოფა'' ზმნა და ის პირიანი ფორმითაა წარმოდგენილი(თუ ჩასმულია რომელიმე პირში), მაშინ პირის ნიშნებს ვურთავთ ''ყოფა'' ზმნას და არა პირველ ნაწილს.

➡️ მაგალითად - უარვყოფ, უარყოფ, უარუყვია...

✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად, ნაწილად სხვა ზმნა აქვს, მაშინ პირის ნიშნები ნებისმიერ ბრუნვაში მეორე ზმნაზე უნდა დაირთვას.

➡️ მაგალითად: ძალიძს - ძალიძს - ძალუძს; ხელეწიფება - ხელეწიფება; უკუაგდებ...

✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს არა ზმნის პირიანი ფორმა, არამედ მიმღეობა ან სახელი, პირის ნიშნებს ვურთავთ თავში, ბოლოში აღარ!

➡️ მაგალითად --ავადმყოფობ, ამ ზმნაში ''ავადმყოფობა'' არსებითი სახელია, ამიტომ მას აღარ დაერთვება პირის ნიშანი, დაერთვება მხოლოდ თავში.

➡️ ასევე სწორია: ვ-ენამახვილობ(აქ ვ ძირეულია), ვ-ქედმაღლობ, ვვარცხნი


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ ზმნები, რომლებიც არ გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას, არ დაირთავენ ''ვარ/ხარ'' დამხმარე ზმნებს.

➡️ სწორია: ვყვირი, ვტირი, ვმღერი... და არა ვყვირივარ, ვტირივარ, ვმღერივარ...

➡️ სწორია შემდეგი ფორმები, რადგან გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას!

მივრბივარ, მივფრინავ...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ! სუბიეტური პირის ნიშანი ვ არ იკარგება ო, უ და ვ ბგერების წინ, გამონაკლისია ''მოვედი'', რომელშიც ვ ფუძისეულია.

➡️ სწორია: მე ვუქებ, გავოცდი, მივვარდი, ვოცნებობ, ვვარდები, ვვარაუდობ, ვვარგივარ, ვვარცხნი, ვვარჯიშობ...

➡️ არასწორია ორი ვ-ს გამოყენება ''გავოცდი'' და ''ვოცნებობ'' ტიპის ზმნებში. არასწორია მე ვვოცნებობ.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️ ზმნისწინის გათიშვა ან მის შუაში სხვა ასოს ჩამატება არ შეიძლება!

➡️ სწორია: აღვნიშნავ, აღვასრულე, აღვადგინე... და არა ავღნიშნავ, ავაღსრულე, ავაღდგინე...

✔️ ზმნებში ''ან'' თავსართის გამოყენება ყოველმხრივ გაუმართლებელია!

➡️ სწორია: ახორციელებს და არა ანხორციელებს

✔️ დასაშვებია, როგორც ''გან'', ისე ''გა'' თავსართის გამოყენება!

➡️ სწორია: განარისხებს, განაცვიფრებს...

➡️ არასწორია: გაანრისხებს, გაანცვიფრებს

✔️მაშასადამე, სწორია➡️ განთავისუფლება, განმათავისუფლეთ, გამათავისუფლეთ...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: პოვნა/შოვნა, იპოვა/იშოვა, იპოვის/იშოვის, უპოვია/უშოვია...

➡️ არასწორი ფორმებია: პოვა/შოვა, იპოვნა/იშოვნა, იპოვნის/იშოვნის, უპოვნია/უშოვნია...

✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ვშლი - გაშლილი, ვჭმუხნი - შეჭმუხნილი, ვბურძგნი - აბურძგნული, შეფუთნილი...

➡️ არასწორი ფორმებია: შეჭმუხნული, აბურძგნილი, აბურძგვნული, აბურძგვნა, შეფუთნული...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ! შემდეგ სიტყვებში საჭიროა 3 ა და არა ორი!

ერთი ა - ზმნისწინისაა(გა), მეორე - შუალობითი კონტაქტის(აკეთებინებს), მესამე - ფუძისეული(გაადვილება).


➡️ სწორია: გააადვილებინებს, გააავაზაკებს, გააანალიზებინებს, გააანგარიშებინებს,


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ძალიან ხშირია ორთოგრაფიული შეცდომები, მოდით, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:

✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტი, რომელიც ''და'' კავშირს შეიცავს.

➡️ მაგალითად - სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან, ცხენდაცხენ...

✔️დაიმახსოვრეთ! ცალ -ცალკე იწერება ორმარცვლიანი კომპოზიტები, რომლებიც ''და'' კავშირს შეიცავენ.

➡️ მაგალითად - ბოლოს და ბოლოს, უფრო და უფრო, მართლა და მართლა, ისევ და ისევ, აქეთ და იქით...

➡️გამონაკლისია - მაინცდამაინც, შიგადაშიგ.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️დაიმახსოვრეთ! ყველა სიტყვა, რომელსაც ზმნისწინი ან თანდებული დაერთვის, ერთად იწერება.

