კულტურა რას ნიშნავს "ჭუნგუო"?-საინტერესო ცნობები ჩინეთის სახელმწიფოზე 2018, 11 აპრილი, 21:27 მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. დედაქალაქი-პეკინი. თავის ქვეყანას ჩინელები უწოდებენ "ჭუნგუოს", რაც "შუა სახელმწიფოს" ნიშნავს. ![]() ჩინეთი არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაქანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძვ. ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ![]() მისი სახელმწიფოებრიობა და კულტურა 40 საუკუნეს ითვლის. მათ გამოიგონეს ქაღალდი, დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული, კომპასი, ფეიერვერკი და სხვა... ![]() პირველი დინასტიის სიას შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება, მათი არსებობა დაახლოებით ძვ.წ. 2200-1500 წლით თარიღდება. დენქსიას ფერადი გორები ჩინეთში მდებარეობს განსუს პროვინციაში. მინერალების განსხვავებული შემცველობის და შემდგომი ეროზიების წყალობით ულამაზესი პეიზაჟი იქმნება, რომლის სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის განსუში. ![]() ჩინური ახალი წელი, აგრეთვე ცნობილი, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მოიცავს დღესასწაულთა მთელ სერიას, მათ შორის შედის ფარნების ფესტივალიც. ![]() დრაკონის ცეკვა ტრადიციული ჩინური ცეკვაა, ერთი დრაკონის ცეკვაში საჭიროა 50-მდე ადამიანი. ჩინელები ხშირად ცეკვავენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს, აგრეთვე მოწყობილ აღლუმებსა და ახალ წელს. ![]() ჩინეთის მუსიკალური კულტურა უძველესია. ძვ.წ. XI-VI საუკუნების ტექსტებში სიტყვა "იუერ" (მუსიკა) ფართო გაგებით იხმარება, იგი აღნიშნავს პოეზიას ცეკვას, სახვით ხელოვნებას. ხალხური სასიმღერო შემოქმედების შესანიშნავი ძეგლია "სიმღერათა წიგნი", სადაც წარმოდგენილია 3000 ხალხური ნაწარმოები. ![]() ჩინური ფერწერა მკვეთრად განსხვავდება დასავლურისაგან. იგი გამოირჩევა თავისი სიმშვიდით და ჰარმონიულობით. ჩინელები ნამუშევრებში ემოციებს განსხვავებულად გამოხატავენ. ![]() 221 7-ს მოსწონს
|