x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იბერიის სამეფო
იბერიის სამეფო


დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე ქართველური ტომის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად უწოდებენ იბერებს (აღმოსავლეთის იბერებს). ამ ხალხმა სახელმწიფო პირველად დღევანდელი ისტორიული მონაცემების მიხედვით, შექმნა ძვ.წ. მე-4 საუკუნეში. თუმცა შესაძლოა ბევრად უფრო ადრეც შექმნილიყო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოებრიობა, მაგალითად ამას გვიჩვენებს სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენა, თუნდაც დიდნაურის ქალაქ სახელმწიფო. იბერიის ანუ ქართლის სამეფოს მართავდა 4 სამეფო გვარი: არშაკუნიანები, ნებროთიანები, ხოსროიანები და ბაგრატიონები. აქედან არშაკუანიანები და ნებროთიანები მიეკუთვნებოდნენ ერთ დინასტიას - ფარნავაზიანთა დინასტიას. ანუ 3 სამეფო დინასტია მართავდა იბერიას: ფარნავაზიანები, ხოსროიანები და ბაგრატიონები.


იბერიის სამეფო დამოუკიდებელი იყო თავისი არსებობის დიდი ხნის განმავლობაში და უმეტესი დრო, მაგრამ ზოგჯერ განიცდიდა დიდი იმპერიების გარკვეულ ზეგავლენას, მაგალითად:

იბერიის სამეფო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ამავე დროს სელევკიდების ვასალი იყო ძვ.წ. 302-159 წლებში. მას აკონტროლებდა რომის რესპუბლიკა ძვ.წ. 65-63 წლებში. მას აკონტროლებდა რომის იმპერია ახ.წ. 1 - 117 წლებში.


სასანიდური ირანის მოხარკე ქვეყანა იყო, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას 252 - 272 წლებში.

იმყოფებოდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ანუ ბიზანტიის გავლენის ქვეშ 298-363 წლებში.

იყო სასანიდური ირანის ვასალი ქვეყანა 363-482 წლებში. ასევე 502-523 წლებში.

პირდაპირი სასანიდური დაპყრობის ქვეშ მოექცა 523 - 580 წლებში.



იბერიის სამეფოს მმართველები


მითიური მმართველები


1. ნოე - ნოეს უფროს შვილს ერქვა სემი, შუათანას ქამი (ხამი), ხოლო უმცროსს იაფეტი.

2. იაფეტი - იაფეტის ძეები იყვნენ გომერი, მაგოგი, მადა, იოვანი, ელისა, თობელი, მოსოქი და თირა.

3. გომერი - ჰყავდა 3 შვილი: ასკენაზი, რიფატი და თარგამოსი.

4. თარგამოსი - ჰყავდა 8 ძე: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანი, ლეკანოსი, ჰეროსი, კავკასოსი და ეგროსი.

5. ქართლოსი - თარგამოსის ძე. მან აღაშენა არმაზ-ქალაქი და სამშვილდე.

6. მცხეთოსი - ქართლოსის ძე. მან დააარსა ქალაქი მცხეთა.

7. უფლოსი - მცხეთოსის ძე. მან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი და კასპი.


ნოე



დადასტურებული ისტორიული მმართველები


8. იარედოსი

9. ქეკაპოსი

10. სპანდიატი

11. ბარამ არდაშირ სპანდიატის ძე

12. სამარა - მცხეთის მამასახლისი ძვ.წ. 355 - 326 წლებში. ის ტახტიდან ჩამოაგდო აზომ, რომელმაც ქართლი ანუ იბერია გააერთიანა და დედაქლაქად მცხეთა გამოაცხადა.

13. აზო - ძვ.წ. 326 - 302 წლებში მეფე იბერიისა.


აზო - იბერიის მეფე



ფარნავაზიანთა დინასტია


14. ფარნავაზი - იბერიის მეფე ძვ.წ. 302 - 237 წლებში.

15. საურმაგი - იბერიის მეფე ძვ.წ. 237 - 162 წლებში.

16. მირიან I ნებროთიანი - იბერიის მეფე ძვ.წ. 162 - 112 წლებში.

17. ფარნაჯომ ნებროთიანი - იბერიის მეფე ძვ.წ. 112 - 93 წლებში.

18. არშაკ I არშაკუნიანი - იბერიის მეფე ძვ.წ. 93 - ძვ.წ. 81 წლებში.

