x
image
ეკა ლაცკა
დაგვიანებული აღიარება სიკვდილის შემდეგ - ალენ დელონისა და რომი შნაიდერის სევდიანი ისტორია
"... გავიცანი თუ არა, მივატოვე ყველა ქალი და მისი სიყვარულის გამო ბრძოლა დავიწყე... 2 წელი ვლოდებოდი და როგოც იქნა მიმიღო. გერმანელი თოჯინა, რომლის გამოც გულმოდგინედ ვიბრძოდი, ჩემი გახდა. არც ერთი წამი არ მიღალატია არც ბრძოლის დროს და არც მერე.
მე მხოლოდ ის მახსოვდა...
ადრეც ... და ახლაც."...

image

ეს სიტყვები მსოფლიოს ულამაზეს მამაკაცს ეკუთვნის ...



ალენ და რომი... რომი და ალენ...


ყველას ეგონა, რომ ამ წყვილის სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებდა. ვინ იცის, იქნებ, გაუძლო კიდეც...




ყველაფერი კი ასე დაიწყო:

image

ერთმანეთი ფილმ „კრისტინას“ გადაღებებზე, 1958 წელს გაიცნეს.


რომი კოლეგას ძალიან ახალგაზრდად მიაჩნდა.


ალენს პარტნიორი მომხიბვლელად არ ეჩვენებოდა.


მათი რომანს არავინ ელოდა. ალბათ, თავადაც არ ელოდნენ, რადგან საერთო თითქმის არაფერი ჰქონდათ. ალენი ცინიკური, სასტიკი და ღარიბი ოჯახიდან გამოსული უპერსპექტივო ახალგაზრდა იყო, რომი კი _ ინტელიგენტი გოგონა კარგი ოჯახიდან.


თუმცა.... მალე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც არავის წარმოედგინა.


უზომოდ შეყვარებული რომი ალენთან ერთად პარიზში გაემგზავრა.

image

მაგრამ განსხვავებული ხასიათი არც ერთს არ შეცვლია.


ქალის პრინციპები, ცხოვრების წესი, ოჯახსა და ბავშვებზე ოცნება - დელონში დამამცირებელ სიცილს იწვევდა. ალენი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის თავისუფალი იყო ყოველგვარი ვალდებულებისა და მოვალეობისგან.


მათ ერთმანეთისკენ რაღაც გაურკვეველი ძალა იზიდავდა, მაგრამ ჰარმონია, ურთიერთგაგება და პატივისცემა ამ ურთიერთობაში არასდროს ყოფილა.


დელონი საკმაოდ უხეშად ექცეოდა რომის და აგრძნობინებდა, რომ ეს ურთიერთობა რომისთვის უფრო საჭირო იყო, ვიდრე მისთვის.

image

გავიდე სულ რაღაც 5 წელი და .... ვნებიანი, მტკივნეული ურთიერთობა თავად დელონმა გაწყვიტა.


„ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტებში გადავაწყდებოდით ხოლმე“- წერდა იგი რომს და ასეთი უცნაური ფორმით ემშვიდობებოდა ...



მალე კი მსახიობ ნატალი ნარტელემიზე დაქორწინდა.

image


1966 წლის გაზაფხულზე რომიც გათხოვდა.


მისი რჩეული ჰარი მაიენი იყო. კაცი, რომელმაც რომის გამო მიატოვა ქალი, რომელთანაც 12 წელი იცხოვრა.


რომი თავის დღიურში წერდა: „ალენთან გატარებული წლები იყო ველური, გიჟური. ჰარისთან საბოლოოდ დავმშვიდდი“.


image

მათი ისტორია კი აქ სულაც არ აპირებდა დამთავრდებას....


2 წლის შემდეგ, 1968 წელს რომი სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ეს დელონი იყო... ის რომს ატყობინებდა, რომ ფილმ „აუზში“, რომლის გადაღებაც იგეგმებოდა, თავისი პარტნიორად მხოლოდ რომს მოაზრებდა!


დელონის ცხოვრება რომთან განშორების შემდეგ არც ისე წარმატებით წარმართულიყო... სკანდალები, ჩაშლილი პროექტები... მრავალი იმედგაცრუება...



მას რომი ძალიან სჭირდებოდა...


გერმანულ თოჯინასაც ბევრი არ უფიქრია და...


ფილმიც შედგა!!!


და არა მარტო შედგა, აღიარებაც მაშინვე მოიპოვა. ის ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ იყიდა. გაზეთებში რომისა და ალენის ფოტოები იბეჭდებოდა, სადაც ისინი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ.

image

რა მოხდა ფილმის შემდეგ?


ალენი რომის ცხოვრებიდან ისევ გაქრა....


ჰარი მაიენმა ცოლის პატიება ვერ შეძლო. სამუშაო მიატოვა და სმა დაიწყო.
რომი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ისიც ალკოჰოლს მიეძალა.



image


განქორწინება, ახალი ქორწინება, ყოფილი ქმრის თვითმკვლელობა.



რომი საკუთარ თავში იკეტება..


უარს ამბობს ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „ქალი და მამაკაცი“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ და სხვა...


საშინელებებათა სერია არ მთავრდება და...


ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იღუპება მისი 14 წლის ვაჟი.


ჭკუიდან შეშლილი რომი მხოლოდ დელონთან ურთიერთობს. ის სმას უმატებს და ყველას თვალში პატივისცემას კარგავს...

....

1982 წლის 30 მაისს, 44 წლის ასაკში, რომი გარდაიცვალა...


მთელი ევროპა გლოვობდა ყველასათვის საყვარელ მსახიობს...


ალენი კი ....

image

...როდესაც რომის სასაფალაოდან ყველა წავიდა... დელონი იქ დიდხანს იდგა... შემდეგ ჯიბიდან ბარათი ამოიღო და მის საფლავზე დადო.


შესაძლოა ეს დაგვიანებული აღიარება იყო...


ალენის უკანასკნელი წერილი ასე მთავრდებოდა:


" ჩემო თოჯინა,
მე შენთან ვარ...

შენგან ცოტაოდენი გერმანულიც ვისწავლე...

ახლა გეუბნები -

ich liebe dich... JE T'aime...

/ მიყვარხარ/ "

image

0
3214
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0