x
image
თამილა გურაშვილი
მათხოვართა ჯგუფები იაფი ავიახაზებით - რას წერს ავსტრიული გაზეთი ქართველ ემიგრანტებზე
image
"მათხოვართა ჯგუფები იაფი ავიახაზებით” – ამ სათაურით, ხმაურიან და ერთგვარად დამამცირებელ სტატიას ქართველების შესახებ, ავსტრიული გაზეთი Kronen Zeitung აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ „აღმოსავლეთევროპელი მათხოვრები“ ვენის აეროპორტსაც მისწვდნენ. ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტში, ყოველდღიურად, 13: 30 საათზე, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქიდან – ქუთაისიდან, (სადაც 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს), 30-მდე ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ფაქტობრივად, სამგზავრო დოკუმენტების გარეშე, იაფი ავიახაზებით ჩამოდის.

ჟურნალისტის თქმით, ბორტზე, ბიზნესმენებისა და რეალური ტურისტების პარალელურად, მათხოვრებიც არიან. “იაფი ბილეთები 100-მდე ევრო ღირს. სწორედ ამ იაფიანი პაკეტით, ძირითადად, ახალგაზარდა მამაკაცები სარგებლობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათთვის ევროკავშირში მარტივად შესაღწევი გზაა” – წერია სტატიაში.

როგორც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი ჟურნალისტთან საუბრის დროს აცხადებს, მათ ყოველდღიურად უწევთ სწორედ ასეთი მგზავრების დაკავება და უკან, საქართველოში გაბრუნება.


„დაახლოებით, 30-მდე მათხოვარი ირევა ყოველდღე ნეიტრალურ ზონაში. მათ შესვლის უფლება არ აქვთ, რადგან არც პასპორტი აქვთ და არც მისამართი ავსტრიაში, სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი… მათ ენაც კი არ იციან… პოლიციას ისინი თავისუფალ ზონაში გადაჰყავს, სადაც მეორე დღემდე რჩებიან, რადგან უკანა რეისი, ვენიდან საქართველოში, 05:55 საათზეა’’ – აღნიშნავს ავტორი.

სტატიის დასასრულს, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ უშვებენ ქართველები თვითმფრინავის ბორტზე მსგავს ადამიანებს.

„ალბათ, ამიტომ მათ ნამდვილად სჭირდებათ ვიზა“ – წერს ჟურნალისტი მარკ პერი.

7
1202
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1202
  
2019, 7 აპრილი, 23:21
მადლობა თამილა, ხარებაა და დაგლოცოთ დაშეგეწიოთ ხარების მადლი და ძალა.
2019, 7 აპრილი, 20:52
კარგი ადამიანი ხართ ნამდვილად
2019, 7 აპრილი, 13:12
სამსახური, რომ არ მქონდეს მტვირთავად ვიმუშავებ და თურქს არ ვემსახურები.
ღირსებას ფულზე მეტად, რომ ვაფასებ ამიტომაც წამოვედი თავის დროზე ერთერთი ძალოვანი უწყებიდან...
2019, 7 აპრილი, 11:46
გონიათ, თურქეთში უსაქმურობაში მისცემს ჩენი ისტორიული მტერი, თურქი ფულს?
2019, 7 აპრილი, 11:45
სამწუხაროდ, სიმართლეა , რაც დაწერეთ
2019, 6 აპრილი, 22:43
ნართალს ბრძანებთ, უმაქნისების ხროვაა, რომლებსაც სურთ სხვის ხარჯზე იცხოვრონ წურბელებივით.
შეუმდგარი ადამიანის გარდა სხვა არავინ მოიქცევა ასე.
მეტსაც ვიტყვი, სოფელიც გვაქვს და 5 ჰექტრამდე მიწა, მყიდველი იყო მოსული და ბამბუკის დასამზადებლად მუშა იყო საჭირო. მობელს ვუთხარი, მე ვმუშაობ კი იცი და იქნებ შენ იმუშაო მეთქი.
სულ 10 დღის სამუშაო იყო, დამზადებულ ბამბუკს მყიდველი დატვირთავდა და წაიღებდა.
გაწეულ მუშაობაში კი 800 ლარს უხდიდა.
არაო, თავი მოიკლა და თურქეთში წავიდა. სხვა მოვძებნეთ და ის შეუდგა მუშაობას, ძმაც დაიხმარა და 8 დღეში მორჩნენ. მყიდველმა სუფთად და დროულად დამხადებული ბამბუკი, რომ ნახა 100 ლარი დაუმატა. ის ჩემი მეზობელი კი 5 წლიანი დეპორტით გამოაძევეს და ნამუშევარიც დაეკარგა.
აქ იუკადრისა მუშაობა და თურქისათვის მუშაობა არჩია.
2019, 6 აპრილი, 21:50
ესენი არიან ჩვეულებრივი უქნარა ხალხი რომლებსაც ძალიან მწირი თვალსაწიერი აქვთ, არ გააჩნიათ სიმამაცე და რეალობასთან თვალის გასწორების ეშინიათ. არ უნდათ შრომა, ტიპიური კუდაბზიკა ვიწრო აზროვნების სულმდაბალი ხალხი, სულში უნდა მიაფურთხო სუყველას. თქვენ გგონიათ ესენი გამოსწორდებიან და რამეს ისწავლიან დღეს ან ხვალ? არა, ესენი იცხოვრებენ მთელი სიცოცხლე ასე. რათქმაუნდა ზუსტად ასე იქნებოდა უვიზო რეჟიმის გაუქმების დღიდან, ზუსტად ასე. ესეთი ხალხი უნდა გადაასახლო სადმე შორეულ მიწაზე იზოლირებულ გარემოში. აბა რაა ამათი ფასი სახლში ესენი არ ვარგანან გარეთ გიდევ სახელ გვირცხვენენ. სავსეა ესეთი ადამიანებით ქვეყანა, მასიურად ესეთები არიან. ფუუუ თქვენი!
0 1 7