ორსულობა და ბავშვი 23 მილიონი მოკლული გოგონა სელექციური აბორტის შედეგად,ლიდერთა სიაშია საქართველოც 2019, 20 აპრილი, 14:41 23 მილიონი გოგონა არ დაიბადა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა მშობლებმა წინასწარ დაადგინეს ბავშვის სქესი და გადაწყვიტეს შეეწყვიტათ ფეხმძიმობა აბორტის საშუალებით. 23 მილიონი ადამიანი, ეს არის თითქმის მთელი ავსტრალიის მოსახლეობა და ორჯერ მეტი, ვიდრე ცხოვრობს ბელგიაში ან კუბაში და ოთხჯერ მეტი, ვიდრე დანიაში და ფინეთში. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში. მეცნიერებმა გაანალიზეს ბოლო ათწლეულების შობადობის სტატისტიკა და აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ქვეყანაში მკვეთრად არის გაზრდილი ახალშობილი ბიჭების რიცხვი და შემცირდა გოგონების შობადობა, განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა 12 ქვეყანაში, მათ შორის არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.დანარჩენი 8 ქვეყანაა: ალბანეთი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, კორეა, მონტენეგრო, ტაივანი, ტუნისი და ვიეტნამი. მთლიანად საშუალოდ მსოფლიო მასშატაბით ყოველ 105 ახალდაბადებულ ბიჭზე მოდის 100 გოგონა, წლიდან წლამდე მცირე ცდომილებით -103/100 ზე ან 107/100-ზე. ბოლო 40 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ბავშვის სქესის წინასწარ დადგენა, რამაც წარმოშვა სელექციური აბორტები, მრავალი ქვეყნის კულტურაში ახლაც დამკვიდრებულია ტრადიცია-უპირატესობა მიენიჭოს ბიჭის დაბადებას, სწორედ ამიტომ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო კანონპროექტი, რის მიხედვითაც ექიმს ეკრძალება ორსულ ქალს წინასწარ შეატყობინოს ბავშვის სქესი. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 1970 წლიდან 2017 წლამდე 200-მდე ქვეყნის სტატისტიკა, მაგალითად ჩინეთში 2005 წელს 100 ახალდაბადებულ გოგონაზე მოდიოდა 118 ბიჭუნა, ხოლო ინდოეთში 111. ანომალიურად ბიჭების დაბადების მკვეთრი მატება შემდეგ ქვეყნებშია დაფიქსირებული:აზერბაიჯანში, ალბანეთში, ვიეტნამში, საქართველოში, სომხეთში, ტაივანში, ტუნისში, ჩერნოგორიაში და სამხრეთ კორეაში. პირველი ვინც ამ ტენდეციას სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა ინდოეთი და სამხრეთ კორეა იყო, ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა სელექციური შერჩევა ტაივანში, ტუნისში და ჩერნოგორიაში. რაც შეეხება საქართველოს, აქ პრობლემა უკვე თითქმის მოგვარებულია, ბიჭუნების და გოგონების შობადობა თითქმის გათანაბრდა, თუმცა პრობლემატური რჩება სომხეთი და აზერბაიჯანი, 2017 წლისთვის ამ ორ ქვეყანაში 100 გოგონაზე შესაბამისად 112 და 113 ბიჭი მოდიოდა. იხილეთ სხვა სიახლეები49 5-ს მოსწონს
|