x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
სვანეთის სამთავრო
სვანეთის სამთავრო


სვანეთის სამთავრო იყო კიდევ ერთი ქართული სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1470 წლიდან 1858 წლამდე იარსება, სანამ რუსეთის იმპერიამ ოფიციალურად არ გააუქმა სვანეთის სამთავრო და მისი ანექსია მოახდინა. სვანეთის სამთავროს მოსახლეობა მინიმუმ 10 ათას კაცს შეადგენდა, დაახლოებით 66 სოფელს. ამ მონარქიული სახელმწიფოს რელიგია მართლმადიდებლობა, ხოლო სახელმწიფო ენა ქართული და სვანური იყო. სვანეთის მთავრები გელოვანები და დადეშქელიანები იყვნენ. დამოუკიდებელი სვანეთის სამთავროს მეორე მმართველი საგვარეულო დადეშ გელოვანმა დააარსა და შემდგომში სვანეთის მმართველი ბოლო საგვარეულო მისი სახელისა და გვარის გაერთანებით ასე იწოდა - დადიშქელიანი ან დადეშქელიანი. სვანეთის სამთავროს ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც იმერეთის სამეფოს შემადგენელ ნაწილს, მაგრამ ეს ფაქტობრივი სიცრუეა. მას აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკა და შიდა საქმიანობა ჰქონდა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდგომ.



სვანეთის მთავრები (არასრული სია):


1. აბესალომ გელოვანი - სვანთა ერისთავი 1470 წლიდან. ქართლ-იმერეთის მეფე ვახტანგ ბაგრატ VI-მ სასისხლო სიგელი უბოძა სვანთა ერისთავაბესალომ გელოვანს, რაც ფორმალურად ნიშნავდა მის აღიარებას სვანთა ერისთავის უფლებებში. სინამდვილეში გელოვანები სვანეთის მთავრები იყვნენ და არა მეფის მოხელენი. ბაგრატ VI-ის შემდეგ იმავე სიგელს გელოვანებს ხელახლა უმტკიცებს ბაგრატის ზე იმერთ მეფე ალექსანდრე II (1484-1510 წწ.).


აბესალომ გელოვანი - სვანეთის მთავარი



2. დადეშ გელოვანი - სვანეთის მთავარი 1720-იან წლებში.


3. ფუთა დადეშქელიანი - სვანეთის მთავარი


4. ოთარ დიდი დადეშქელიანი - სვანეთის მთავარი


5. ბაბა ციოყ დადეშქელიანი - სვანეთის მთავარი 1812 წელს.


6. მოსოსტრ დადეშქელიანი, იგივე თენგიზ გელას ძე. ბაბა ციოყის შვილიშვილი - სვანეთის მთავარი 1812-1821 წლებში.



ჩუბერხევის სადადეშქელიანო


7. დედოფალი დიგორხანი, მოსოსტრის მეუღლე - სვანეთის მთავარი 1821-1833 წლებში.


დედოფალი დიგორხანი - სვანეთის მთავარი


8. ციოყ (მიხეილ) მოსოსტრის (თენგიზის) ძე დადეშქელიანი - სვანეთის მთავარი 1833-1842 წლებში.


9. კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი. ძე ციოყისა - სვანეთის მთავარი 1842-1857 წლებში.


კონსტანტინე  დადეშქელიანი


ეცერ-ცხუმარის სადადეშქელიანო


10. თათარხან (ნიკოლოზ) გელას ძე დადეშქელიანი - სვანეთის მთავარი 1821-1849 წლებში.


11. ჯანსუღ (გიორგი) დადეშქელიანი. თათარყანის ძე - სვანეთის მთავარი 1849-1855 წლებში.







სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკას სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო

12. ქართლის საერისმთავრო

13. ქართლ-კახეთის სამეფო

14. თბილისის საამირო

15. ქართველთა სამეფო

16. სამცხე-საათაბაგო

17. იმერეთის სამეფო

18. ქართლის სამეფო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


8
940
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
940
  
2019, 24 მაისი, 16:24
თქვენი ნაამბობიდან ზოგი რამ მეცნო...ნუ იმ ფაქტს რომ ამ სტატიაში რეჩგიანები გამოტოვებულია ვერ გააბათილებთ :) თქვენ ბატონ ბიმურზა დადეშქელიანთან ხომ არ გაქვთ კავშირი?
2019, 24 მაისი, 9:25
მე-17 საუკუნეში დადიანებისგან დევნილმა გელოვანების ოჯახმა თავი შეაფარა ყაბარდოს, უფროსი ვაჟი დადეში დაქორწინდა იქაური სათავადო გვარის შვილზე , შემდეგ დადეშის შთამომავლები დაბრუნდნენ სვანეთში და 1720 წელს რიჩგვიანებთან ბრძოლაში კვლავ გაბატონდნენ სვანეთში ... დადეშის საპატივცემულოდ მოხდა დადეშისა და გელოვანის შეერთება და მიიღეს გვარი დადეშქ(გე)ელიანი ... ( .თუმანოვი -თუმანიშვილი- კავკასიის ქრისტიანული ისტორია ," რუს. 1963 წ. ვაშინგტონი ) , ერთი ნაწილი ბალყარელებში დასახლდა და ისინი ოთაროვების გვარს ატარებენ ( მათი სახალხო პოეტი ოთაროვი იყო ), ერთი ნაწილი კარმოკოვებია , იყვნენ ისინი ჩემთან და გენეალოგიაც ჩამომიტანეს.
2019, 24 მაისი, 9:25
მურზაყან დადეშქელიანის სიმაღლე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრზე მეტი , ბეჭები ძალზე განიერი , წელი წვრილი .. მსგავსი ვახტანგ გორგასლის შემდეგ არაა ცნობილი ... შემონახულია მუზეუმში ჩოხა და ბეჭების სიგანე გასაოცარია .. "ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ..."
ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“...
რუსების მიერ სვანეთში 1857 წელს ჩატარებული რეპრესიების შედეგად წართმეული გვარი დადეშქელიანი დავიბრუნე 2004 წელს, რაც მავანნმა პატივმოყვარეობად , აღზევებისკენ მისწრაფებად ჩამითვალეს მე და ჩემს შვილს ...
მინდა განვაცხადო , რომ ჩემთვის და ყველა ქართველისთვის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა და შემდეგ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერით ამ უდიდესი მიღწევის დაფიქსირება , აღზევების უმაღლესი წერტილია და მის დაცვისათვის ყოველგვარ დარბევებზე , სიკვდილზე წასვლა, დაპატიმრებები , უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში გროზნოში ,ზუგდიდში , თბილისში მონაწილეობა , მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველის - ბატონ ზვიად გამსახურდიას გვერდში დგომა ( ზუგდიდიდან სვანეთში მე გამაყვანიეს 30 ადამიანი და არ მომცეს საშუალება მის გვერდში ვმდგარვიყავი) არის ყველაზე დიდი აღზევება ...
... მეცნიერაშიც სოციოლოგიის დოქტორი ვარ , თითქმის 30 წელი ლექციებს ვკითხულობდი , მაგრამ მრწამსის გამო თსუ დამატოვებინეს და რწმენა არ შემიცვლია პროფესორობის გულისათვის ..
ასე , რომ ვეთანხმები ბატონ კონსტანტინეს , ჭეშმარიტად აღზევებულს არაფერში არ მჭირდება აღზევება ( მით უმეტეს დამოუკიდებლობის აქტზე აფრასიძეა დაფიქსირებლი და ამ გვარს ამით დიდების დიდი გვირგვინი დაედგა), სულმდაბლებს კი - ნამდვილად ამისკენ ისწრაფვიან ( ამჯერად ჩემი შენ გითხარიოს მოვლენასთან გვაქვს საქმე )..
2019, 24 მაისი, 9:23
