ტელეკომპანია "ტვ პირველზე" ახალი პროექტი " ღამის ამბები" თითქმის ყოველდღიურად გადის და ცნობილ ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს თანაწამყვანად პოლიტოლოგი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ჰყავს. სიმართლე გითხრათ, ხუხაშვილი, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" თუ ერთადერთი არა, ერთ - ერთი აქტიური სახე იყო, მისი დამსახურებაცაა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა. იყო დრო, როცა გია ხუხაშვილს "ოცნების კარდინალაც" კი მოიხსენიებდნენ.დღეს ორი დისერტაციის ავტორი, პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების ოპოზიციაშია და ის ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. გადაცემა " ღამის ამბებში" თემა ეხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სადაც ორი დღეა მწვავე დაპირისპირებაა "გაერთიანებული ოპოზიციისა" და პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატებსა და მომხრე - მოწინააღმდეგეებს შორის. სტუდიაში დებატები ძალიან დაიძაბა მას შემდეგ, როდესაც "ფსევდოექსპერტი" ( როგორც მას გია ხუხაშვილი უწოდებს) გია აბაშიძე მოიწვიეს სამეგრელოში მომხდარი დაპირისპირების ანალიზისთვის.რა განაცხადა გია ხუხაშვილმა გადაცემაში: – " ... მოდი რა ეს რიჟა ლაპარაკები სხვაგან ილაპარაკე... იმიტოა რიჟა, რომ ჩვენ გვაქვს თვალები, ჩვენ ვუყურებთ, ...თვითონ ქართულ ოცნებაშიც ხომ არ სჯერავთ იმის, რასაც შენ ამბობ, ნუ მაფიქრებინებ, რომ შენ ეს უნდა თქვა იმიტომ, რომ ასე უნდა თქვა". გია აბაშიძის მოსაზრებაზე, რომ ის არ ენდობა და არ უყურებს "რუსთავი2" - ს. გია ხუხაშვილის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია და კიდევ ერთხელ შეახსენა აბაშიძეს, რომ ის ანალიტიკოსია.მათ შორის დაპირისპირების თემა გახდა ზუგდიდში ფარულად ჩაწერილი ვიდეო კადრები, სადაც ზოგდიდის საკრებულოს წევრი ვინმე დანელია ჩაიწერეს.ბევრჯერ შეეცადა პოლიტოლოგი ესაუბრა სიტუაციის მოდელირებაზე, მაგრამ ოპონენტმა ის სიტყვების ლავირებაში დაადანაშაულა.- " ... ბიჭო იმ ბოროტს მე ვებრძოდი, შენ კი არ ებრძოდი, სად იყავი, ვინა ხარ საერთოდ ვერ გავიგე ... მითხარი აბა სად მუშაობდი, იაფფასიანი არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ... თქვენ ხართ სირცხვილი ანალიტიკის, მეთოდიკა არ ვიცი, არაფერი არ ვიცი და ანალიტიკოსი ვარო კაცი ამბობს.იმიტომ რომ ეს კაცი არის ფსევდომკვლევარი და ამბობს მკვლევარი ვარო“ თქვენ სისტემური სიტყვის აზრი იცით საერთოდ?... თქვენ ხართ იაფფასიანი თავიდან ფეხებამდე... ეგ იყო ფსევდოანალიტიკა და ნუ იბრალებთ რომ ანალიტიკოსი ხართ...თქვენგან განსხვავებით ორი დისერტაცია მაქვს დაცული"...