დასახლებულ პუნქტებში გზაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების პრობლემა, განსაკუთრებით სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან ახლოს ყველა ქვეყნისთვის საერთოა.
იზამ, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ მედფორდში მცხოვრებმა10 წლის გოგონამ მოიფიქრა, თუ როგორ ვაიძულოთ მძღოლები "ზებრა" გადასასვლელის წინ მოძრაობა შეანელონ
ეს ორიგინალური იდეა რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ახლა მიიქცია სპეციალისტების ყურადღება, მათი აზრით ეს ყველგან უნდა დაინერგოს.
იზა გვთავაზობს გადასასვლელი სამგანზომილებიანი, "მოცულობითი" იყოს, რომ "ზებრას" ზოლები ბეტონის ბლოკებს გავდეს. ასეთ შემთხვევაში ისინი ნებისმიერ ამინდში და დღის ნებიმიერ მონაკვეთში შორიდანაც კარგად შესამჩნევი გახდება.
: