საზოგადოება "როცა ქალს ეუბნები "დიახ" - ეს კონტრაქტია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება, ეშმაკობები უკვე აღარ შეგიძლია."- ყველაზე ძნელად მოსარჯულებელი ჭირვეულის, ადრიანო ჩელენტანოს სიყვარულის ისტორია 2019, 19 მაისი, 16:02 ისინი 1963 წელს ფილმის „ერთი უცნაური ტიპი“ გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს.
მაშინ ჩელენტანო პოპულარობის პიკზე იყო, კლაუდია მორი კი იტალიური კინოს ლამაზმანი გახლდათ.
ფილმის გადაღებების პროცესში ადრიანო კლაუდიას მოხიბვლას ცდილობდა, მაგრამ ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა.
გადაღებების დასრულების შემდეგ ჩელენტანომ ის საკუთარ კონცერტზე დაპატიჟა, პირადად გადასცა პირველი რიგის ბილეთი. კონცერტის ბოლოს კი მსოფლიო კინოს ლეგენდამ რომანტიული ბალადა იმღერა და კლაუდიას სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა. ამ დღის შემდეგ წყვილი უკვე განუყრელი გახდა და სულ მალე მსოფლიომ მათი ქორწინების შესახებ შეიტყო. კლაუდიამ კარგად იცოდა ქმრის რთული ხასიათი. ოჯახის შენარჩუნება მისთვის მუდამ წინა პლანზე იდგა. მან ჩელენტანოს სამი შვილი აჩუქა : ვაჟი ჯაკომო და ქალიშვილები როზიტა და როზალინდა (სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა მელ გიბსონის ფილმში “ქრისტეს ვნებანი” სატანის როლი შეასრულა). ფოტოზე როზალინდა ფილმიდან "ქრისტეს ვნებანი" ადრიანოს და კლაუდიას სიყვარული ყველას აოცებდა. სიმპატიურმა ბიჭი, რომელიც მუდამ განებივრებული იყო უამრავი თაყვანისცემელი ქალის ყურადღებით, ინტერვიუში თავისი ცოლის შესახებ ასე განაცხადა: “მე ის თავდავიწყებამდე მიყვარს. მე მასში გამუდმებით შეყვარებული ვარ, თუმცა ხანდახან მეჩვენება, რომ მას არ ვუყვარვარ საკმარისად ძლიერად და ეს აზრი ძლიერ ტანჯვას მაყენებს”… მათი ურთიერთობა სრული სიგიჟეებით იყო სავსე. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ ადრიანო რელსებზე დაწვა და კლაუდიას იქიდან სთხოვდა პატიებას. გარშემომყოფები პანიკამ მოიცვა. ადრიანო კი მატარებლის მოახლოებამდე რამდენიმე წამით ადრე გადმოხტა და ცოლს მთელი ძალის ჩაეხუტა. წყვილის ვნებიან შერიგებას საზოგადოება დიდი ემოციით შეხვდა. მათაც ხომ სწორედ ეს სურდათ. ადრიანოს არანორმალურ საქციელებს შეჩვეულმა კლაუდიამ, თავადაც გამოიმუშავა "ხერხები" ჭირვეული ქმრის მოსარჯულებლად. „ერთხელ ფორტე დეი მარმის კურორტზე მივდიოდით, გზაში ადრიანომ ჩემი ყველა მოკლე კაბა დაჭრა. მეც ავდექი შევედი ყველაზე ძვირადღირებულ მაღაზიაში და ვიყიდე ყველაზე ძვირფასი მოკლე კაბები“ - იხსენებს კლაუდია თუმცა ასეთ იდეალურ ურთიერთობებსაც უმზადებს ბედი გამოცდას და... 80-იან წლებში, ფილმის „ჭირვეულის მორჯულება“ გადაღებისას ჩელენტანომ ორნელა მუტისთან გააბა რომანი. ულამაზესი ორნელა ადრიანოს გამო ქმარსაც კი გაცილდა, თუმცა ადრიანოს საპასუხოდ მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩელენტანო კლაუდიასთან დარჩა. ორნელასა და ადრიანოს რომანზე კლაუდიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: - შემთხვევითი ღალატი განშორების მიზეზი არ არის, მისი პატიება შეიძლება. მამაკაცისთვის კი შემთხვევითი კავშირი იგივეა რაც ახალი ავტომობილის დათვალიერება. მოგვიანებით კი ადრიანო ჩელენტანომ ორნელა მუტისთან რომანის გამო ცოლსა და შვილებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ... ორნელა და ადრიანო კი დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ... კლაუდია მორი და ადრიანო ჩელენტანო ამჟამად მილანთან ახლოს მდებარე ვილაში ცხოვრობს. წყვილის თანაცხოვრება უკვე 50 წელზე მეტს აითვლის. „რა არის ჩვენი წარმატებული ქორწინების საიდუმლო? ჩვენ ძალიან ძალიან ბევრს ვკოცნიდით ერთმანეთს და ამას დღემდე ვაკეთებთ" - აცხადებს კლაუდია "როცა ქალს ეუბნები "დიახ" - ეს კონტრაქტია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება, ეშმაკობები უკვე აღარ შეგიძლია." - აცხადებს ადრიანო ჩელენტანო 280 1-ს მოსწონს
|