x
image
ვიზა კოხაძე
"ვირეშმაკა ბრიყვი - ანბანით მოგვიწია. ახლა ფინეთია. ABCDEF-G-Georgia ...მაისში საფრანგეთი გახდება, ნოემბერში საქართველო" - თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ - მინისტრზე
imageჟურნალისტი და ქართული ტელესივრცის ერთ–ერთი აქტიური სახე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აუგად მოიხსენიებს საქართველოს პრემიერმინისტრს (ვირეშმაკა ბრიყვს უწოდებს მას), მამუკა ბახტაძეს. აი, რას წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე: - "

ბახტაძეს უთქვამს, წლის ბოლოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე რომ ხდება საქართველო ჩვენი ხელისუფლების რეფორმების აღიარებააო. ვირეშმაკა ბრიყვი - ანბანით მოგვიწია. ახლა ფინეთია. ABCDEF-G-Georgia. (მაისში და ნოემბერში იცვლება, მაისში საფრანგეთი გახდება, ნოემბერში საქართველო). ადრე, 90 - იანი წლების ბოლოს, დიდი დიმპიტაური ატყდა სამშობლოში, მიშა სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდაო. მეც მიხაროდა.

ოღონდ, თან ამ დროს ევროპის საბჭოს კონკურსისთვის ვემზადებოდი (პირველი ვაკანსია გამოაცხადეს საქართველოს მოქალაქეებისთვის) და ვკითხულობდი ამ ორგანიზაციაზე. (გავიმარჯვე).

აღმოვაჩინე, რომ საპარლამენტო ასამბლეას 18 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს და სააკაშვილიც მათ შორისაა - ოღონდ, ანბანით მოუწია მასაც.


მივადექი, მეთქი, რას გვაბოლებ გოიმებივით–თქო.

- ნეტა შენო, შენ გარდა ვინ გაიგებსო.

ერთი მხრივ მართალი იყო, თუ იკადრებდი - ინტერნეტი ერთეულებს გვქონდა. ვერავინაც ვერ გაიგო. მისი მეთოდი, იმ დროს ჭრიდა. ახლაც ეგ მეთოდი აქვს - რუსთავი ორით აყენებს ბუღს. ოღონდ ისე ვეღარ ჭრის - მოძველდა.

ახლა ინტერნეტი თითქმის ყველას გვაქვს.

(მერე რეზო ადამიაც იყო და გიგა ბოკერიაც - ნუ ადამიანების მოტყუება ამათ თვისებებში არ შედიოდა და არც firework-ები უსვრიათ)."

image
Tamara Chergoleishvili
5 სთ.ბახტაძეს უთქვამს, წლის ბოლოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე რომ ხდება საქართველო ჩვენი ხელისუფლების რეფორმების აღიარებააო.
ვირეშმაკა ბრიყვი ???? - ანბანით მოგვიწია. ახლა ფინეთია. ABCDEF-G-Georgia. (მაისში და ნოემბერში იცვლება, მაისში საფრანგეთი გახდება, ნოემბერში საქართველო)

ადრე, 90 - იანი წლების ბოლოს, დიდი დიმპიტაური ატყდა სამშობლოში, მიშა სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდაო.

...იხილეთ მეტი
0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0