x
image
ეკა ლაცკა
მისტიკური რიცხვი 27 და 7 ცნობილი მუსიკოსი, რომელიც 27 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა
შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა მათთვის, ვისაც დამთხვევების სჯერა..

შესაძლოა, ეს მისტიკაა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისტიკის სჯერა...

image

ციფრი 27...


27-იანების კლუბი ...

1975 წელს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ერთგვარი აურზაური გამოიწვია და მალე შეიქმნა ე.წ. "კლუბი 27" / The 27 Club / , რომელიცი ასევე ცნობილია როგორც "მარად 27-იანელთა კლუბი" / the Forever 27 Club /.

კლუბის რიცხვმა წლებთან ერთად იმატა.

27 წლის ასაკში (+ / – რამდენიმე დღე) გარდაცვლილი მუსიკოსების სია ასე გამოიყურება:


image

1.

ბრაიან ჯონსი, ჯგუფ როლინგ სტოუნზის დამაარსებელი და გიტარისტი/მულტი - ინსტრუმენტალისტი.

დაიხრჩო საცურაო აუზში.

image


2.

ჯიმი ჰენდრიქსი - ელექტრო გიტარისტი, მომღერალი და ჯგუფების The Jimi Hendrix Experience და Band of Gypsys ლიდერი.

ღვინოსთან საძილე წამლების შერევის შედეგად ღებინებისაგან გაიგუდა.

image

ფოტოზე: ჯიმი ჰენდრიქსი - სურათი გადაღებულია, ჯიმის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, მისი შეყვარებული მონიკას მიერ.


3.

ჯენის ჯოპლინი - წამყვანი ვოკალისტი და ჯგუფების Big Brother and the Holding Company და The Kozmic Blues Band and Full Tilt Boogie Band წევრი

ჰეროინის ჭარბი დოზის მიღება.

image


4.

ჯიმ მორისონი -წამყვანი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ჯგუფის დორსი ს ლიდერი.

ოფიციალურად სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ჩაიწერა "გულის სისუსტე"; მიუხედავად ამისა არ მომხდარა გვამის გაკვეთა.

image



5.

კურტ კობეინი - წამყვანი მომღერალი, გიტარისტი და ჯგუფის ნირვანა ლიდერი.

სუიციდი, თვითმკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით.


image


6.

რიჩი ედვარდსი - ჯგუფის Manic Street Preachers გიტარისტი.

გაუჩინარდა 1995 წელს, ოფიციალურად გარდაცვლილად ითვლება 2008 წლიდან.

image

7.

და ბოლოს

ემი უანიჰაუსი - პირველი ინგლისელი მომღერალი და მუსიკოსი ქალი, რომელსაც 5 გრემი მხოლოდ ერთ ცერემონიალზე გადასცეს.

ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა.

image


0
134
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0