x
image
ეკა ლაცკა
შეაფერხებს თუ არა ჭარბი წონა მგზავრობის უსაფრთხობას და რატომ დაიწყეს ავიაკომპანიებმა მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად მოლაპარაკებები
შესაძლოა, ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მგზავრების აწონვა დაიწყონ.

გამოცემა Lonely Planet-ის მიერ გამოქვეყნდა, იმ ინიციატივის მიზანი, რის გამოც შესაძლებელია ავიაკომპანიებმა ჩასხდომამდე მხოლოდ ბარგი კი არა მგზავრებიც აწონონ. გამოცემა მოტივად ავიაგადამზიდავის ხარჯების შემცირებისთვის ხელშეწყობას ასახელებს.

ინიციატივა კი ბრიტანული სტარტაპ კომპანიის Fuel Matrix-იდან მოდის, რომელმაც დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან, მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა სტარტაპ კომპანია Fuel Matrix-ის დირექტორმა როი ფუსკონემაც, რომელიც თვლის, რომ რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო. შესაბამისად, ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი წინასწარვე გათვალონ.


"ეს ეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას "- განმარტავს როი ფუსკონე

როგორც ჩანს, ჭარბი წონა არა მარტო პირადი პრობლემა, მგზავრების "უსაფრთხო ფრენის" პოლიტიკის ნაწილიც ხდება.

image
0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0