x
image
თამილა გურაშვილი
შოტლანდიელმა ჰაკერმა ნასას კომპიუტერი გატეხა, რათა უცხოპლანეტელთა არსებობის ფაქტები მოეპოვებინა
image
ცოტა ხნის წინ, გერი მაკინონმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს თავი, ის ამბობს, რომ ნასა არა მხოლოდ მალავს ჩანაწერებს უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ, არამედ, საკუთარი ასტრონავტებს ამ თემაზე საუბარს უკრძალავს.image

ეს არის ცნობილი შოტლანდიელი ჰაკერი, რომელსაც მთელი ცხოვრება სჯეროდა უცხო ცივილიზაციის არსებობის, უცხოპლანეტელების თეფშისა და სხვადასხვა ექსტრატერალურ ტექნოლოგიების არსებობის. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანს, რომლებიც იმყოფებოდნენ კოსმოსურ სივრცეში, ერთხელ მაინც ნანახი აქვთ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი ან მათი ხომალდი.

გერი მაკინონი დარწმუნებულია, რომ უცხოელთა ბევრი სტრუქტურები დაფიქსირდა მთვარეზე, მარსზე და შორეულ კოსმოსურ სივრცეში, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობა ვერ ხედავს ამ ფოტოებს, რადგან ნასას თანამშრომლები ზედმიწევნით შლიან ამ ფოტოებს. ჰაკერი იმდენად ღრმად იყო დარწმუნებული ამაში, რომ მან ნასას კომპიუტერები გატეხა.

ამერიკამ ჰაკერი დაადანაშაულა, რაზეც მან უპასუხათ, რომ უბრალოდ ცდილობს ჭეშმარიტების აღმოჩენას და რეალური ფაქტების დადგენას უცხოპლანეტელებზე, რასაც ამერიკული სპეცსამსახურები მალავენ. შედეგად, გაიმართა სასამართლო პროცესი, ამერიკელი მხარე ეჭვმიტანილის ექსტრადირებას ითხოვდა თავიანთ ქვეყანაში, რათა დაესაჯათ.


თუ მას გაასამართლებდნენ, მა 70 წელი პატიმრობა ელოდა. მას აეკრძალა ღამე ქუჩაში გამოსვლა და და ინტერნეტით სარგებლობა.

შოტლანდიელი ჰაკერი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ნასამ უცხოპლანეტელებზე ყველაფერი იცის და მალავს. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა.

image

ლეროი კუპერი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტად ითვლება. ის არის პროგრამა "მერკური", "ჯემინის" და "აპოლონის" მონაწილე. მან მრავალჯერ თქვა, რომ მას სჯერა უცხოპლანეტელთა არსებობის შესახებ. ის ამბობს, რომ ისინი ჩვენს პლანეტას ხშირად სტუმრობენ. ასტრონავტმა განაცხადა, რომ უცხოური ტექნოლოგიები დედამიწელებზე უფრო მაღალია.

1963 წელს ფრენის შემდეგ მან განაცხადა, ბორტთან ახლოს უცნაური მწვანე ნათება დაინახა, რომელიც კაფსულას მიუახლოვდა. უფრო მეტიც, ამ ობიექტს შეეძლო რადარის დაფიქსირება. მისი ფრენის მონიტორინგს ესრებოდნენ ჟურნალისტები, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოსმონავტი დაბრუნდა, მედიას უბრალოდ არ მისცეს კითხვების დასმის საშუალება..

მოგვიანებით, კუპერმა განაცხადა, რომ ნასა მალავს საიდუმლოებას, ასევე დასძენს, რომ კოსმოსური სააგენტო ფაქტიურად ყოველ დღე აფიქსირებს უცნობ ობიექტებს ცაში.

image

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბაზ ოლდრინმა (მეორემ დადგა ფეხი მთვარის ზედაპირზე) ასევე განაცხადა, რომ მან დაინახა მთარეზე უცხოპლანეტელთა ხომალდი. კონტაქტი არ შემდგარა, მაგრამ ასტრონავტი ამბობს, რომ ის არ ცრუობს.

უფრო მეტიც, იგი დათანხმდა ტყუილის დეტექტორზე გამოცდის ჩაბარებას. მოწყობილობამ დაადასტურა, რომ ოლდრინი სიმართლეს ამბობდა. მასთან ერთად კიდევ ორმა ​​ასტრონავტმა ჩააბარა გამოცდა. მაგრამ ყველაფერი მაინც გართულებულია, რადგან, ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ დეტექტორი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს ზუსტად აფიქსირებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასტრონავტებს შეიძლება რაღაცა მოეჩვენათ და ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ილუზია მართალია.

ფრენა სივრცეში რთული გამოცდაა, არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ, ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია ასტრონავტებმა სინამდვილეში დაინახეს რაღაც, თუ სურათი ფორმირდა ნერვული მდგომარეობისა და სტრესის გამო.

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა ხდება რეალურად. ალბათ მაკინონი არის მართალი და ნასა უმალავს მოსახლეობას უცხოპლანეტელთა შესახებ რეალურ ფაქტებს, ან ადამიანს აქვს მოთხოვნილება, ჩაეჭიდოს მინიშნებას უცხო ცივილიზიაციაზე, რათა, დაამტკიცონ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ უსასრულო სამყაროში.

0
800
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0