x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქართულენოვან განათლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი თუ რუსულენოვანი უნივერსიტეტი? - ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო დაპირისპირება
image

მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში ქართველოლოგიის დაგეგმვის მიმართულებით ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის დაპირისპირება ხუთი მიმართულებით წარიმართა; ხუთივე დღესაც აქტუალურია:

1-ქართველური ენობრივი სამყაროს ორგვარი სეგმენტაცია:

ნიკო მარი-"ქართველმცოდნენი, ქართულ ნაციონალურ შეხედულებაზე დამყნობილნი, უგულებელს ჰყოფდნენ მთელ რიგს ქართულის, თუმცა მონათესავე, მაგრამ დამოუკიდებელ ენებს, როგორც, მაგალითად, სვანურს, მეგრულს, ჭანურს და მათ ქართულის "დამახინჯებულ" თქმად ანუ დიალექტად სთვლიდნენ".


ივანე ჯავახიშვილის პასუხი კი ასეთი გახლდა:

"1908 წელს ნიკო მარი ამბობდა, რომ იაფეტურ ენათა შტოს საუკეთესო და დამახასიათებელ წარმომადგენლად "ქართულსა და მასთან ძმურად დაკავშირებულ ცოცხალ კილოკავებს გარდა, ესე იგი ეგრეთ წოდებულ ქართებისა და იბერთა ჯგუფის გარდა, მკვდარი ენებიც შედიანო". მაშასადამე, იმ დროს, როდესაც თავისი თეორიის ძირითადი დებულებანი პირველად გამოაქვეყნა, ნიკო მარისთვის მეგრული, ჭანური და სვანური ქართული ენის "ძმურად დაკავშირებული ცოცხალი კილოკავები", დიალექტები იყო მხოლოდ. ...ავტორს დავიწყებია, რომ 1905 და 1908 წლებში მეგრული, ჭანური და სვანური მასაც ქართულის ცოცხალ კილოკავებად მიაჩნდა...1905 წელს კი წერდა: ქართველებს, მეგრელ-ჭანებს და სვანებს ენობრივად და ტომობრივად იმგვარივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც რუსებს, პოლონელებსა და ჩეხებს..."

image

2-ქართულენოვან განათლებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი თუ რუსულენოვანი უნივერსიტეტი:

ივანე ჯავახიშვილი ითხოვდა ქართული უნივერსიტეტის დაარსებას, რომელიც ქართულენოვან განათლებას მისცემდა ქართველ ახალგაზრდობას, ნიკო მარი კი ქართულ ენას არ მიიჩნევდა განათლებისა და მეცნიერების ენად, ხოლო ქართული უნივერსიტეტის დაარსებას რუსეთისათვის საბედისწერო მოვლენად თვლიდა.

image3-ივანე ჯავახიშვილი იბრძოდა, რომ ქართული ხელნაწერები დაბრუნებოდა საქართველოს; ნიკო მარი კი აპროტესტებდა რუსეთის მიერ საქართველოსთვის ქართული ხელნაწერების გადმოცემას.

image4-ივანე ჯავახიშვილს სურდა, საქართველოში მეცნიერული კვლევა-ძიების ორგანიზება განხორციელებულიყო ქართველების მიერ ევროპელებისა და ამერიკელების დახმარებით; ნიკო მარი კი მხოლოდ რუსეთის პრეროგატივად თვლიდა კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მეცნიერული კვლევის ორგანიზებას.

image5-ქართული კულტურის ისტორიის გათვალისწინებით, ივანე ჯავახიშვილი ქართველებს კულტურულ საზოგადოებად მიიჩნევდა; ნიკო მარი კი "რატომღაც" თვლიდა, რომ საქართველო მეცნიერული შემოქმედებისათვის უნაყოფო იყო.

image რატომ ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული აზრები ამ ორ დიდ მეცნიერს საქართველოსა და მისი განვითარების შესახებ?-ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდია...

image

0
246
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0