სხვა დაავადებებს არა ბაქტერიები, არამედ შიში იწვევს 2019, 11 აპრილი, 19:39 ფიქრობთ, რომ სუსტი იმუნუტეტის გამო ხშირად ავად ხდებით. ყველაფერი ასე მარტივად არაა. ერთხელ მედიცინა და ფსიქოლოგია გაერთიანდა და შეიქმნა ფსიქოსომატიკა - მეცნიერება, რომელიც დაავადების გაჩენასა და განვითარებაზე ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას სწავლობს.
აი, რისი თქმა შეუძლია სხეულს.
![]() 1. თავი თავის ტკივილი ხშირად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს აწუხებს, რომელიც საკუთარ ემოციებს აფერხებს. ეს საუბრობს დაბალ თვითშეფასებასა და შიშზე, შინაგანი საყვედური რაღაცის ან ვიღაცის გამო, რატომაც ადამიანი ყველაფერს შიგნით ინახავს. ![]() 2. თვალი გლაუკომა ამბობს, რომ თქვენ წარსულის გამო იტანჯებით და საკუთარი თავის მიღება არ გსურთ. ახლომხედველობა - მომავლის შიში და ცხვირის იქით არაფრის დანახვის სურვილია. შორსმხედველობა აწმყოთი ცხოვრების უუნარობაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანი ხშირად ბევრს ფიქრობს, სანამ იმოქმედებს. მას სიტუაციას მთლიანად წარმოდგენა უჭირს.![]() 3. კისერი ამბობენ, რომ კისერი გონებას და გრძნობას აერთიანებს. კისრის ტკივილი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს მობრუნების ეშინია, რომ ზურგს უკან სიმართლე მოისმინოს. სიტუაციას უგულებელყოფს იმის ნაცვლად, რომ გაერკვიოს. კისრის ტკივილის დროს თანხმობის ან უარყოფის ნიშნის გაკეთება სცადეთ. ეს გიჩვენებთ, თუ რაშია თქვენი პრობლემა: არას თქმა გიჭირთ თუ კის.![]() 4. პირი პირის ღრუს ტკივილი უკმაყოფილებასთან არის დაკავშირებული. ენის კბენა ლაყბობის გამო სასჯელია, ლოყები - შფოთვა, საიდუმლოებების დამალვა. პირი ახალი იდეების მიღებასთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პრობლემა ამ სფეროში პრობლემებზე საუბრობს.![]() 5. კბილები კბილები სტკივათ ორჭოფ ადამიანებს, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. გადაწყვეტილებას ყველა თქვენს ნაცვლად ღებულობს, ცხოვრებისეული სიტუაციების გაანალიზება არ შეგიძლიათ. ამასთან, ზედა გვერდითა კბილები გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ქვედა კი - მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე. მარცხნივ - პირადი, მარჯვნივ - სოციალური. არსებობს მოსაზრება, რომ მარცხენა მხარეს პრობლემები დედასთან პრობლემებზე მეტყველებს, მარჯვენა მხარეს – მამასთან.6. ზურგი ზურგის პრობლემები მორალური მხარდაჭერის არარსებობაზე მიუთითებს. ადამიანი თვლის, რომ ის არავის უყვარს, ან იძულებულია საკუთარი სიყვარული დამალოს. თუ ადამიანი მოძრაობის უნარს კარგავს, ანუ მას მოქმედებით სხვის მიმართ სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია. თუ მარცხნივ გტკივათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლობლების მიმართ სიყვარულის გამოხატვა გიჭირთ, თუ მარჯვნივ - მსოფლიოს მიმართ.![]() 7. წელის ტკივილი წელი მატერიალურ კეთილდღეობასთან, ფულთან, პარტნიორთან, სახლთან, ბავშვებთან, სამსახურთან არის დაკავშირებული. წელის ტკივილი ამბობს, რომ თქვენ რაღაცის მოპოვება გსურთ, რომ თავდაჯერება მოიპოვოთ, მაგრამ ამის აღიარებას ვერც საკუთარ თავთან, ვერც სხვასთან ახერხებთ. შედეგად, ყველაფრის თავად გაკეთება გიწევთ, ანუ ყველაფერი თქვენს ზურგზე გადადის.![]() 8. სახსრები ართრიტი - ფიქრი, რომ თქვენ არავის უყვარხართ. ადამიანი, ვისაც ართრიტი აწუხებს, როგორც წესი, ძალიან წესიერი ადამიანია. მათი მთავარი სიტყვაა „უნდა“ და თითქმის საკუთარ მეს ეწინააღმდეგებიან. ხშირი მოტეხილობა ამბობს, რომ ადამიანი სხვებს მანიპულირების უფლებას აძლევს. მუხლების პრობლემები - სიჯიუტის, სიამაყის, შიშის დამარცხების და დათმობის სურვილის არქონას ნიშნავს.![]() 9. კუჭი ექიმები ირწმუნებიან, რომ გასტრიტი ხშირად ნერვიულობის და ნერვული დაძაბულობის დროს ჩნდება. კუჭის პრობლემები იმის ნიშანია, რომ თქვენ გაურკვეველ მდგომარეობაში ხართ და ზოგჯერ უიმედობის გრძნობაც გიჩნდებათ. კუჭის წყლული არასრულფასოვნების, შიშის და დაუცველობის შეგრძნებაზე მეტყველებს. ის ასევე გაღიზიანების გამო გამოიხატება, რომელსაც გარეთ გამოშვების უფლებას არ აძლევენ.![]() 10. ჭარბი წონა ხშირად სხეულის ჭარბი წონა თავდაცვის ნიშანია. ხშირად ადამიანი სოციუმის წინაშე დაუცველია. ზოგჯერ წონის პრობლემები სასურველის მიღწევის სურვილის ჩაკვლაზე მეტყველებს. ჭარბი წონის მქონე ადამიანს ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში ხშირად შეურაცხყოფას აყენებდნენ და დასცინოდნენ.![]() 11. თმა ნაადრევი ჭაღარა, თმის ცვენა, უსიცოცხლო თმა - სტრესის, დაუცველობის და სასოწარკვეთის ნიშანია. თმა, განსაკუთრებით ქალებში, სასიცოცხლო ენერგიის ნიშანია. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, თუ ადამიანი მუდმივად შიშში და დაძაბულობაში ცხოვრობს. ზოგჯერ თმის პრობლემები სიამაყის და უსაფუძვლო წყენის გამო ჩნდება.![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. ადამიანების 90%-ს 18 წლის ასაკიდან ეს პრობლემა აწუხებს. უთხარი „შეჩერდი“ კისრის ოსტეოქონდროზს ![]() 2. თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია! ![]() 3. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს ![]() 4. 100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ ![]() 5. ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?! ![]()
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
337 შეფასება არ არის |