19. ბარტომ არშაკუნიანი - იბერიის მეფე ძვ.წ. 66 - ძვ.წ. 33 წლებში.

20. მირიან II ნებროთიანი - იბერიის მეფე ძვ.წ. ძვ.წ. 33 - ძვ.წ. 23 წლებში.

21. არშაკ II ნებროთიანი - მირვანის ძე. იბერიის მეფე ძვ.წ. 23 - ძვ.წ. 2 წლებში.

22. ადერკ არშაკუნიანი - ბატომის ძე. იბერიის მეფე ძვ.წ. 2 - ახ.წ. 55 წლებში.


ფარნავაზი - იბერიის მეფე




ორმეფობა


დაახლოებით ახ.წ. I საუკუნის 60 წელს იბერიის სამეფო ორად გაიყო, ერთი მეფე იჯდა ქალაქ არმაზში, მეორე კი ქალაქ მცხეთაში. ამ მოვლენას ქართულ ისტორიოგრაფიაში ეწოდება ორმეფობა ქართლში. მეფეთა ცხოვრების მიხედვით, მეფე ადერკმა სიკვდილის წინ სამეფო თავის ორ შვილს გაუყო, ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, ხოლო მეორეს ქალაქი არმაზი და ქართლი მდინარე მტკვრის სამხრეთით. სულ, იბერიის ტახტზე, "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით 5 წყვილი მეფე იჯდა ორმეფობის პერიოდის განმავლობაში.


24. ბარტამ და ქართამ არშაკუნიანები. ძენი ადერკ იბერიის მეფისა. მეფობდნენ 55-72 წლებში.

25. ფარსმან და კაოს არშაკუნიანები. ძენი ბარტამისა და ქართამისა. მეფობდნენ 72-87 წლებში. ფარსმან I არმაზის მეფე იყო, ხოლო კაოსი კი მცხეთის.

26. აზორკ და არმაზელ არშაკუანიანები. ძენი ფარსმანისა და კაოსისა. მეფოდნენ 87-103 წლებში. აზორკი არმაზის, ხოლო არმაზელი - მცხეთის მეფე იყო.

27. ამაზასპ და დეროკ არშაკუნიანები. ძენი აზორკისა და არმაზელისა. მეფობდნენ 103 - 113 წლებში. ამაზასპ I მცხეთის, ხოლო დეროკი - არმაზის მეფე იყო.

28. ფარსმან II ქველი და მირდატ არშაკუანიანები. ძენი ამაზასპისა და დეროკისა. მეფობდნენ 113 - 129 წლებში. ფარსმანი არმაზის, ხოლო მირდატი მცხეთის მეფე იყო.


ფარსმან II ქველი - იბერიის მეფე


ორმეფობის დასასრული.

არმაზში გაუქმდა მეფობა და ამის შემდგომ მხოლოდ მცხეთაში იჯდა მეფე.


29. ღადამ (ადამ) არშაკუანიანი - ძე ფარსმან II ქველისა. იბერიის მეფე 129 - 132 წლებში.

30. ფარსმან III არშაკუანიანი - ძე ადამისა. იბერიის მეფე 132 - 182 წლებში.

31. ამაზასპ II არშაკუანიანი - ძე ფარსმანისა. იბერიის მეფე 182 - 186 წლებში.

32. რევ I მართალი არშაკუანიანი - იბერიის მეფე 186 - 213 წლებში.

33. ვაჩე არშაკუანიანი - ძე რევისა. იბერიის მეფე 213 - 231 წლებში.

34. ბაკურ I არშაკუანიანი - ძე ვაჩესი. იბერიის მეფე 231 - 246 წლებში.

35. მირდატ II არშაკუანიანი - ძე ბაკურისა. იბერიის მეფე 246 - 262 წლებში.

36. ასფარუგ არშაკუნიანი - ძე მირდატისა. იბერიის მეფე 262 - 265 წლებში.


ფარსმან III - იბერიის მეფე




ხოსროიანთა დინასტია


37. მირიან III ხოსროიანი - ძე სპარსთა მეფე ლევისა. იბერიის მეფე 265 - 342 წლებში.

38. ბაკურ II ხოსროიანი - ძე მირიანისა. იბერიის მეფე 342 - 356 წლებში.

39. მირდატ III ხოსროიანი - ძე ბაკურისა. იბერიის მეფე 364 - 379 წლებში.

