ასტროლოგია იყავით ფრთხილად! ასტროლოგთა აზრით წინ "ცხელი აგვისტო" გველის!! 2012, 22 ივლისი, 13:19 როგორც ვიცით, სულ რამოდენიმე საათში, მზე კირჩხიბის ზოდიაქოს დატოვებს და მშფოთვარე, ამბიციური და ცეცხლოვანი ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ლომი ცეცხლის სტიქიიდან ყველაზე "დაბალანსებული" ცეცხლის კატეგორიას განეკუთვნება, იგი შუალედური ნიშანია დანარჩენ ორ ცეცხლის ნიშანს შორის, თუ ვერძის ცეცხლი ატომური ბომბის აფეთქებას ემსგავსება, მშვილდოსანი კი მინავლულ ნაღვერდალს გვაგონებს, რომელიც სადღაც სიღრმეში ბჟუტავს, ლომი მოლივლივე ლავაა, რომელიც ღმერთმა იცის როდის გაიღვიძებს და ვულკანივით ამოიფრქვევა. აქედან გამომდინარე, მაშინ როცა მზე ამ ცეცხლოვან ნიშანს გადის, ვნებათაღელვა და მოულოდნელობები, ტემპერატურის კლიმატურ მატებასთან ერთად იმატებს. ალბათ გახსოვთ, სწორედ აგვისტოს იმ ნახევარში, როცა მზე ლომის ზოდიაქოს გადიოდა დაიწყო რუსეთ საქართველოს ომი. წლევანდელი აგვისტოს პროგნოზიც ერთობ არასახარბიელოა ასტროლოგთა მიერ პოლიტიკური თვალსაზრისით. ლომის ზოდიაქოს გააქტიურებასთან ერთად გამორიცხული არაა გააქტიურდეს პოლიტიკური პაექრობებიც. მარსი-სატურნის დაძაბული ასპექტები კი, რომელიც ანალოგიური იყო 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში, შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობასაც არ გამორიცხავს. თუმცა თუ აგვისტოს შუა-რიცხვებამდე მოხერხდა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება, როგორც პოლიტიკურ ისე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ამ თვის ბოლო დეკადა, საკმაოდ მშვიდი და ნაყოფიერი იქნება. ნუ დაგავიწყდებათ ასტროლოგიის მთავარი პრინციპი - "ყველაფერი კორექციას ექვემდებარება", არ არსებობს საფრთხე რომელიც არ შეიძლება განეიტრალდეს, ხოლო სადაც არის პრობლემა, იქვე უშუალოდ მის გვერდით იქნება აუცილებლად გამოსავალიც. 1453 7-ს მოსწონს 1-ს არა
|