x
image
ეკა ლაცკა
"ქალი და კაცი, რომლებსაც არ მოსწონთ ერთი და იგივე ფილმები, საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდებიან"- რატომ უნდა ვიცოდეთ გენიალური რეჟისორი ჟან-ლიუკ გოდარი და მისი ფილმები

ჟან-ლიუკ გოდარი
- ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი .

ფრანგული "ახალი ტალღის" (Nouvelle Vague) ყველაზე რადიკალური პერსონა, რომლის მნიშვნელობაც ორ სიტყვაში შეგვიძლია გამოვხატოთ - კინო გოდარამდე და გოდარის შემდეგ.

image
რეჟისორმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა კინემატოგრაფიაში.

ის მიჩნევდა, რომ ფილმის ყურება ფილოსოფიის ლექციას არ უნდა ჰგავდეს. გენიალურობა ეს „სიმარტივეა“! - იმ გაგებით, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი ადამიანისთვის თითქოსდა მნიშვნელოვანი გრძნობები „გამარტივდეს“ და თუნდაც იუმორით გადმოიცეს ის, რასაც ხალხი ზოგჯერ ასე "ზედმეტად" განიცდის.

მან დაამტკიცა ისიც, რომ ფილმის ხარისხზე მეტყველებს არა მასზე დახარჯული მილიონები, არამედ იდეა და ის, თუ რამდენად ზუსტად გადმოსცემს კინო და რეჟისორი საკუთარ სათქმელს.

აი, რას წერს ის :


image

* მე ყოველთვის თანავუგრძნობდი ფრანგულ კინოს, იმიტომ, რომ მას ფული არ აქვს, და მე თანავუგრძნობდი ამერიკულ კინოს, იმიტომ, რომ მას იდეები არ აქვს.

*ფოტოგრაფია – ეს სიმართლეა. კინო კი – სიმართლეა 24 კადრი წამში.


*არ ვფიქრობ, რომ ფილმთან შეიძლება რაიმე გრძნობა განიცადო – გრძნობა შეიძლება გქონდეს ქალთან. კინოს კოცნა არ შეიძლება.

*პორნოგრაფია – ესაა, ჩვეულებრივი კინოს უსუსურობის მოწმობა, რომელსაც არ შესწევს ძალა აჩვენოს ჭეშმარიტი სასიყვარულო სცენა.

* ხელოვნება იმით გვიტაცებს, რომ ის მეტყველებს იმაზე, რაც ჩვენშია დამალული.

*განსხვავება კინოსა და ტელევიზიას შორის ნათელია. როცა ჩვენ კინოში მივდივართ, ვწევთ თავებს მაღლა. როცა ჩვენ ტელევიზორს ვუყურებთ, თავებს ვწევთ დაბლა.

*მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო 20 თუ 30 წელი ჰოლივუდში კინოს იღებენ მდივნები, იურისტები და ბუღალტრები.

*რომ გააკრიტიკო სხვისი ფილმები, ჯერ შენ უნდა ისწავლო საკუთარის გადაღება.

* კინო – ეს ყველაზე ლამაზი თაღლითობაა ქვეყანაზე.

ვისთვისაც გოდარის ფილმები ნაცნობია, მან ასევე იცის ულამაზესი დანიელი ლამაზმანი anna karina -ც, რომელიც გოდარის მუზა გახლდათ და მის 4 ფილმშიც ითამაშა.

image

რეჟისორმა 17 წლის უფულო დანიელი ლამაზმანი ერთ-ერთ პავიოლიონში შეამჩნია, სადაც კარინა პალმოლივის რეკლამისთვის ქაფის აბაზანის სცენებს იღებდა, ხოლო გოდარი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმ Breathless -ზე მუშაობდა.

რეჟისორი გაოგნებულა მოდელის სილამაზით და ეპიზოდური როლი შეუთავაზებია მისთვის, თუმცა ანნამ არ მიიღო მისი წინადადება, რადგან გაიგო რომ შიშველი სცენის მონაწილე გახდებოდა.

გაოცებულ ჟან-ლუკს უკითხავს :


- რა განსხვავებაა რეკლამასა და ფილმს შორის? შენ ხომ ახლაც შიშველი ხარ?

-ცდებით ბატონო რეჟისორო, მე ეხლა ქაფის ბუშტუკები მაცვია, უბრალოდ თქვენს წარმოსახვაში ვარ შიშველი, - უპასუხია კარინას

-ლამაზთან ერთად, ჭკვიანიც ყოფილხართ, ასე რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში - უთქვამს მოდელის ენამოსწრებულობით სასიამოვნოდ გაკვირვებულ კინომატოგრაფს.

მათ მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეძლეს ერთად...

image

ორი ადამიანის საერთო ინტერესთა თანხვედრა ხომ ხშირად ბევრს წყვეტს ცხოვრებაში.


"მე ყოველთვის ვგრძნობ - ქალი და კაცი, რომლებსაც არ მოსწონთ ერთი და იგივე ფილმები, საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდებიან" - ამბობდა ჟან-ლუკი გოდარი


ფრანგული "ახალი ტალღის" შემქნელი ინსპირაცია იყო ისეთი სხვადასხვაგვარი რეჟისორებისა, როგორებიც არიან: კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი, რიჩარდ ლინკლეიტერი და სხვები...

2002 წელს პუბლიკაცია „Sight and Sound“-ის ამომრჩეველთა ხმის მიცემით, გოდარი ყველა დროის 10 საუკეთესო რეჟისორს შორის რიგით მესამე ადგილით შეაფასეს.

“,

მის ფილმებზე შეყვარებული ჩვენი ქართველი მწერალი და მხატვარი კარლო კაჭარავა კი წერდა:

image
...

ჩვენში _
ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმებს კინოს სახლში.
ჩვენში _
ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმების რეტროსპექტივის
ფრანგულ კატალოგს.
ჩვენში _
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.
ჩვენში _
ვიღაცას იმდენი ფული აქვს,
რომ არაყს სვამს ქუჩაში.
ჩვენში _
ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ჰგონიათ უკვე
აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.
ჩვენში _
ყველამ ყველაფერი იცის.

კარლო კაჭარავა
1993 წ



0
179
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0