კულტურა "რა წყაროა იგი უცნაური წყარო, საიდანაც ასეთ მცირე ერს ამდენი სულიერი შეუპოვრობა და დაულევნელნი შემოქმედებითი სიმხნევე მიუღია?"-ნიკო მარი ქართველებისა და ქართული ენის შესახებ 2019, 23 აპრილი, 20:53 ნიკო მარი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიის შემსწავლელი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილს ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა, რომ საქართველოში რუსულენოვანი უნივერსიტეტი დაეარსებინათ, რადგან ქართულს არ თვლიდა მეცნიერებისა და ხელოვნების ენად.(სტატია) ჟურნალ "მნათობში" საქართველოსა და ქართულ ენას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ახასიათებს: "რა წყაროა იგი უცნაური წყარო, საიდანაც ასეთ მცირე ერს ამდენი სულიერი შეუპოვრობა და დაულევნელნი შემოქმედებითი სიმხნევე მიუღია? საიდან მოჩქეფს ეს მისი თავისებურობა? განა ბერძნებისაგან ან სპარსებისაგან ან ასურებისაგან ან არაბებისაგან? მათზე უფრო გვიან კავკასიაში შემოსულ ერებზე ხომ საკითხის დასმაც არ გვჭირია, ცხადია, რომ არა. ქართველი ერის კულტურული თვითმოღვაწეობაც და მისი თავისებურობაც შინაგან ძალთა ნამოქმედარია, მაგრამ რა არისამ ძალის წყარო? ეს ძალი გახლავს ქართველის ერის არა თუ ისტორიულ კულტურისი ხანგრძლივობა, თუმცა ამასაც რასაკვირველია არა მცირე მნიშვნელობა აქვს, ეგ ძალი გახლავს ქართველის ერის ანგარიშმიუწდომელი, წელთა რიცხვ გამოუთქმელი, ძველის უძველესი ეთნიური, ნათესაური წარმოშობა და იმ წარმოშობის ეპოქიდან, რომელიც მას საერთო აქვს მთელ კაცობრიობის აღორძინებასთან, შეუწყვეტლათ ნათესაური მომდინარეობა, პირვანდელ კაცის ქალწული ალღოს ამღები შემოქმედებითი ნიჭის დაცვით. ამას მოწმობს ქართული ენა. ენა ადამიანის საზოგადოებრივ მოქმედების და მისგან ჩასახულ შინაგანი ცხოვრების გამოცხადება არის. ენა ცარიელი ბგერა არ გახლავს, არც სიტყვა მხოლოდ მისი მნიშვნელობა. ენა სიტყვა და საქმე, თავდაპირველად განუყოფელი სიტყვა და საგანია ერთად შედნობილი. ასე რომ სიტყვათავდაპირველში საგნის გამომხატველია, მისი ცოცხალი სურათია;ქართველი ერის ენა მუსაიფში ან ლექსიკონში არ განიხილება..." ასევე დაგაინტერესებთ: 1) საქართველოს ისტორიის დაგეგმვა მეცნიერულად და ცრუმეცნიერულად 2) "საქართველოში საქმე ისე უნდა წარმართოთ, რომ იქ მცხოვრებთა სული აქაური, რუსული იყოს, ხოლო სხეული ქართული". -საინტერესო ამონარიდები სხვადასხვა დოკუმენტებიდან 3) "შენი ჰაერის სუნთქვა ახალი სიცოცხლის მომცემია. შენი მიწის ყურება კი თვალის შუქის მომცემია..."-ფერეიდნელი ქართველის საიდ მულიანის ჩანაწერი საქართველოზე 4) "...და როს ყოველდღე, წუხელაც კი მეზმანა, თითქოს, ჩვენს ნატერფალებს ტაო როგორ ხარბად ჰკოცნიდა..."-ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, ისტორიული საქართველოს მონახულება!.. 5) "ილია ჭავჭავაძეს სიცოცხლე მოუსწრაფეს იმათ, ვინც საქართველოსაც მოკლავდენენ რომ შესძლებოდათ" 6) რატომ მოკლეს დიმიტრი ყიფიანი? 7) "ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელ ქვეყანაზედაც" 8) "ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!"-როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი 9) რამ გადაგვარჩინა ქართველი ერი? 10) ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა ქართველთა მონათესავე ეთნოსი? 595 3-ს მოსწონს
|