სხვა უჩვეულო მეგობრობა 2012, 20 ივლისი, 22:47 მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამი წლის ორანგუტანი დეპრესიაში ჩავარდა. საჭმელს პირს აღარ აკარებდა, ანტიდეპრესანტებიც არ შველოდა. ვეტერინარებმა მის გადარჩენაზე ხელი ჩაიქნიეს... ერთ დღეს ზოოპარკის თანამშრომლებმა მეზობელ სკვერში ავადმყოფი ძაღლი იპოვეს და ზოოპარკის ვეტერინარიულ ცენტრში მიიყვანეს.სწორედ ამ დროს იქ ორანგუტანი იმყოფებოდა.ასე შეხვდა ერთმანეთს ორი მარტოსული... მეგობრები სულ ერთად დადიან სასეირნოდ, ერთად ჭყუმპალაობენ აუზში.მართალია, ორანგუტანს წყლისა ცოტა არ იყოს ეშინია, მაგრამ ცუგა ამხნევებს და ცურვაშიც ეხმარება. 56 4-ს მოსწონს
|