x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს მკრეხელობაა და ჯოჯოხეთში დაიწვები - ქუჩის მხატვარი,რომელიც კედლებზე ქრისტეს ხატავს

image

რუსი ქუჩის მხატვარი არსენ ბოჩკოვი 2012 წლიდან ქმნის გრაფიტებს იესო ქრისტეს გამოსახულებით.მას შემდეგ მოყოლებული, მოსკოვის და რუსეთის სხვა ქალაქების ქუჩებში 200-ზე მეტი ნახატი შეგიძლიათ იხილოთ.


"ერთხელ ფილმი ვნახე გრაფიტის მხატვრებზე, დამაინტერესა. იმ ფილმში ყველაზე ხშირად იყო გამოყენებული სიტყვა "ვანდალიზმი" და მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ დესტრუქცია მოაწყო ისე ქუჩაში, არ არის მაგრობა."


28 წლის არსენ ბოჩკოვმა სხვებისგან განსხვავებით, სრულიად ორიგინალურ იდეას მიმართა - გადაწყვიტა, ქალაქის ქუჩები იესო ქრისტეთი მოეხატა.



"იესო, ეს არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი, ძალიან საინტერესო წიგნიდან.... ეს არის მთლიანი სამყაროს სიყვარულის ისტორია, მიტევების ისტორია, სიკეთის ისტორია, ისტორია რევოლუციის.. როდესაც ის მოვიდა, მან გააუქმა ძველი, დრომოჭმული კანონები, ის იყო ახალგაზრდა და ამ ახალგაზრდამ მსოფლიოს აჩუქა სიყვარული...ეს არის პერსონაჟი, რომელსაც დღეს ყველა სხვაგვარად უყურებს..მე არ ვარ ეკლესიის ოპოზიცია, მე ვხატავ ხალხისთვის, რომლებიც არ დადიან ეკლესიაში და არც ივლიან, ისინი დადიან ქუჩებში და ხედავენ იესოს და იაზრებენ, რომ ეს არის იესო და ის არ არის ეკლესიაში, არამედ ქუჩაშია... ეს არ არის იმისთვის, რომ ხალხი ეკლესიაში წავიდეს..ის არის თავის ადგილზე"- აღნიშნავს BBC-თან ინტერვიუში არსენ ბოჩკოვი.

image

ქუჩის მხატვრის მიმართ ხშირია შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში, მეტიც, მას საკუთარი დედაც კი აუჯანყდა, მიაჩნდა, რომ მკრეხელობას სჩადიოდა და სახლიდან კი დაუპირა გაგდება.

image

"რამდენიმე ღვთის მსახურიც გავიცანი. როგორც კი გებულებოდნენ, რას ვაკეთებდი, მაშინვე შეიცხადებდნენ ხოლმე, მეუბნებოდნენ:"ჯოჯოხეთში დაიწვები" "ეს არის ღვთის გმობა და წაბილწვა", არა და თვით იესო სწორედ იმ სტატიით დასაჯეს სიკვდილით, რასაც ეწოდება "მკრეხელობა", სხვა არაფრის გამო, იმიტომ, რომ მან საკუთარ თავს ძე ღვთისა უწოდა"-დასძინა არსენ ბოჩკოვმა.

image

0
82
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0