x
image
ზოგადი განათლება
მძიმის გამოყენება ''რომ'' კავშირთან - როდის დავწეროთ და როდის არა
''რომ'' მაქვემდებარებელი კავშირია, რომელიც უმეტესად რთულ ქვეწყობილ წინადადებაში გამოიყენება.



image


✅პუნქტუაციური შეცდომა რომ არ მოგვივიდეს, უნდა შეგვეძლოს რთულ წინადადებაში მთავარი და დამოკიდებული წინადადებების განსხვავება.



✅დაიმახსოვრეთ! ცალკე აღებულ დამოკიდებულ წინადადებაში აზრი სრულყოფილად არ არის გამოხატული/დასრულებული. დამოკიდებულია ის წინადადება, რომელსაც წინ კავშირი უსწრებს. კავშირიანი წინადადება დამოკიდებულია.




მაგალითად - არ გამახსენდა(მთავარი წინადადება), რომ გუშინ ექიმთან ვიყავი მისასვლელი(დამოკიდებული წინადადება).



✅მთავარი წინადადება დასრულებულ აზრს გამოხატავს.




რა შემთხვევაში ვწერთ მძიმეს ''რომ'' კავშირთან?




1. თუ გვაქვს რთული წინადადება, რომელშიც კავშირად ''რომ'' არის გამოყენებული.


✔️მაგალითად - ვიცოდი, რომ აუცილებლად მოხვიდოდი.


მოცემულ წინადადადებაში ''ვიცოდი'' ერთი მთავარი წინადადებაა, ხოლო ''რომ აუცილებლად მოხვიდოდი - მეორე დამოკიდებული წინადადება. სწორედ მათ საზღვარზე იწერება მძიმე.



✔️მსგავსი მაგალითი:



მე დავრწმუნდი, რომ შენ გულწრფელი ხარ.



''მე დავრწმუნდი'' - მთავარი წინადადება, ''რომ შენ გულწრფელი ხარ'' - დამოკიდებული.





--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





2. ისე...რომ, ისეთი...რომ - გახლავთ მისათითებელ-საკავშირებელი სიტყვები. ასეთ შემთხვევაში მძიმე ''რომ'' კავშირთან დაისმის.


მაგალითად - ისე ცხელა, რომ გარეთ არ გაისვლება.

მაგალითად - ისეთი წყნარი ზღვა იყო, რომ ოდნავი ხმაურიც არ ისმოდა.



მძიმის სწორად დასმის მაგალითები:



✅აქ იმიტომ წამოვედით, რომ ცოტა გავხალისებულიყავით.

✅დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოვა.

✅მე არ შემიძლია, რომ ცუდად მოგექცეთ.

✅ეტობოდა, რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.

✅კარგად ჩანდა, რომ დედამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ.


3. წინადადებაში შესაძლებელია ''რომ'' კავშირი გამოტოვებული იყოს, თუმცა იგულისხმებოდეს აზრობრივად. ამიტომ მძიმე იქ დაიწერება, სადაც ''რომ'' კავშირის აზრობრივად ჩასმაა შესაძლებელი.


მაგალითად - დარწმუნებული ვარ, ყველა მოვა.


✔️ მოცემულ წინადადებაში მძიმე ისევ დამოკიდებულ და მთავარ წინადადებათა საზღვარზე დაიწერა. შესაძლებელია ''რომ'' კავშირის აღდგენა - ''დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოვა''.




რა შემთხვევაში არ შეიძლება აღნიშნულ კავშირთან მძიმის დასმა?




1. მძიმე არ იწერება იმ შემთხვევაში, თუ ''რომ'' კავშირი მოქცეულია დამოკიდებული წინადადების შუაში.



მაგალითად - წარმოდგენა რომ დამთავრდა, კაფეში წავედით.




მთავარია, განვასხვავოთ მთავარი და დამოკიდებული წინადადებები.




ამ წინადადებაში მთავარია - ''კაფეში წავედით'', ხოლო დამოკიდებული - ''წარმოდგენა რომ დამთავრდა''.



მაშასადამე, არასწორი იქნებოდა მძიმე შემდეგნაირად დაგვესვა:


''წარმოდგენა, რომ დამთავრდა, კაფეში წავედით'', ვინაიდან დამოკიდებული წინადადების შუაში მძიმე არ იწერება.




✔️მსგავსი მაგალითები:



სახლში რომ მივედი, ტელეფონით დავურეკე მეგობარს.

ეს რომ გადავწყვიტე, სახლში წავედი.




--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




2. ''რომ'' კავშირთან მძიმე არ იწერება, თუ დამოკიდებული წინადადება მთავარი წინადადების შუაშია მოქცეული.


შესაძლებელია, დამოკიდებული წინადადება მთავარ წინადადებაში იყოს ჩართული, ამ დროს, დამოკიდებული წინადადება ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა.



მაგალითად - გიორგიმ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაიწყო,


✔️მთავარი წინადადება - ''გიორგიმ სიცილი დაიწყო''

✔️დამოკიდებული წინადადება - ''ეს რომ ვუთხარი''




მძიმის დასმის გაანალიზება



-

✅გიორგიმ სიცილი დაიწყო, ეს რომ ვუთხარი.

✅გიორგიმ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაიწყო.

✅ეს რომ ვუთხარი, გიორგიმ სიცილი დაიწყო.




რეკომენდაცია:




✅იპოვეთ წინადადებაში მთავარი და დამოკიდებული წინადადებები.

✅თუ ''რომ'' კავშირი დამოკიდებული წინადადების შუაშია - მძიმე არ დასვათ(მამალს, დახოცილი ფრინველები რომ დაინახა, ცახცახი დააწყებინა).

✅თუ წინადადება დამოკიდებული წინადადებით იწყება, რომელშიც ''რომ'' კავშირი შუაშია - მძიმე, რა თქმა უნდა, არ დაისმება(გიორგი რომ შინ მივიდა, ყველაფერი უამბო დედას).

✅თუ წინადადება ''რომ'' კავშირით იწყება - მძიმე არ დასვათ(რომ დაასრულა ეს ცეკვა, იატაკს დაენარცხა)!

✅დასვით მძიმე დამოკიდებული და მთავარი წინადადებების საზღვარზე(ნახა, რომ ფრთები ესხმებოდა)!




-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



✔️

როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები

✔️

ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - მოემზადე გამოცდისთვის უკეთ!(ნაწილი I)

✔️

ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - II ნაწილი

✔️

როგორ გავამდიდროთ თემა ლექსიკურად? - ფრაზეოლოგიზმები და მათი გამოყენება

✔️

ქართული ენის გამოცდაზე ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების განხილვა - რჩევები



-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️გისურვებთ წარმატებებს!





------------------------------------------------------

ავტორი: ©️ნუგზარ გოგბერაშვილი










2
2376
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
2376
  
2019, 9 ივნისი, 22:14
გმადლობთ, ერთგულო მკითხველო...
2019, 9 ივნისი, 22:09
გადასარევად არის განმარტებული და ბევრ მოსწავლეს ვურჩიე, წაეკითხა. მადლობა!
0 1 2