x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართული არ იქნება არაფერი, მანამ, სანამ ზვინივით კაცები ბიჟუტერიას ყიდიან და ნაჯაფი ქალები სოფელს ამაგრებენ!-ნინო კვაჭანტირაძე
imageთბილისის მერიის თანამშრომელი ნინ ო კვაჭანტირაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"5 წლის წინ ვწერდი ამას და დღესაც არაფერი შეცვლილა... ჩვენ ისევ გვაინტერესებს- გვეშველება რამეეე???

დახლთან პერანგის საყელოში ცხვირსახოცჩაფენილი ზვინივით კაცი იჯდა და ბიჟუტერიას ყიდდა- ქალების ჭრელა- ჭრულა სამკაულებს, ქალები " დინამოსთან" იდგნენ, სააღდგომოდ ვედროებით კვერცხი და ენდრო ჩამოეტანათ, ზოგს ხელში მთვარესავით ყველი ეჭირა და კლიენტს ნატრობდნენ... ბაზარი სავსე იყო თურქულ-ირანული თვალისმომჭრელად ლამაზი ხილით და ბოსტნეულით, ეკალა, ჩვენი სოფლის ეკალ-ბარდებში დაკრეფილი კილო ეკალა 8 ლარი ღირდა, თამამად თავხედი გამყიდველები ირწმუნებოდნენ, რომ პომიდორს ყიდდნენ ხელვაჩაურისას, კიტრს- ლაგოდეხისას, შაშხს- რაჭულს, ფორთოხალს- ქართულს....


არა და, არც ერთი იყო ხელვაჩაურისა, არც მეორე- ლაგოდეხისა და საერთოდ, ქართული არ იქნება არაფერი, მანამ, სანამ კაცები, ზვინივით კაცები ბიჟუტერიას ყიდიან და ნაჯაფი ქალები სოფელს ამაგრებენ!!!!!!!
ეკალა კი ნამდვილად ქართული იყო და 8 ლარი ღირდა!"


image

0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0