x
image
ეკა ლაცკა
რამდენიმე ადამიანი ქეიფობს და მაშველებს არ ემორჩილება - მამკოდასთან მდინარე ადიდდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდასთან სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
imageმდინარემ ადიდება თანდათან იწყო, ბოლოს კი რთული მდგომარეობა შეიქმნა .

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ წუთებში, მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.

image

ადიდების გამო, რამდენიმე ადამიანი მეორე ნაპირზეა ჩარჩენილი.


ინფორმაციას ქართულმა მედიამ გადმოსცა.

საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებული ცნობით, მეორე ნაპირზე ჩარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე მაშველებს არ ემორჩილება. ისინი მამკოდის ტერიტორიაზე საქეიფოდ არიან მისული.

ადგილზე 25 მაშველი მუშაობს.

მდინარის მეორე ნაპირზე სავარაუდოდ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0