x
image
ეკა ლაცკა
"მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის" - ირაკლი ფარჯიანის 41 წლის ასაკში ჩაფერფლილი სოცოცხლე
image

"ღმერთს უყვარს მისი მშიერი მხატვრობა,
თვითონაც ამ გზით წაიყვანს..."

წერს პოეტი ლია სტურია თავის ლექსში - "ირაკლი ფარჯიანს".

ღმერთს კი ნამდვილად უნდა უყვარდეს ამ დიდებული ადამიანის ნამუშვერები, რომელთაგან უდაოდ გამორჩეული სახარების მიხედვით შექმნილი თემატიკაა – ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებების ილუსტრაციები, საბავშვო ბიბლიის ილუსტრაცია და სხვა...


image ირაკლი ფარჯიანი – მარკოზის სახარება

ირაკლის შემოქმედებას წინ დიდი ტრაგედია უძღოდა – მხატვარს დედა გარდაეცვალა ... ქალი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ... და სულიერი ტკივილის შესამსუბუქებლად ფარჯიანმა სახარების კითხვა დაიწყო.

ღმერთი, სიყვარული და სიკეთე - აი, ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების მთავარი თემა.

image ნათლისღება -ირაკლი ფარჯიანი


ხატვა - ეს მხატვრისთვის სიცოცხლეზე მეტია! ...

სამყაროსგან სრული იზოლირება!

ირაკლი საკუთარ თავს არ უფრთხილდება. თითქოს ყოველი წუთის დაკარგვა ენანებაო, სულ ხატავს... განუწყვეტლივ... დღეც და ღამეც..

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს...

"მე რომ არ ვხატო, ეს სიკვდილს უდრის" – ამბობს ის...

image

ხშირად საღებავებიც ელეოდა... ასეთ დროს მეგობრები ჩუქნიდნენ... მოგვიანებით კი თვითონ დაიწყო მათი დამზადება.

სვანეთიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსული მხატვრისთვის ე.წ. "ხრუშჩოვკაში" არ იყო საკმარისი სივრცე, რომ სახელოსნო ჰქონოდა, ამიტომ თავისი ოთახი ფარდით შუაზე გაყო – ნახევარში სახელოსნო მოაწყო, ნახევარში კი საწოლი ჩადგა და იქ იძინებდა.

მალე ნუცუბიძის ქუჩაზე, 16 სართულიანი კორპუსის სახურავზე დაბინავდა და საცხოვრებელ ოთახებთან ერთად ერთი პატარა სახელოსნოს მოწყობაც მოახერხა.

image ავტოპორტრეტი, ირაკლი ფარჯიანი


მისი ნახატები შეუმჩნეველი არავისთვის არ რჩებოდა .

ირაკლი ფარჯიანი გერმანიაში მიიწვიეს. გერმანიამ მას სახელოსნოც მისცა და სამუშაოც. სწორედ აქ, მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიქმნა დიდი ფერწერული ნამუშევრები, რომელიც „ბერლინის ციკლის“ სახელითაა ცნობილი.

თუმცა უკვე შერყეული ჯანმრთელობა მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.

გერმანელი მეგობრების ხელშეწყობით, ირაკლი გერმანიის საუკეთესო კლინიკაში მოათავსეს, სადაც საკმაოდ კარგად მკურნალობნდნენ, თუმცა ხატვა დროებით აუკრძალეს. ირაკლიმ ამ აკრძალვების გამო იქაურობა მიატოვა და საქართველოში წამოვიდა.

ეს კი ის დრო გახლდათ, როდესაც 90-იანი წლები ძალას იკრებდა. საქართველოში არეულობა იყო, თბილისში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ცეცხლის ალში იყო გახვეული დედაქალაქის ცენტრი...

იწვოდა მხატვრის სახლიც...

ამან ყოველივემ მხატვარზე საშინლად იმოქმედა... ირაკლი ფარჯიანს ხატვის სურვილი დაეკარგა. ეს კი მისთვის მართლაც სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდა.

image ირაკლი ფარჯიანი -"ანგელოზი"

ირაკლი ფარჯიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და

1991 წელს ის 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

ხელოვანმა გარდაცვალებამდე მეუღლეს სთხოვა, მისი პერსონალური გამოფენები არავის მოეწყო, რადგან ამის გაკეთება არც სიცოცხლეში უყვარდა.
თხოვნის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას გულშემატკივართა დიდი არმია დარჩა... და ეს არც გასაკვირია, რადგან მისი შთამომავლობისთვის დატოვილ მემკვიდრეობას, მცირე ჩამონათვალი სულაც არ აქვს:

ირაკლი ფარჯიანმა დაასათაურა:

*ჰომეროსის „ოდისეა“;

* გოეთეს „ფაუსტი“,

*ქართული მითები და ლეგენდები,

*გერმანული და ქართული ზღაპრები,

*გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება.

*განსაკუთრებით გამოირჩევა მისი აბსტრაქტული კომპოზიციები და ფერწერული ტილოები რელიგიურ თემებზე.

*მას ასევე შექმნილი აქვს პორტრეტები.

“,

41 წლის ასაკში ჩაფერფლილი სიცოცხლე მისი ნახატებით ისევ განაგრძობს არსებობას. უკვდავება კი ალბათ, სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ცხოვრებაში საბედისწერო არჩევანს აკეთებ.

"ირაკლიმ სიცოცხლესა და შემოქმედებას შორის შემოქმედება არჩია"- განაცხადა თავის ინტერვიუში ირაკლის მეუღლემ ასმათ ფარჯიანმა

image ასმათის პორტრეტი - ირაკლი ფარჯიანი

0
941
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0