საზოგადოება ამომავალი მზის ქვეყანაში ახალი ერა დაიწყო - იაპონიაში ახალი იმპერატორი ჰყავთ 2019, 4 მაისი, 0:15 1-ელ მაისს იაპონიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. იაპონიაში "რეივა" ერა დაიწყო. იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ნარუჰიტო. ის იაპონიის ახალი იმპერატორია. ცერემონია საიმპერატორო სასახლეში ჩატარდა. მას ესწრებოდნენ ახალი იმპერატორის მეუღლე მასაკო, გვირგვინოსანი პრინცი და პრინცესა და საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრები. აღსანიშნავია, რომ იაპონიის კანონების მიხედვით ტახტის მემკვიდრე მხოლოდ ოჯახის მამრობითი წევრია, ახალ იმპერატორს ერთი ქალიშვილი ჰყავს, რის გამოც ტახტის მემკვიდრე ნარუჰიტოს ძმაა. იაპონიაში მსგავსი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია და ბოლოს 200 წლის წინ მოხდა.
164 1-ს მოსწონს
|