რუსულ-სომხური მეცნიერება სულ ცდილობს საქართველოს ისტორიის გაყალბებას...დაკნინებას ,რათა წარსულის დიდება ქართველობამ ფიქციად მიიჩნიოს..”.ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული – მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა....”სტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდ – ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წაუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ – ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა.”-ილია..ნამდვილი ისტორიაა იოანე მარუშისძის შთამომავლობაა-შერვაშიძე,დადიანი,დადეშქელიანი,მარშანია,ემხვარი,გელოვანი...
2019, 24 მაისი, 9:23
დადაშ სახელი რატომაა გელოვანებში?... გელოვანების შტოს დაერქვა დადეშქელიანი....რუსებმა გაავრცელეს ,რომ დადეშქელიანები მოსული არიან კუმიკების მხარედან,ამას ვე იმეორებს უკანასკნელი მთავარი თენგიზ დადეშქელიანი,რომელმაც ეკატერინე ჭავჭავაძე -დადიანთან ერთად რუსებს გაანადგურებინეს კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი...ანუ იგი მთავრის პოსტისათვის მზად იყო ნებისმიერ სისულელეზე მოეწერა ხელი,მურზაყანის წინააღმდეგ მოქმედებდნენ რუსების დავალებით და ამას არ დაწერდა?!О происхождении князей Дадешкелиани
Существует несколько версий происхождения князей Дадешкелиани. Согласно грузинской версии, они являются ветвью рода князей Геловани, известных с начала XIII столетия. По преданию, некая принцесса из семейства Геловани, после разрушения ее клана принцами Дадиани в XVII столетии находит себе убежище в Кабарде, на Северном Кавказе. Ее старший сын Дадеш женится здесь на девушке аристократического рода. От него-то и пошел род князей Дадешкелиани. Потомки этого Дадеша вернулись в Сванетию в 1720-х годах и в противостоянии с конкурирующим кланом Ричгвиани смогли вернуть себе власть над Сванетией. Такую версию излагает К. Туманов в своей книге "Христианская история Кавказа"[1], изданной в 1963 г в Вашингтоне, хотя и он оговаривается, что сами Дадешкелиани придерживаются версии происхождения от шаухалов Тарковских. Есть скептически настроенные авторы, в основном грузинские, которые в корне отрицают какие-либо генеалогические связи между кумыкскими и грузинскими аристократическими фамилиями и в том числе между двумя вышеуказанными знаменитыми фамилиями на Кавказе...
2019, 23 მაისი, 9:44
მოდი ასე დავიწყოთ, სვანეთის სამთავრო ჩამოყალიბდა მხოლოდ ზემო სვანეთის ბალს ქვემო მხარეში, ეს კი იმჟამინდელი სვანეთის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ია. მე თვითონ ვარ მაგ ბალს ქვემო ზონიდან და ზუსტად ვიცი რომ რეჩგიანები-რუჩაგიანები განაგებდნენ მაქაურობას, დადეშქელიანების მმართველობა კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რაც საკუთარი ხელით ამოწყვიტეს რეჩგიანები. გელოვანები კი სვანეთის სულ სხვა მხარეში "მოღვაწეობდნენ" და არანაირი შეხება ჰქონიათ დადეშქელიანებთან, ;) მართალიც რომ იყოს გელოვანებისა და დადეშქელიანების ნათესაობა, ერატი რამ მაინც უტყუარია გელოვანებისგან ერთი მტკაველა მიწა არ გადაუბარებიათ დადეშქელიანებს.
2019, 20 მაისი, 11:57
კი, არის ეგეთი ლეგენდა, მაგრამ სიმართლესთან ისე ახლოსაა ეგ, როგორც ბაგრატიონების ებრაელობა :)
2019, 20 მაისი, 9:46
დადეშქელიანებამდე იყვნენ რეჩგიანები რომლებიც დადეშქელიანებმა ამოწყვიტეს ამის შემდეგ იწყება დადეშქელიანების რეალური მმართველობა! გელოვანების დადეშქელიანებად გარდასახვა პირველად გავიგე, შესაძლოა მართალიცაა..არ ვიცი, მაგრამ აქამდე რაც მომისმენია, დადეშქელიანების წინაპარი ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულა და სოფ. ეცერში შეიკედლა მღვდელმა!!!
0 1 8