x
image
ციცი
Mediator image
მადონას კონცერტებიდან ხალხი გარბის

image






















ლონდონში მადონას ფანებს იმდენად ყელში ამოუვიდათ მსოფლიო ლეგენდის გამოსვლა, რომ კონცერტის დროს დარბაზი დატოვეს. ვრცელდება ხმები, რომ მადონა აღარ არის ის, რაც ადრე იყო და ამიტომ მისი კონცერტების დროს დარბაზი ცარიელდება, ისევე როგორც ეს მოხდა ლონდონში მისი გამოსვლის დროს. ზოგ მაყურებელს ამინდი არ აწყობს, ზოგს მისი ხმა და ასე ტოვებენ კონცერტს. მაყურებელი ვერც მადონას ეროტიულმა ტრიუკებმა შეაჩერა, რომლითაც იგი მაყურებელს ახარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.

image











მსოფლიო ტურნეს დროს კი, საფრანგეთში, მადონა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მადონა ყოველთვის აოცებს თავის მაყურებლებს, მაგრამ რაც საფრანგეთში ჩაიდინა, ამით მან თავისი თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. პარიზის კონცერტზე მან პროვოცირება გაუკეთა სკანდალს. "ნაციონალური ფრონტის" პარტიის წევრები მას სასამართლოში უჩივიან, რადგან მან თავის კონცერტზე, ერთ-ერთ ვიდეოში გამოიყენა მათი ლიდერის გამოსახულება, შუბლზე სვასტიკით. გარდა ამისა მაყურებელს მან აჩვენა მამაკაცის ფოტო, რომელიც გავდა გიტლერს. უნდა ავღნიშნოთ რომ მადონას მსოფლიო ტურნე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე სკანდალურად. იგი ყველანაირად ცდილობს, რომ არ დაკარგოს პოპულარობა და არანაირ სკანდალს არ ერიდება, თუმცა მისი პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს, რაც ნათლად გამოჩნდა ლონდონში, როცა ხალხი მისი კონცერტიდან გარბოდა.

6
697
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
697
  
2012, 26 ივლისი, 19:08
გეთანხმები სალო :D
2012, 23 ივლისი, 15:24
აგარაა ის მადონა...:D
2012, 23 ივლისი, 14:14
რო მოკვდება მერე ნახეთ ამის რეიტინგი:D და მერე ნახეთ ყველა მადონას ფანი,რომ გახდება და ყველგან მადონას სიმღერები იქნება :D
2012, 22 ივლისი, 16:37
მადონა ბებია :D მევიდა შენი დროც? :D
0 1 6