x
image
თამილა გურაშვილი
"ღმერთის სამყოფელი" - ნასას მიერ გასაიდუმლოებული სენსაციური აღმოჩენა

image

1994 წლის დეკემბერში ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (Nasa) კოსმოსური ობსერვატორია „ჰაბლიდან“ სურათების მორიგი პარტია მიიღო. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელზეც დაბურული ლაქა ჩანდა, განსაკუთრებით მიიპყრო მეცნიერების ყურადღება. ეს არც არანაირი ოპტიკური ეფექტით აიხსნებოდა და არც სიგნალის დეფექტით.
მეცნიერებმა სურათზე მოელვარე კონსტრუქცია დაინახეს, ზედმეტად სწორი სტრუქტურისა საიმისოდ, რომ ის ბუნების ქმნილებად ჩაეთვალათ.

ზომებზე საუბარი ძნელია, ვინაიდან „გიგანტური“ და „ვეებერთელაც“ კი ძალიან ცოტა იყო სიდიდისთვის, რომელიც მილიარდობით კილომეტრით იზომებოდა. ჩვენი პლანეტა მის ფონზე ქვიშის მარცვლის ოდენა ჩანდა.

გაოგნებულმა სპეციალისტებმა ობიექტი ქალაქად შეაფასეს და მას „ღმერთის სამყოფელი“ უწოდეს...
მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან. image
ობიექტზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის გალაქტიკასთან ერთად მოძრაობდა დედამიწასთან მიმართებით, რაც სრულად შეესაბამებოდა დიდი აფეთქების თეორიას. მაგრამ როდესაც სწავლულებმა კომპიუტერის მეშვეობით სამყაროს ამ ნაწილის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს, გაირკვა, რომ „ღმერთის სამყოფელი“ სამყაროს ცენტრში იდგა, ხოლო ჩვენი გალაქტიკა და ყველა სხვა გალაქტიკაც მოძრაობდა.

რაღა თქმა უნდა, კოსმოსში აღმოჩენილი უცნაური ტექნოგენური ობიექტის შესახებ სასწრაფოდ ეცნობა ქვეყნის უმაღლეს წრეებს, ანუ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და ვიცე-პრეზიდენტ ალბერ გორს. გადაწყდა, რომ „ღმერთის სამყოფელთან“ დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია გასაიდუმლოებულიყო, მაგრამ... image


საქმე ისაა, რომ „ჰაბლის“ მიერ გადაღებული ყველა ფოტო თითქმის მაშინვე საჯაროვდებოდა და რამდენიმე ასტრონომიულ ლაბორატორიას უკვე მოესწრო მათი კოპირება. 1995 წლის დასაწყისში ერთ-ერთმა გერმანულმა სამეცნიერო ჟურნალმა დაწერა კიდეც NASA-ს აღმოჩენის შესახებ და, როგორც იტყვიან, ჯინი ბოთლიდან ამოუშვა.

დღეისათვის არსებობს უამრავი თეორია „ღმერთის სამყოფლის“ თაობაზე. ყველაზე პოპულარული ორი ასე გამოიყურება:

  • ეს ნამდვილად შემოქმედის საცხოვრებელია და იქ თავს იყრიან გარდაცვლილთა სულები დედამიწიდან და სხვა პლანეტებიდან;

  • ობიექტი რომელიღაც ზეგანვითარებული ცივილიზაციის მიერაა შექმნილი.


რაც შეეხება Nasa-ს, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის დღესაც განაგრძობს დაკვირვებას კოსმოსურ ქალაქზე, მაგრამ სააგენტო კატეგორიულად ამბობს უარს კომენტარზე...

0
4993
5-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
4993
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0