x
image
ვიზა კოხაძე
ეკა ხერხეულიძის სტატუსი სოციალურ ქსელში ვრცელდება - "მათთვის, ვისაც სურს იცოდეს სიმართლე!"

image
1989 წლის 9 აპრილზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ყოფილი ზვიადისტი ეკა ხერხეულიძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნულ მოძრაობაში და როგორც მაშინდელი მთავრობის ახალგაზრდული ფრთის აქტიური წევრი, დამოუკიდებლობის მოპოვებაში. აი რას წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე: - " მათთვის, ვისაც სურს იცოდეს სიმართლე!
....
1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისადმი მათი დამოკიდებულება. არცერთი დასავლური სახელმწიფოს მეთაური არ გამოსულა და ოფიციალურად არ დაუგმია სსრკ-ს ხელისუფლების ქმედება, არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი.
სამაგიეროდ 9 აპრილის მოვლენებს სენატორმა ჰელსმა, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომისიის წევრმა, არა მარტო პოლიტიკური შეფასება მისცა, არამედ მოითხოვა საბჭოთა კავშირის იზოლაცია, რათა ამით ხელი შეეწყოთ საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისათვის.
ეს იყო აშშ-ს რეზოლუცია N:110. იგი გამოხატავდა საქართველოსადმი ინტერესს და ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერის ხარისხს. რეზოლუცია 19 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ს მთავრობის ბიულეტენში „Congressman Record“, საიდანაც ქართულ პრესაში გადმოიბეჭდა.
რეზოლუცია ოფიციალური დოკუმენტი გახლდათ, რომელიც მაშინდელ საერთაშორისო რეალობის გათვალისწინებით თავს იკავებდა მკვეთრი მხარდაჭერისგან. უფრო კერძოდ კი, რეზოლუცია დაადგენდა, რომ სენატი:
1) მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას, მის მოთხოვნებსა და დემოსტრაციებს, საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.
2) მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას თვითგამორკვევისათვის; შესაბამისად ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტისა, რომელზეც ხელი მოწერილი აქვს საბჭოთა კავშირსაც.image
3) მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ბრძოლას ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც გარანტირებულია ვენის 1950 წლის ადამიანთა უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რაზეც ხელი მოწერილი აქვს საბჭოთა კავშირსაც.
4) მოუწოდებს საბჭოთა მთავრობას ყურად იღოს ქართველის ხალხის ხმა- დააკმაყოფილოს ქართველი ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა კანონიერი მოთხოვნები.
რეზოლუციის პროექტი სენატს წარუდგინა სენატორმა ჰელსმა 9 აპრილიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ფაქტს გამოხმაურება არ მოჰყოლია. მას მხოლოდ მორალური მხარდაჭერის მნიშვნელობა თუ ჰქონდა, რადგან არ ასახავდა შეერთებული შტატების ოფიციალურ კურსს





.

0
1125
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0