x
image
ვიზა კოხაძე
ჯაბა ჯიშკარიანი: - " ზარდიაშვილი იყო თავისთვის კუთხეში, მაგრამ დღეს ეს ადამიანი რაღაც შეტევაზე გადმოდის..."

imageთბილისის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ჯაბა ჯიშკარიანი თანამოაზრე ვატო შაქარიშვილთან ერთად "ქართულ ოცნებას" ტოვებს და გაბრაზებული აბსოლუტურად ყველაფერზე გულახდილად საუბრობს. აი რა თქვა მან პრესკონფერენციაზე: - " „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტში, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილი, ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ის ბრძოლა საერთოდ, რაც ვაწარმოეთ 2012 წლამდე, იყო „ნაცების“ წისქვილზე წყლის დასხმა და ჩვენ ვართ ყველანი „ნაციონალები“, ვინც ამას ვიზიარებთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეურაცხყოფა და მიუღებელია. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის წლები, რომელიც გამოვიარეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში 26 მაისის, 7 ნოემბრის, სანდრო გირგვლიანის თემით მოვიდა და ეს ფონი თითოეულმა ჩვენთაგანმა შევქმენით საზოგადოებასთან ერთად. ახლა ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან. გუნდში ყოველთვის იყო კომპლექსი, ადამიანებს ჰქონდათ კომპლექსი, რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014-ში, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე“.imageრაც შეეხება ჯიშკარიანის ინტერვიუს ტვ."პირველზე", რომელიც ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციაში" მოხდა, ჯაბა ჯიშკარიანმა ბევრი ისაუბრა ვანო ზარდიაშვილის პერსონაზე. მან გაიხსენა, როგორ დააკავეს ის წლების წინ ვანო ზარდიაშვილის გამო, როცა ერთ - ერთ სასამართლო პროცესზე ზარდიაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდ ასპექტში მოიხსენია.ცნობისათვის, თბილისის საკრებულოს წევრებმა და პარტია "ქართული ოცნების" ერთ - ერთმა აქტიურმა წევრებმა ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვეს.ჯაბა ჯიშკარიანის თქმით კი, მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი. "როდესაც პარტიის თავმჯდომარე ასე სვამს საკითხს, რომ ლევან მურუსიძე არის გმირი, ყველა დანარჩენი, ვინც სანდრო გირგვლიანის, ირინა ენუქიძის უფლებებს იცავდა, ვინც 7 ნოემბრის სადარაჯოზე იდგა, 26 მაისის სადარაჯოზე იდგა, ყველა ეს ადამიანი ნაცების წისქვილზე წყლის დამსხმელია, ეს ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0