შესაბამისად, ერთად იწერება შემდეგი მარცვლებით დაწყებული სიტყვები

➡️ მი, მო, ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო(ზმნისწინები)

➡️ ვით, -თან, -ზე, თვის, -გან, -კენ, -ებრ, -თანავე, -გამო, -მიერ, -მდე(თანდებულები)

➡️ მაგალითად - ზეგავლენა, შინაყმა, თანაკლასელი, გაცნობისთანავე, შვილისმაგვარი, საბძელქვეშ...

➡️ ✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც რაიმე სახის აფიქსი აქვს დართული!

ყველაზე ხშირად დართული სიტყვები: ''შუა'', ''არა'', ''ანტი'', ''გული/გულ'', ''სული/სულ'', ''ხელი/ხელ'', ''მრავალი/მრავალ'', ''ახალ'', ''თვალი'', ''დედა'', ''ვებ'', ''ინტერნეტ'', ''პოსტ'', ''პრე''...

✔️ ''შუა''

➡️ მაგალითები: შუაღამე, შუახანი, შუააზიური, შუაცეცხლი, შუადღე...

✔️ ''არა/არ''

➡️ მაგალითები: არაერთი, არაერთხელ, არაუგვიანეს, არარსებობა, არმოწონება, არმქონე, არსახსენებელი ...

✔️ ''ანტი''

➡️ მაგალითები: ანტიამერიკული, ანტისაბჭოელი, ანტისოციალისტი, ანტიეროვნული...

✔️ ''გული/გულ''

➡️ მაგალითები: გულამაყი, გულამომჯდარი, გულალალი...

➡️ მაგრამ - გულის ამრევი, გულის ამაჩუყებელი

✔️ ''სული/სულ''

➡️ მაგალითები: სულგამწარებული, სულმდაბალი, სულერთია, სულიწმინდა...

➡️ მაგრამ - სულ ახლახან

✔️ ''ხელი/ხელ/ხელიხელ''

➡️ მაგალითები: ხელაღმართული, ხელბარაქიანი, ხელიხელგადახვეული, ხელიხელჩაკიდებული, ხელისოდენა...

➡️ მაგრამ - ხელის კვრა, ხელის მომწერი.

✔️ ''ვებ''

➡️ მაგალითები: ვებდიზაინერი, ვებადმინისტრატორი, ვებგვერდი, ვებდიზაინი...

✔️ ''ინტერნეტ''

➡️ მაგალითები: ინტერნეტბაზარი, ინტერნეტაუქციონი, ინტერნეტგაზეთი...

✔️ ''პოსტ''

➡️ მაგალითები: პოსტემბრიონული, პოსტიმპრესიონიზმი, პოსტმოდერნისტი...


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



✔️ შემდეგნაირად იწერება ორმაგსახელწოდებებიანი სიტყვები:

➡️ სახლ-კარი, სახლ-მუზეუმი, სახლ-კარად...

➡️ წევრ-კანდიდატი, წევრ-კორესპონდენტი

➡️მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი, მეცნიერ-ნოვატორი

➡️ ექიმ-კონსულტანტი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ ''თუსთან'' გამოყენებული სიტყვების ფორმებია:

➡️ თუკი(თუკი უნდა...)

➡️ თუ არადა

➡️ თუგინდ

➡️თუ არა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ თუ სიტყვას ''ძლიერ'' დაერთვის, ერთად იწერება!

➡️ ძლიერშემართვიანი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️ თუ რთული სიტყვა (კომპოზიტი), რომელიც მიღებულია რიცხვითი სახელისა და სუფიქსიანი სახელის შერწყმით, ჩაწერილია ციფრების გამოყენებით, ციფრსა და სახელს შორის საჭიროა დეფისი:


➡️ სწორია - 10-წუთიანი და არა 10 წუთიანი

➡️ სწორია - 120-ლარიანი, ასოცლარიანი და არა 120 ლარიანი

➡️ სწორია - 100-წლიანი და არა 100 წლიანი

➡️ სწორია - 3-სართულიანი და არა 3 სართულიანი

✔️ შენიშვნა: თუ კომპოზიტი ჩაწერილია სიტყვებით, დეფისი არ უნდა: ათწუთიანი, სამსართულიანი...




----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




✔️გისურვებთ წარმატებებს!





------------------------------------------------------

ავტორი: ©️ნუგზარ გოგბერაშვილი




2
3004
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
3004
  
2019, 9 ივნისი, 20:47
არა უგვიანეს,არა უადრეს,არა უმეტეს-იწერება ცალ-ცალკე
2019, 9 ივნისი, 20:44
არაერთი და არაერთხელ ყოველთვის ერთად არ იწერება,მაგალითად,არა ერთი,არამედ ორი,არა ერთხელ არამედ ორჯერ
0 1 2