საქართველო "თვითონ ბიძინა აღარ არსებობს, ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს..." - გია ხუხაშვილის ფეისბუქსტატუსი 2019, 24 მაისი, 12:43
არა ერთი სტატია თუ სტატუსი მიეძღვნა ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რამდენიმე დღეა დასრულდა შუალედური არჩევნები საქართველოს ზოგიერთ ქალაქში და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ( რის ნათელი მაგალითიცაა თუნდაც ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა არჩევნების შემდეგ), ასობით გაფიცული მუშა ჭიათურაში მიუხედავად არა ერთი დაპირებისა, ქვეყანა კვლავ შიმშილის ზღვარზეა.სათანადოდ აფასებენ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს ექსპერტებიც. მათ შორის საინ ტერესოა რას წერს სოციალურ ქსელში პარტია "ქართული ოცნების" ერთ - ერთი დამფუძნებელი გია ხუხაშვილი: – " ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობამას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია...შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა. ერთი რამეა უცვლელ ი, რაც სამივეს აერთიანებს - ძალაუფლება. თვითონ ბიძინა აღარ არსებობს. ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს. ყველა ეს ქმედება სუროგატული, ფსევდო-შედეგის მომტანია. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის ნამოქმედარს ანგრევენ.მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა...".
Gia Khukhashvili1 h · ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობამას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია...შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით. ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური გუნდი. ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა. ერთი რამეა უცვლელ...Ver más747424 comentarios6 veces compartidoMe gusta
ექსპერტ გია ხუხაშვილის ამ სტატუსს არა ერთი საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე, სადაც მას, როგორც ცნობილ პოლიტოლოგს და ანალიტიკოსს შეფასებებს უწუნებენ და მოუწოდებენ, რომ უფრო ფრთხილი იყოს შეფასებებში.აი რას პასუხობს მას სოციალური ქსელის ერთი მომხმარებელი: - " დიდი იმედი მაქვს, რასაც წერთ, თავადაც არ გჯერათ და მასების ერთი ნაწილის აზრებს მიჰყვებით მხოლოდ, მთლად ცარიელზე რომ არ დარჩეთ. თუ გჯერათ და დაღუპულად გვაქვს საქმე? ყოველ შემთხვევაში, მე, პირადად, დავღუპულვარ, რადგან წლების განმავლობაში ერთ-ერთ გავლენიან და მოაზროვნე ანალიტიკოსად გიცნობდით და ახლა ამ თქვენი მოსაზრების გამო ცარიელზე მომსვით????
Maka Mchedlidze დიდი იმედი მაქვს, რასაც წერთ, თავადაც არ გჯერათ და მასების ერთი ნაწილის აზრებს მიჰყვებით მხოლოდ, მთლად ცარიელზე რომ არ დარჩეთ. თუ გჯერათ და დაღუპულად გვაქვს საქმე? ყოველ შემთხვევაში, მე, პირადად, დავღუპულვარ, რადგან წლების განმავლობაში ერთ-ერთ გავლენიან და მოაზროვნე ანალიტიკოსად გიცნობდით და ახლა ამ თქვენი მოსაზრების გამო ცარიელზე მომსვით!!!
|