40. ვარაზ-ბაქარ ხოსროიანი - ძე მირდატისა. იბერიის მეფე 379 - 393 წლებში.

41. თრდატი - ვარაზ-ბაქარის სიმამრი. იბერიის მეფე 393 - 405 წლებში.

42. ფარსმან IV ხოსროიანი - ძე ვარაზ-ბაქარისა. იბერიის მეფე 405 - 408 წლებში.

43. მირდატ IV ხოსროიანი - ძე ფარსმანისა. იბერიის მეფე 408 - 410 წლებში.

44. არჩილ I ხოსროიანი - ძე მირდატისა. იბერიის მეფე 410 - 434 წლებში.

45. მირდატ V ხოსროიანი - ძე არჩილისა. იბერიის მეფე 434 - 446 წლებში.

46. ვახტანგ I გორგასალი - სრული სახელით ვარან ხუასრო თანგ გორგასარ ხოსროიანი. ძე მირდატისა. იბერიის მეფე 446 - 499 წლებში.

47. დაჩი ხოსროიანი - ძე ვახტანგისა. იბერიის მეფე 499 - 514 წლებში.

48. ბაკურ II ხოსროიანი - ძე დაჩისა. იბერიის მეფე 514 - 528 წლებში.

49. ფარსმან V ხოსროიანი - ძე ბაკურისა. იბერიის მეფე 528 - 542 წლებში.

50. ფარსმან VI ხოსროიანი - ზედწოდებით "ფარსმან სხუაი". ძმისწული ფარსმან მეხუთისა. იბერიის მეფე 542 - 557 წლებში.

51. ბაკურ III ხოსროიანი - ძე ფარსმანისა. იბერიის მეფე 557 - 570 წლებში.


ვახტანგ გორაგასალი - იბერიის მეფე



ქართლის ერისმთავრები - ბაგრატიონები


მე-6 საუკუნიის 70-იანი წლებიდან იბერიის სამეფოს მმართველობა ბაგრატიონებმა აიღეს ხელთ. დასრულდა ხოსროიანთა დინასტია. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის პროვინციიდან იყვნენ. ქართული ისტორიული წერილობითი წყაროების შეჯერებით, გამოთქმულია საკმაოდ კარგად დასაბუთებული მოსაზრება, რომ ბაგრატიონთა საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა ფეოდალურმა საგვარეულომ, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს.


52. გუარამ I კურაპალატი - ქართლის ერისმთავარი 575 - 600 წლებში.

53. სტეფანოზ I ბაგრატიონი - ქართლის ერისმთავარი 600 - 619 წლებში.

54. ადარნასე I ბაგრატიონი - ქართლის ერისმთავარი 619 - 639 წლებში.

55. სტეფანოზ II ბაგრატიონი - ქართლის ერისმთავარი 639 - 663 წლებში.

56. მირი ბაგრატიონი - ქართლის ერისმთავარი 663-668 წლებში.

57. არჩილ II ბაგრატიონი - ქართლის ერისმთავარი 668 - 718 წლებში.

58. იოანე და ჯუანშერ II ბაგრატიონები - ქართლის ერისმთავრები 718 - 786 წლებში.

59. აშოტ I დიდი კურაპალატი - ქართლის ერისმთავარი 786 - 813 წლებში.


აშოტ კურაპალატი - ქართლის ერისმთავარი



ქართლის მეფეები და "გურჯისტანის ვალები"


60. კონსტანტინე II ბაგრატიონი - საქართველოს ფორმალური მეფე 1466 - 1478 წლებში ორმეფობის დროს. მოწინააღმდეგე - ბაგრატ VI (1478-1490 წლებში ქართლ-იმერეთის მეფე).

61. კონსტანტინე II ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1490-1505 წლებში.


კონსტანტინე II ბაგრატიონი - ქართლის მეფე


62. დავით X ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1505 - 1525 წლებში.


დავით X ბაგრატიონი - ქართლის მეფე


63. გიორგი IX ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1525 - 1527 წლებში.

64. ლუარსაბ I ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1527 - 1556 წლებში.

65. სიმონ I ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1556 - 1569 წლებში.


სიმონ I - ქართლის მეფე


66. დავით XI ბაგრატიონი - დაუდ ხანად წოდებული. ქართლის მეფე 1569 - 1578 წლებში.


დავით XI - დაუდ ხანი - ქართლის მეფე


67. სიმონ I ბაგრატიონი (მეორედ) - ქართლის მეფე 1578 - 1600 წლებში.

