საზოგადოებრივი დიაოხის სამეფო 2019, 25 აპრილი, 18:49 დიაოხი, იგივე დაიაენი ან ტაოხი, ქართველურ ტომთა სახელმწიფოებრივ გაერთიანებად ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ძვ.წ. XII საუკუნეში და ამ სახელით არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. VIII საუკუნეში. შემდგომში ეს რეგიონი ტაო-კლარჯეთად ჩამოყალიბდა. დიაოხი მოიხსენიება ბერძნულ, ასურულ და ურარტულ ისტორიულ წერილობით წყაროებში. დიაოხის დაპირისპირება ასურეთთან დიაოხს ჩამოყალიბებისთანავე მალევე მოუხდა დაპირისპირება ასურეთის იმპერიასთან, ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-12 საუკუნეში, კერძოდ ტიგლათფილესერ პირველთან (ასურეთში მეფობდა ძვ.წ. 1115-1077 წლებში). ამას მოწმობს ძვ.წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს 60 მეფის გაერთიანებას (ნაირის ქვეყნების). სწორედ ეს ნაირის სხვადასხვა ტომთა მბრძანებლების (მეფეების) გაერთიანება დაამარცხა ასურეთმა ძვ.წ. 1112 წელს და ჩრდილოეთის ზღვამდე ანუ შავ ზღვამდე სდია. დიაოხის დაპირისპირება ურარტუსთან მართალია ტიგლათფილესერ I-ის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანეთს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I, ახლა მათმა შთამომავლებმა დიაოხის მეფე ასიამ და ასირიის მეფემ - სალმანასარ III-მ, კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ.წ. IX საუკუნის ბოლოს და ძვ.წ. VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა გამარჯვებული ურარტუს წინააღმდეგ. დიაოხი ურარტუს მეფე მენუამ დაამარცხა და დახარკა. ამის შესახებ მისი ერთ-ერთი წარწერიდან ვიგებთ, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო მის ქვეყანას - დიაოხს, ძლიერ ქვეყანას უწოდებს. დიაოხის მეფე უტუფურსს ასევე უხდება ბრძოლა მენუას ძის არგიშთის (ძვ.წ. 786 - 764 წწ.) წინააღმდეგ. მამის მსგავსად, მანაც დაამარცხა დიაოხი და ქვეყანა დახარკა. დიაოხის დაპირისპირება კოლხასთან დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლა, რომელიც დასავლეთ ქართული ადრეკლასობრივი, მძლავრი და მაღალგანვითარებული სახელმწიფო გახლდათ. კოლხეთს არ გასჭირვებია უკვე საკმაოდ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ.წ. მე-8 საუკუნეში დიაოხის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. იგი მოძმე მოდგმის, ასევე ქართველური სახელმწიფოს - კოლხეთის მიერ იქნა განადგურებული. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ის მემკვიდრის - სარდურ II-ის წარწერა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ იხსენიებს დიაოხს. მის წარწერაში უკვე მხოლოდ კოლხა მოიხსენიება. დიაოხის უდიდესი ქალაქები იყო ზუა, ოლთისი, შაშილუ. გავრცელებული იყო ქართველური ენები და ტომები, იყვნენ იბერო-კოლხური წარმართობის მიმდევარნი და იმართებოდნენ მონარქიის ფორმით. რა საკვირველია დიაოხის არსებობის დაახლოებით 4 საუკუნის განმავლობაში მას უამრავი მეფე ეყოლებოდა, ოცამდე ან მეტი, მაგრამ ჩვენამდე ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 3 მეფის სახელმა მოაღწია: სიენი - ძვ.წ. 1120 - 1100 წწ. ასია - ძვ.წ. 850 - 825 წწ. უტუფურსი - ძვ.წ. 810 - 770 მსგავსი სტატიები:1. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში 2. შულავერის კულტურა 3. ლეილა-თეფეს კულტურა 4. მტკვარ-არაქსის კულტურა 5. მაიკოპის კულტურა 6. კაიაკენტის კულტურა 7. თრიალეთის კულტურა 8. ხარაჩოის კულტურა 9. განჯა-ყარაბაღის კულტურა 10. ყობანის კულტურა 11. ევროპული პროტოცივილიზაციები 12. პრეისტორიული კავკასია - გობუსტანის ეროვნული პარკი 13. ჩაკრულო კოსმოსში 14. ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები 15. ფრანგი ეპისკოპოსი ქართველების შესახებ 16. იოსებ სტალინის გამონათქვამები 17. კოლხეთის სამეფო 18. იბერიის სამეფო კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე2811 1-ს მოსწონს
|