საზოგადოება ძლიერი დედის მიერ აღზრდილი ბავშვები 14 თვისებით გამოირჩევიან 2019, 27 მარტი, 19:33 ახალგაზრდობაში რთულია იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ძლიერი დედა გყავთ. დედის მიერ ნასწავლი ფასეულობის გაგებას მხოლოდ მაშინ იწყებთ, როცა გაზრდას იწყებთ.
ყველაზე მთავარი რისი მოცემაც დედას შეუძლია არის ძალა, რომელსაც თავად ფლობს. ამის გარდა ბევრი სხვა ღირებულებებიც არსებობს.
1. საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი და მიდრეკილება
როცა ვინმეს წყალს სთხოვთ, დედა გაწყვეტინებთ: „საკუთარი ფეხები არ გაქვს?“ ან როცა მაგიდაზე მარილს ითხოვთ: „საკუთარი ხელები არ გაქვს?“. ყველაფერი ძალიან ცხადია: სამყარო თქვენს ირგვლივ არ ტრიალებს და არავინ არის ვალდებული რაიმე გაგიკეთოთ. ყველაფერის თავად კეთებას უნდა მიეჩვიოთ. 2. შეცდომების აღიარება ადვილია, სიამაყეზე ჩაციკვლა არ ღირს ბევრი ჩვენგანი უარყოფს, რომ ლარნაკი გატეხა ან ხალიჩაზე სასმელი დაღვარა. ყველაზე ხშირად დანაშაულს უმცროს და/ძმას ვაბრალებთ. მაგრამ ძლიერი დედა შეცდომის აღიარებას და ქცევის გამო პასუხისმგებლობის აღებას გვასწავლის. ადამიანი, რომელმაც ძლიერმა დედამ აღზარდა, სწორედ ამ თვისების გამო ადვილად შეიძლება ამოიცნოთ. 3. საკუთარი თავის განსაკუთრებულად შეგრძნება ძლიერ დედას საკუთარი სიყვარულის გადაცემა შეუძლია და ბავშვებს ოცნებებისკენ სწრაფვას ასწავლის. 4. მკაფიო მიზნების ქონა და მისი მიღწევისკენ სწრაფვა ძლიერი დედა უბრალოდ განსაკუთრებულობის შეგრძნებას არ გაძლევთ, არამედ მიზანდასახულობას გასწავლით. ამის წყალობით, თქვენ რთული მიზნები გიჩნდებათ და მის მისაღწევად საკმარისი ძალა გაქვთ. 5. “არას“ თქმის უნარი ბევრ ადამიანს სურს, რომ ისინი უყვარდეთ და პატივს სცემდნენ. სწორედ ამიტომ „არას“ თქმა ძალიან უჭირთ და ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ზოგჯერ გვეშინია იმის თქმის, რომ არ ვიცით მისამართი, რომელსაც გვეკითხებიან. ძლიერი დედის მიერ აღზრდილ ადამიანს ამის არ შეეშინდება. 6. იდეალური თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა დედა პირველი და შეიძლება ერთადერთი ადამიანი იყოს, რომელსაც უპირობოდ ეყვარებით. ის გიჩვენებთ, თუ როგორი სიყვარულის ღირსი ხართ. ძლიერი დედა საკუთარი თავის სიყვარულს გასწავლით და იმას რომ დამსახურებულზე ნაკლებს არ დათანხმდეთ. 7. იმის გაცნობიერება, რომ პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე საკუთარი თავის დაყენება ეგოიზმი არაა ადამიანების დახმარება და გულუხვობა, უდაოდ, კარგი თვისებაა. თუმცა ზედმეტი გულუხვობა და სანაცვლოდ არაფრის მიღება? დროთა განმავლობაში ეს დაგღუპავთ. ძლიერი დედის ბავშვებს ამ ბალანსის მართვა შეუძლიათ - იფიქრეთ საკუთარ თავზე, მაგრამ ეგოისტები არ გახდეთ. 8. თქვენი ღირებულებები მხოლოდ თქვენი სხეული არაა თანამედროვე სამყაროში გარეგნული სილამაზე საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გახდა. თუმცა ძლიერი დედის ბავშვებმა იციან, რომ მათ საკუთარი პიროვნება და ხასიათი უნდა უყვარდეთ. ისინი ნაოჭებს, ცელულიტს და მუცელს ყურადღებას არ აქცევენ. 9. იმის გაცნობიერება, რომ ზოგჯერ გაშვება აუცილებელია იმ ურთიერთობის გაგრძელება, რომელიც ორივეს გკლავთ, არასაყვარელ სამსახურში მუშაობა ან უბრალოდ მეგობრობა ადამიანთან, რომელსაც მხოლოდ უსიამოვნება მოაქვს. ყველაფერი ეს გვერდით ჩაივლის იმ ადამიანებთან, რომლებიც ძლიერმა დედამ აღზარდა. მათ იციან, თუ როდის ღირს უბრალოდ გაშვება. 10. ვინმეს საკუთარი თავის წყენინების უფლება არ მისცეთ სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეიძლება თქვენს მიმართ კარგი ურთიერთობა ასწავლოთ. ძლიერი დედის ბავშვებს ამას ადრეული ასაკიდან სწავლობენ. დამცირებას ან შეურაცხყოფას მისი მისამართით არასდროს დაუშვებენ. 11. ნაკლები სიტყვა, ბევრი საქმე „გსურთ ადამიანის გაცნობა? დააკვირდით მის ქცევებს და არა სიტყვებს“ - ყველასთვის ნაცნობი ფრაზა. ამ ფაქტს ძლიერი დედის ბავშვები პატარაობიდანვე სწავლობენ. რთული გზით ღირსების მოპოვება ასეთი ადამიანებისთვის მთავარი დამხმარე ხდება. 12. საკუთარი დანაპირების შესრულება საკუთარი დანაპირების შესრულება ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, რომელიც დედამ შეიძლება გასწავლოთ. ეს დედის საჩუქარია, რომელიც ყველა დანაპირებს გისრულებდათ მისი სირთულის მიუხედავად. 13. მოსმენის უნარი ძლიერ დედას ბავშვების მოსმენა ყოველთვის შეუძლია მაშინაც კი, თუ ბავშვები უაზრო რამეებზე საუბრობენ. ბავშვები, რომელთაც ყურადღებით უსმენდნენ, ამის ფასი იციან და თავად კარგი მსმენელები ხდებიან. 14. ოჯახზე მიჯაჭვულობა ძლიერი დედის ბავშვები, რომლებიც სიყვარულსა და ყურადღებაში გაიზარდნენ, ამ ტრადიციას გააგრძელებენ და საკუთარ ბავშვებს ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ მიჯაჭვულობას ასწავლიან. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ბრძნული რჩევა ებრაელებისგან, როგორ გავხადოთ დედა ბედნიერი 2. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ 3. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ 4. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ 5. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
2296 შეფასება არ არის
|