x
image
ვიზა კოხაძე
"ბარემ ავარიით დაღუპულებიც ჩაგესვათ "ძეგლში", მაინც დამჯდარს გვასაფლავებთ!" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში დედაქალაქში ახლახან გაჩენილ ამოყირავებულ ავტომანქანებს
imageთბილისის მერიის ახალ ინიციატივას ანუ დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ბოძებზე დადგმულ ამოყირავებული ავტომანქანების გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ქუჩაში ამოყირავებული მანქანების დადგმის ინიციატორი კერძო კომპანია გახლავთ, თუმცა მისი მონტაჟი ქალაქის მერიასთან წინასწარ იყო შეთანხმებული. საინტერესოა, როგორ აღიქვეს თბილისელებმა ამოყირავებული მანქანები დედაქალაქში?

აი, რას წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში; -Irina Sarishvili "ქუჩაში გავედი, თავზარი დამეცა ამ ამოყირავებული მანქანების დანახვაზე! ბარემ ავარიით დაღუპულებიც ჩაგესვათ "ძეგლში", მაინც დამჯდარს გვასაფლავებთ! ხვალ შეიძლება კუბოს ძეგლი დამხვდეს ქუაში მწეველების გასაფრთხილებლად ხო? მერე @@@ბი ხართო გეტყვიან და გწყინთ! მოგვხედეთ ვინმე ღვთისნიერმა გემუდარებით!"

image

ქუჩაში გავედი თავზარი დამეცა ამ ამოყირავებული მანქანების დანახვაზე!
ბარემ ავარიით დაღუპულებიც ჩაგესვათ "ძეგლში", მაინც დამჯდარს გვასაფლავებთ!
ხვალ შეიძლება კუბოს ძეგლი დამხვდეს ქუჩაში მწეველების გასაფრთხილებლად ხო?!
მერე @@@ები ხართო გეტყვიან და გწყინთ!

...იხილეთ მეტი
კომენტარები
ნახეთ კიდევ 12 კომენტარი

ამავე პათოსითაა დაწერილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქსტატუსი, სადაც ის წერს: – " ქალაქში დღეს დაყენებულ ამობურცულ მანქანებზე გამახსენდა. შარშანწინ სან ტროპეში პურის საყიდლად გამოვედი და ისეთ კრეატიულ მეპურეს გადავაწყდი, რომ ჩვენი ქალაქის თავს ნოშრევას, იგივე კახი კალაძეს შეშურდებოდა მისი კრეატიულობა და ნამდვილად დაესესხებოდა. მას, ექსტრავაგანტულ ნოვატორს ვინმე ღვთისნიერმა მიაწოდეთ ფოტოები, რომ მერიის სასადილოში დანერგოს ამგვარი პურის იდეა".imageimage imageტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი კი, რომლის ფეისბუქსტატუსებს ათასობით კომენტარი და უფრო მეტი მოწონება აქვს, წერს: - " ბოდიში, ეს რას გვასწავლის? ყველგან დგას და ხომ უნდა ვიცოდეთ თბილისის მერია/თბილისის მერია / Tbilisi City Hall.

Nika Gvaramiა23 სთ.
1
251
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
251
  
2019, 11 აპრილი, 10:55
აბა, ევროპის რომელიმე ქალაქში გენახათ ასეთი რამ, ხომ მოიწონებდით?,, შლოპანცს კვერცხებზე,, მაინც არ სჯობია? იქნებ ათიდან ერთი მძღოლი მაინც დაფიქრდეს, სიჩქარე შეანელოს, ან ნასვამი არ დაჯდეს...
0 1 1