საქართველო გრიგოლიჩ!...ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს" - ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქსტატუსი ( + ფოტოები ) 2019, 11 მაისი, 14:49 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი აქტიური სახე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მართალია იმავე ხელისუფლებამ მინისტრობიდან გაუშვა და რამდენიმე წელი ის დევნილობაში იმყოფებოდა, მაგრამ დღეს ოქრუაშვილი ძალიან უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლების საშინაო თუ რელიგიური და საგარეო პოლიტიკით და ამის შესაბამისად არა ერთი კრიტიკული წერილი და სტატუსი მიუძღვნა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა და ხშირად ვუსმენთ მას სხვადასხვა სატელევიზიო თოქ - შოუებში.მისი პოზიცია ყველასათვის ნათელი და ცალსახაა. აი რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:– " გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი, ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს. ხელები უნდა დაიკაპიწო, როგორც მე ვაკეთებ. მოკლედ, სურათებშია ინსტრუქცია, თორემ შენით ვერ ისწავლი." ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი, ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს. ხელები უნდა დაიკაპიწო, როგორც მე ვაკეთებ. მოკლედ, სურათებშია ინსტრუქცია, თორემ შენით ვერ ისწავლი.აქვე გვიჩვენებს ფოტოებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებს ესწრება და იქ დასაქმებულ მშენებლებს დავალებებს აძლევს. რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი მეგობრებთან ერთად ხელებდაკაპიწებული მუშაობს, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ირაკლი ოქრუაშვილი თრიალეთის ქედზე არსებულ ერთ - ერთ სალოცავზე სარესტავრაციო სამუშაოებს მეგობრებთან ერთად ეწეოდა და ამის შესახებ ის ინფორმაციას ( რასაც სურათებით ადასტურებს), ახლა ავრცელებს სოციალურ ქსელში. ოქრუაშვილის ფეისბუქსტატუსს უამრავი გამოხმაურება და კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც მას საქციელს დადებითად აფასებენ და როგორც ხდება ხოლმე ბოლო წლებში, ბიძინა ივანიშვილს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ მისი მოწინააღმდეგეები.
111 3-ს მოსწონს
|