x
image
თამილა გურაშვილი
მსოფლიოს ყველაზე საშიში ვულკანი იელოუსტოუნი იღვიძებს

image
იელოუსტოუნის ვულკანის შესახებ ინფორმაციები კვლავ გამოჩნდა მსოფლიო პრესის პირველ გვერდებზე. აპრილში, ამერიკელმა მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევები, რაც ადასტურებს იელოუსტოუნის მახლობლად სუპერვულკანის მზარდ აქტივობას. ადგილობრივ ტბებთან ახლოს გაჩნდა ახალი თერმული ზონები, რაც დედამიწის ზედაპირთან მაგმის სიახლოვის სიგნალია. პარკში, ანომალიური ტემპერატურის გამო, ტყემ დაიწყო სიკვდილი და მასიურად პოულობენ ცხოველთა ცხედრებს.

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა ხელი მოაწერა უზარმაზარ კონტრაქტს გაზის ნიღბების მიწოდების შესახებ, რაც მილიარდ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონტრაქტით გაზის ნიღბების რაოდენობა სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთლიანი ამერიკული არმიის საჭირო ნივთების თანხა, ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ეს უკავშირდება იელოუსტოუნის შესაძლო ამოფრქვევას.

იელოუსტოუნის ვულკანი არის გიგანტური კალდერა (ღრუ), რომლის ზომა შეადგენს დაახლოებით 60 კილომეტრ დიამეტრს. ეს ჩამოყალიბდა 640 ათასი წლის წინ ვულკნის ამოფრქვევის შდეგადად., ათასობით წლის განმავლობაში, კალდერა გაცივდა, ტყეები გაიზარდა მისი ზედაპირზე, ტბები და მდინარეები ჩამოყალიბდა, რომელიც ახლა შეადგენს ტერიტორიის ყველაზე მეტ ნაწილს. მაგრამ ვულკანი მთლიანად არ ჩაქრა, რის შედეგადაც გეიზერები აქტიურად მოქმედებს პარკში და ბევრი თერმული წყაროცაა.image

ეს ყველაფერი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონია, რომელსაც წელიწადში ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს.


მაგრამ ბოლო პერიოდში, პარკის სხვადასხვა ნაწილები დაიხურა და ტურისტებისთვის მიუწვდომელი გახდა, რადგან, ისინი სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. წყალი უფრო ცხელი გახდა და გეიზერების სიმაღლე გაიზარდა.

1 მაისს პარკში გზის მონაკვეთი იმდენად გაცხელდა, რომ ტურისტს ტაივანიდან ფეხსაცმელი დაუდნა. იელოუსტოუნის პარკში მდინარეებში დაიწყო გოგირდის ემისიების ამოფრქვევა და ტემპერატურის ზრდა, რის შედეგადაც მკვდარი თევზები და ცხოველები მომრავლდა.

ამ ყველაფრის კულმინაცია იყო ნასას სპეციალური გაფრთხილება, კოსმოსიდან გადაღებული სურათები ნათლად მეტყველებს იელოუსტოუნის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურის ზრდაზე და ვულკანის ამოფრქვევის გაზრდილ საფრთხეზე.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თუ ამოფრქვევა მოხდა, შესაძლოა, ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვეს კაცობრიობისთვის. დიდი რაოდენობით კვამლისა და ნაცარიდან გამომდინარე, პლანეტაზე მოხდება გლობალური აცივება, რადგან, დედამიწის ატმოსფეროში მზის სხივები ნაკლებად მოაღწევს. ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე ცუდი სცენარით, კაცობრიობას მხოლოდ სამი თვე ეყოფა საკვების მარაგი. უნდა აღინიშნოს სასმელი წყალის დეფიციტზე, რომლის დაბინძურებაც გამოიწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს.

ვულკანის ამოფრქვევას ყველაზე ცუდი შედეგები მოჰყვება შეერთებულ შტატებში, რადგან ვულკანი მდებარეობს ამ კონკრეტულ ქვეყანაში. მისი ამოფრქვევის შემთხვევაში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის მნიშვნელოვან ნაწილს ვულკანური ფერფლის სქელი ფენა დაფარავს და კალიფორნიის ყველაზე დასახლებულ რეგიონი კი მთლიანად აღიგავება დედამიწის ზედაპირიდან. ამოფრქვევა ემუქრება ჩრდილოეთ ამერიკის მყინვარებს, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვევს მყინვარების დადნობას და ახალ გლობალურ წყალდიდობას.image

ცნობილია, რომ როდესაც მოხდა ტობოს ვულკანის ამოფრქვევა(80 ათასი წლის წინ), ამან გამოიწვია ნეანდერტალებისა და სხვა ადამიანის სახეობების შემცირება 60-80% -ით.

კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ნასამ კაცობრიობის გადასარჩენად მოიფიქრა გეგმა. ვულკანის გაგრილება უნდა მოხდეს ჩვეულებრივი წყალით. მართალია, ასეთი უზარმაზარი ტერიტორიის გაგრილება არ იქნება ადვილი, ამიტომ მეცნიერებმა სამოქმედო გეგმის გარკვეულ ცვლილებები მოიფიქრეს. კალდერის საპირისპირო მხარეს უნდა გაითხაროს ორი ათეული კილომეტრის სიგრძის ჭაბურღილი.

ისინი უნდა დაეხმარონ დედამიწის ქერქში არსებულ მაგმას გაცივებაში, ასევე უზრუნველყონ წყლის გადატუმბვა ყველაზე საშიში ადგილებში. თუ საკმარისი წყალი გადავა ჭაბურღილებით, მაშინ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ხელს შეუწყობს მაგმის ტემპერატურის შემცირებას მისაღები დონით. მიუხედავად სირთულეებისა და ამბიციებისა, ასეთ პროექტს სერიოზულად განიხილავენ მეცნიერები და ინჟინერები, რათა, თავიდან იქნას აცილებული იელოუსტოუნის ამოფრქვევა.

0
983
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
983
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0