68. გიორგი X ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1600 - 1606 წლებში.

69. ლუარსაბ II ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1606 - 1615 წლებში.


ლუარსაბ II - ქართლის მეფე


70. ბაგრატ VII ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1615 - 1619 წლებში.

71. სიმონ II ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1619 - 1631 წლებში.

72. თეიმურაზ I ბაგრატიონი - ქართლ-კახეთის მეფე 1625 - 1632 წლებში.


თეიმურაზ I - ქართლ-კახეთის მეფე


73. როსტომ ბაგრატიონი - როსტომ ხანად წოდებული. ქართლის მეფე 1632-1658 წლებში.


როსტომ ხანი


74. ვახტანგ V ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1658-1675 წლებში.

75. გიორგი XI ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1676-1688 წლებში.


გიორგი XI - ქართლის მეფე. ნახატის ავტორი: თორნიკე ტყემალაძე


76. ერეკლე I ბაგრატიონი - ნაზარალი ხანად წოდებული. რუსეთში კი ცნობილი როგორც ნიკოლაი დავიდოვიჩი. ქართლის მეფე 1688-1703 წლებში.


ერეკლე I - ქართლის მეფე


77. გიორგი XI ბაგრატიონი - მეორედ გახდა ქართლის მეფე 1703-1709 წლებში.

78. ვახტანგ VI ბაგრატიონი - ქართლის ჯანიშინი 1703-1714 წლებში.


ვახტანგ VI - ქართლის მეფე


79. ქაიხოსრო ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1709-1711 წლებში.


ქაიხოსრო ბაგრატიონი - ქართლის მეფე


80. იესე ბაგრატიონი - ალი ყული ხანად წოდებული. ოსმალთა სამსახურში ყოფნისას კი მუსტაფად წოდებული. ქართლის მეფე 1714-1716 წლებში.

81. ვახტანგ VI ბაგრატიონი - მეორედ მოდის ხელისუფლებაში როგორც ქართლის მეფე 1716-1724 წლებში.

82. ბაქარი - ქართლის ჯანიშინი 1716 წელს ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს.

83. ბაქარი - შაჰ-ნავაზ ხანად წოდებული. ქართლის მეფე 1717-1719 წლებში ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნისას.

84. იესე ბაგრატიონი - ხელახლა მოდის ხელისუფლებაში ოსმალთა სამსახურში და ხდება ქართლის გამგებელი ანუ ქართლის ვალი 1724-1727 წლებში.

85. ისჰაკ-ფაშა - ქართლის ვალი ოსმალობის პერიოდში 1727 - 1735 წლებში.

86. სეფი-ხანი - ქართლ-კახეთის განმგებელი ყიზილბაშობის პერიოდში 1735-1744 წლებში.

87. თეიმურაზ II ბაგრატიონი - ქართლის მეფე 1744-1762 წლებში.


თეიმურაზ II - ქართლის მეფე


88. ერეკლე II ბაგრატიონი - ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში.


ერეკლე II - ქართლ-კახეთის მეფე


89. გიორგი XII ბაგრატიონი - ქართლ-კახეთის მეფე 1789-1800 წლებში.


გიორგი XII - ქართლ-კახეთის მეფე








მსგავსი სტატიები:


1. პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში

2. შულავერის კულტურა

3. ლეილა-თეფეს კულტურა

4. მტკვარ-არაქსის კულტურა

5. მაიკოპის კულტურა

6. კაიაკენტის კულტურა

7. თრიალეთის კულტურა

8. ხარაჩოის კულტურა

9. განჯა-ყარაბაღის კულტურა

10. ყობანის კულტურა

11. ევროპული პროტოცივილიზაციები

12. პრეისტორიული კავკასია - გობუსტანის ეროვნული პარკი

13. ჩაკრულო კოსმოსში

14. ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები

15. ფრანგი ეპისკოპოსი ქართველების შესახებ

16. იოსებ სტალინის გამონათქვამები

17. კოლხეთის სამეფო




კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1790
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1790
  
2019, 28 აპრილი, 2:15
ქართული წარმომავლობის არიან ნებროთიანები და ბაგრატიონები. და სპარსული წარმომავლობის არიან არშაკუნიანები და ხოსროიანები. არშაკუნიანის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ არშაკიდიც. ორივე სწორია.
0 1 1