x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
საქართველოს ისტორიის დაგეგმვა მეცნიერულად და ცრუმეცნიერულად!

image


ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური თუ კულტურულ-პოლიტიკური წარსული მრავალი საუკუნის განმავლობაში აღიწერებოდა, როგორც ქართველი მემატიანეების, ისე მეზობელი თუ მომხდური ხალხის მიერ; ხშირად, მოვლენათა აღქმა და კვალიფიკაცია სუბიექტურად ხდებოდა... მეცნიერთა მიზანია განსხვავებულ თვალსაზრისთა შეჯერება, სინამდვილესთან მიახლოებული ისტორიის დადგენა და საზოგადოებისათვის მიწოდება.

imageძალიან რთულია დაპყრობილი საზოგადოების რეალური ისტორიის წარმოჩენა. დამპყრობელი თავისათვის სასარგებლო ვარიანტს ქმნის, ხოლო მოცემულ ერს არა აქვს საშუალება სრულყოფილად განახორციელოს საკუთარი ისტორიის კვლევა და გააგებინოს ცივილიზებულ სამყაროს.

ამის ნათელი მაგალითია საქართველოს, ქართველი ერის შესახებ ხელოვნურად შექმნილი ისტორიოგრაფიული ხასიათის ნაშრომები, რომელიც ბოლო 200 საუკუნის განმავლობაში შეიქმნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში.


შესაბამისად, ქართველოლოგია ორგვარად იგეგმებოდა:

-მეცნიერულად-ქართველი ერის ღირსეული შვილებისა და კეთილსინდისიერი უცხოელი ავტორების ხედვის შესაბამისად;

-კვაზიმეცნიერულად (ცრუმეცნიერულად)-რუსეთის იმპერიის შესაბამისად; მათი მიზანი საქართველოს ტერიტორიის შენარჩუნება ქართველი ერის ეთნიკური და ენობრივი დანაწევრების გზით ("გათიშე და იბატონე").

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ორი ქართველი მეცნიერის-რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ნიკო მარისა და ღირსეული ქართველი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის დაპირისპირება 1918-1924 წლებში.


იხილეთ სრულად:

ქართულენოვან განათლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი თუ რუსულენოვანი უნივერსიტეტი? - ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო დაპირისპირება

საბჭოთა პერიოდის მეცნიერება ნიკო მარის გზით წავიდა: რუსეთის იმპერია კვაზიმეცნიერული "დასკვნების" საფუძველზე მრავალი ათეული წელი საინფორმაციო ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, რის შედაგადაც მთელ მსოფლიოშია ცნობილი:

ანტიქართული ეთნოლინგვისტური და ისტორიოგრაფიული რუკები, რომლებშიც საქართველო "ენობრივი საზღვრების" მიხედვითაა ცნობილი; (ამ გზით მკვიდრდება ქართველთა განსახლების მცდარი საზღვრები და მზადდება საქართველოს დანაწევრების მორიგი გეგმა)

იდეოლოგიზებული დებულებები ქართველი ერისა და საქართველოს ისტორიის შესახებ; მაგალითად, მე-19 საუკუნეის ბოლოს პეტერბურგში შექმნილი და საბჭოთა პერიოდში გააქტიურებული ე.წ. "ქართიზაციის' თეორია-თითქოსდა, ქართებმა (ქართლელებმა) გააქართველეს: კახელები, მესხები, სვანები, იმერლები...

არაადეკვატური საენციკლოპედიო ინფორმაციები ქართველთა ენობრივ-ეროვნული იდენტობისა და კულტურის შესახებ.



image


ამ ყოველივეს ემატება ისიც, რომ სხვა მცირერიცხოვანი ერების მსგავსად, ქართველებისთვისაც დიდი გამოწვევაა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება თანამედროვე მსოფლიოში. ამ ფონზე, საქართველოს დეოკუპაციის პროცესში, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სამსახურის მიერ აკადემიურად და დროულად დაიგეგმოს მეცნიერული ქართველოლოგიის განვითარება, ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მათგანი:

ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ერთიანობისა და უდიდესი მემკვიდრეობის-ქართველთა კუთხური მეტყველებების (მეგრული, სვანური, ხევსურული, თუშური, სვანური...) შენარჩუნებისათვის სტრატეგიის შემუშავება;

ობიექტური ეთნოლინგვისტური და ისტორიოგრაფიული რუკების დამუშავება, ორთოგრაფიული და ტერმინოლოგიური ლექსიკონების შედგენა;

ქართველთა ენობრივ-ეთნიკური და სახელმწიფოებრივი იდენტობის შესახებ მთელ მსოფლიოში გავრცელებული არასწორი ინფორმაციების დაბალანსება და თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების შედეგების მიწოდება საერთაშორისო სამეცნიერო თუ საენციკლოპედიო წრეებში;

მანქანური თარგმანების კომპიუტერული პროგრამებისა და ქართული ეროვნული ტექსტების ნაციონალური კორპუსის შექმნა; ქართული ენის ქცევა თანამედროვე გლობალური ქსელის ენად...


image

სტატია დაწერილია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის "ქართველოლოგიის შესავლის" მიხედვით

1
812
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
812
  
2021, 5 მაისი, 18:11
ქართველთა კუთხური მეტყველებების (მეგრული, სვანური, ხევსურული, თუშური, სვანური...) შენარჩუნებისათვის სტრატეგიის შემუშავება;

ესაა სრული აბსურდი. ლაზურ-მეგრული და სვანური ენები გაეროს ენების ქარტიამ აღიარა, როგორც სრულფასოვანი ენა.
ესაა ფუტკარაძე-ლიჩელის სურვილი, რომელსაც ასრულება არ უწერია.
ფუტკარაძე არაა ცოცხალი და არ შევეხები, ღმერთმა განსაჯოს მისი სიმართლით.
კოლხეთს ბევრად დიდი ისტორია აქვს ვიდრე ქართლს და დავიჯეროთ კოლხეთის იმპერიაში ქართულად საუბრობდნენ ან ქართულად წერდნენ?
ჩაკეტონ უფრო მეტად ინფორმაცია კოლხებზე და რასაც მოიმკიან ვნახავთ. ხდება გაუცხოება, რომელიც თბილისიდან მომდინარე ზიზღის გამოხმაურებაა.
ლაზურ-მეგრული და სვანური ენებია, ვისაც არ ჯერა მეტი წაიკითხოს, ვისაც კითხვა ეზარება ცივი წყალი დალიოს.
როგორც წესი მე დისლაიქს არ ვდებ და არც აქ დავდებ, თუმცა იმსახურებს.
0 1 1