"...თვალებს არ დავუჯერე. თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა იდგა" - ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსი
ყოველთვის აქტიურად ვკითხულობ ცნობილი პოლიტიკოსების ფეისბუქსტატუსებს და კომენტარებს სოციალურ ქსელში.გამონაკლისი არც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც მუდამ ანებივრებს თავისი მრავლისმთქმელი სტატუსებით ფოლოვერებს. აი რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში: -" ღამის სამ საათზე გამეღვიძა.ინსომნია? არა, ეგ დიდი ხანია დავამარცხე. სიზმარმა გამაღვიძა.მესიზმრა ვითომ კარებზე გაბმული ზარი იყო. ეგრევე წამოვხტი, კარებს ვეცი, ჭუჭრუტანა ჰქვია თუ გლაზოკი იმაში გაუხედავად გავაღე და თვალებს არ დავუჯერე. თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა იდგა. ადექი, რა დროს ძილია, რუსები შემოვიდნენ და სადაცაა გორს დაიკავებენო. ხან გარდერობს ვეცი საველე ტანსაცმლისთვის, ხან სეიფს, იარაღის ასაღებად და სულ თავპირისმტვრევით ჩავიარე კიბეები.ჩამოვედი და რას ვხედავ? მარტოა თავისი მაიბახით ისე, რომ მძღოლიც არ ყავს და საჭესთან თვითონ ზის. რას მიყურებ, ომია, დროზეო დამიყვირა და მეც შევხტი მანქანაში. იმანაც მიადგა გაზს. ვარაზისხევი "პროწივზე" ჩავიარეთ, სანაპიროზე უკვე 200 უჭირავს. ამასობაში თან იარაღს ვაწყობ, თან ტელეფონზე ბიჭებს ვურეკავ. ომარას ვერ ვაღვიძებ, აწრისხეველი ბალა ისეთი მთვრალია ვერაფერს ვაგებინებ, მერეთელი ტიკი უკვე მოუკლავთ წინა ხაზზე, იკოშვილს გამორთული აქვს. ამ დღეში ვარ, მოკლედ. ჩავუარეთ ვაშლიჯვარს და აღმაშენებლის ძეგლთან, რომ დაადგა მუხრუჭს ფეხი და "რუჩნოის", რომ ამოუწია, პარპრიზი თავით გავტეხე.რას შვრები გრიგოლიჩ?, ეხლა გაჩერება იქნებოდამეთქი, სიმწრისგან შევუღრინე. მომიბრუნდა, პირველი ტურის შემდეგ რა სახითაც ვნახეთ იმ სახით და მეუბნება: ომში სიგარეტი დაგვჭირდება, ფულის წამოღება დამავიწყდა და "მარი მარკეტში" ერთი ბლოკი ვინსტონი ნისიად გამოართვიო.რომ დავაპირე ხელუკუღმა ავარტყავმეთქი და მაგ დროს გამეღვიძა.რა გინდა შე ჩემი ცოდვით სავსე? ძილი მაინც მაცალე.ირაკლი ოქრუაშვილი9 სთ. · ღამის სამ საათზე გამეღვიძა.ინსომნია? არა, ეგ დიდი ხანია დავამარცხე. სიზმარმა გამაღვიძა.მესიზმრა ვითომ კარებზე გაბმული ზარი იყო. ეგრევე წამოვხტი, კარებს ვეცი, ჭუჭრუტანა ჰქვია თუ გლაზოკი იმაში გაუხედავად გავაღე და თვალებს არ დავუჯერე. თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა იდგა. ...
კომენტარები
-
ირაკლი ოქრუაშვილი- მ(ა) უპასუხა
· 1 პასუხი 2 სთ.
-
-
Zurab Nadiradze შუბლის ზემოთ, ყიფლიბანდამდე რომ "ნიკორა" აქვს, ეგ ყოფილა მაგის აქილევსის ქუსლი და შალაბანდიც შველისო ;)
-
ისეთი წინათგრძნობა მაქვს, ამ დღეებში ბიძინას სოლოლაკის სასახლეს გაძარცვავენ.