x
image
თორ ნიკე
პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში

უძველესი ისტორია ადამიანის წარმოშობიდან სახელმწიფოებრიობამდე


პალეოლითის ანუ ძველი ქვის ხანა არის პერიოდი, როდესაც ადამიანის მსგავს პრიმატში მოხდა ძირეული გარდატეხა და საოცარი მუტაცია - 48 ქრომოსომის მაგივრად მოხდა ქრომოსომათა შერწყმა და ჩამოყალიბდა 46-ქრომოსომიანი არსება - ადამიანი. ადამიანიც პრიმატია, მაგრამ მის გარდა ყველა პრიმატს აქვს 48 ქრომოსომა. ადამიანების ტვინის ზომამ ზრდა დაიწყო და მათ დაიწყეს ქვის იარაღების დამზადება და გამოყენება. დაიწყო ქვის ხანა და ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მანამ, სანამ ადამიანებმა მიწათმოქმედება და არ დაიწყეს.


ქვედა პალეოლითი დაიწყო ძვ.წ. 3.3 მილიონი წლის წინ და დასრულდა ძვ.წ. 300 ათასი წლის წინ. ის მოიცავს შემდეგ პირველყოფილ კულტურებს:


1) ოლდოვანური კულტურა (Oldowan) - ძვ.წ. 2.6 - 1.7 მილიონი წწ.

2) მადრასიული კულტურა (Madrasian) - ძვ.წ. 1.5 მილიონი წწ.

3) სოანიური კულტურა (Soanian) - ძვ.წ. 500, 000 - 130, 000 წწ.


4) აშელის კულტურა (Acheulean) - ძვ.წ. 1.76 მილიონი - 100, 000 წწ.

5) კლაკტონიური კულტურა (Clactonian) - ძვ.წ. 300, 000 - 200, 000 წწ.

6) აშელო-იაბრუდიული კომპლექსი (Acheulo-Yabrudian) - ძვ.წ. 400, 000 - 200, 000 წწ.




შუა პალეოლითი დაიწყო ძვ.წ. 300, 000 წლის წინ და დასრულდა ძვ.წ. 45, 000 წლის წინ. შუა პელეოლითი მოიცავს შემდეგ კულტურებს:


1) მუსტიეს კულტურა (Mousterian) - ძვ.წ. 160, 000 - 30, 000 წწ.

2) ატერიული კულტურა (Aterian) - ძვ.წ. 145, 000 - 20, 000 წწ.

3) მიკოქვიური კულტურა (Micoquien) - ძვ.წ. 130, 000 - 70, 000 წწ.

4) სანგონიური კულტურა (Sangoan) - ძვ.წ. 130, 000 - 10, 000 წწ.




პალეოლითის ხანის მსოფლიო რუკა - (იხილეთ ეს ფოტო შედარებით მაღალი რეზოლუციით)


პალეოლითის ხანის პირველყოფილი კულტურები მსოფლიოში



ზედა პალეოლითის ხანა დაიწყო ძვ.წ. 50, 000 წელს და დასრულდა ძვ.წ. 8, 000 წელს. ზედა პალეოლითი მოიცავს შემდეგ კულტურებს:


1. ემირანის კულტურა (Emiran) - ძვ.წ. 50, 000 - 40, 000 წლები.

2. ბოჰუნიკიანის კულტურა (Bohunician) - ძვ.წ. 46, 000 წ.

3. აჰმარიანის კულტურა (Ahmarian) - ძვ.წ. 44, 000 - 40, 000 წწ.

4. ჩეთელპერონიული კულტურა (Chatelperronian) - ძვ.წ. 42, 500 - 34, 000 წწ.

5. ლინკომბიურ-რანისიულ-იერცმანოვიკული კულტურა (Lincombian-Ranisian-Jerzmanovician) - ძვ.წ. 41, 000 - 30, 000 წწ.

6. აურიგნაციული კულტურა (Aurignacian) - ძვ.წ. 44, 000 - 24, 000 წწ.

7. ხორმუსანული კულტურა (Khormusan) - ძვ.წ. 40, 000 - 16, 000 წწ.

8. ბარადოსტიული კულტურა (Baradostian) - ძვ.წ. 34, 000 - 16, 000 წწ.

9. პერიგორდიული კულტურა (Perigordian) - ძვ.წ. 33, 000 - 18, 000 წწ.

10. გრავეტიული კულტურა (Gravettian) - ძვ.წ. 31, 000 - 22, 000 წწ.

11. ანტელიური კულტურა (Antelian) - ძვ.წ. 30, 000 - 18, 000 წწ.

12. მალტა-ბარეტის კულტურა (Malta-Burret) - ძვ.წ. 22, 000 - 13, 000 წწ.

13. სოლუტრეული კულტურა (Solutrean) - ძვ.წ. 20, 000 - 15, 000 წწ.

14. ჰალფანის კულტურა (Halfan) - ძვ.წ. 20, 000 - 12, 000 წწ.

15. აფონტოვას გორა (Afontova) - ძვ.წ. 20, 000 - 12, 000 წწ.

16. ეპიგრავეტიული კულტურა (Epigravettian) - ძვ.წ. 18, 000 - 8000 წწ.

17. ზარზული კულტურა (Zarzian) - ძვ.წ. 18, 000 - 8000 წწ.

18. იბერო-მავრიტანული კულტურა (IberoMaurusian) - ძვ.წ. 23, 000 - 9000 წწ.

19. ქებარანის კულტურა (Kebaran) - ძვ.წ. ძვ.წ. 16, 000 - 10, 500 წწ.

20. მაგდალინური კულტურა (Magdalenian) - ძვ.წ. 15, 000 - 10, 000 წწ.

21. თრიალეთური კულტურა (Trialetian) - (არ აგერიოთ თრიალეთის კულტურაში, რომელიც მაღალგანვითარებული კულტურა იყო მოგვიანებით) - სამხრეთ კავკასიის პალეოლითური კულტურა, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 14, 000 - 6300 წწ.

22. ჰამბურგის კულტურა (Hamburg) - ძვ.წ. 13, 500 - 11, 100 წწ.

23. ებურანის ინდუსტრია (Eburran) - ძვ.წ. 13, 000 - 3000 წწ.

24. ქადანის კულტურა (Qadan) - ძვ.წ. 13, 000 - 9000 წწ.

25. სებილიური კულტურა (Sebilian) - ძვ.წ. 13, 000 - 9000 წწ.

26. ნატუფიური კულტურა (Natufian) - ძვ.წ. 12, 500 - 9, 500 წწ.

27. ფედერმესერის კულტურა (Federmesser) - ძვ.წ. 12, 000 - 11, 000 წწ.

28. არენსბურგის კულტურა (Ahrensburg) - ძვ.წ. 11, 000 - 10, 000 წწ.

29. ხიამიანის კულტურა (Khiamian) - ძვ.წ. 10, 200 - 10, 800 წწ.

30. სვიდერიული კულტურა (Swiderian) - ძვ.წ. 9000 - 6000 წწ.



პალეოლითის ხანის შემდეგ კი მსოფლიოში დაიწყო ნეოლითის ხანა ანუ ახალი ქვის ხანა. ეს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს მოხდა და დაკავშირებულია მიწათმოქმედების ანვითარებასთან. მაგალითად კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი ნეოლითური კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.). შულავერის კულტურამდე კი აქ, მთელ სამხრეთ კავკასიაში იყო პალეოლითური ანუ ძველი ქვის ხანის კულტურა - თრიალეთური კულტურა, რომელიც ზევით სიაშიცაა ნახსენები, ის დაიწყო ძვ.წ. 14, 000 წელს და დასრულდა მაშინ, როდესაც შულავერის კულტურა დაიწყო და სამხრეთ კავკასიის კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა მიწათმოქმედება აითვისეს ძვ.წ. 6300 წელს. შულავერის კულტურა შეცვალა ლეილა-თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა-თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200 წწ.). შემდგომ ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (ძვ.წ. 3700 - 3000 წწ.), რომელიც სწორედ ლეილა-თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდგომ ფორმირდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.) და შემდეგ ჩამოყალიბდა განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.) ამ კულტურებიდან არცერთი არ ვრცელდებოდა საქართველოს შავიზღვისპირა ზოლზე, როგორც ჩანს იქ უხსოვარი დროიდან რაღაც სხვა დიდი კულტურა ჰყვაოდა, რომელსაც ჩვენ კოლხური კულტურის სახელით ვიცნობთ და რომლის საკითხებიც სიღრმისეულადაა შესასწავლი ხოლო მისი გავრცელების არეალი დასადგენია. შესაძლოა იგი ევროპამდე და ევროპის ტერიტორიაზეც კი ვრცელდებოდა. რაც შეეხება დღევანდელ ვაინახების ტერიტორიას - ჩეჩნეთ-ინგუშეთს, პირველი დასახლებები აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. 8000 წელს ჩნდება. პირველი კულტურა ამ ტერიტორიაზე იყო სწორედ პროტო-ქართული მტკვარ-არაქსის კულტურა, შემდგომ იგი შეცვალა კაიაკენტის კულტურამ (ძვ.წ. 3000 - 1800 წწ.) შემდეგ ხარაჩოის კულტურამ და ბოლოს ყობანის კულტურამ (ძვ.წ. 1100 - 400 წწ.)...







კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
2199
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0