x
image
ვიზა კოხაძე
"ან ამ მართლაც გზაკვალარეულ, უმწიფარ ყმაწვილებს მოკიდებს ხელს და გაიყვანს უმტკივნეულოდ ამ პროცესიდან" - ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებზე

image
პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკატერინე ბესელია დასცინის და თამამად ამხელს თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც აერიათ ის არა მხოლოდ ვექტორები, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" უნდა იაროს, არამედ ფერების არევა წითელის და მწვანის არ არის მთავარი და უმთავრესი. მდინარაძემ, რომელსაც დღეს შეეშალა და ჩემთან ვოცაპში გადმომიგზავნა ეკა ბესელიას სალანძღავი ტექსტი, მივწერე ეს ჩემს ტავზე მე უნდა გავახმოვანოთქო"? ეს ყველაფერი ტრაგი - კომედია, მაგრამ ნახეთ რას ჰგავს ეს ყველაფერი, როდესაც მმართველი პარტია დიდი გამოწვევების წინაშეა, ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დამწკრივდნენ ეს პატარა კაცები და ერთ ხმაში განახორციელონ ეს ვითომ შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ამაში აღამებენ და ათენებენ და ამაზე ფიქორბენ მხოლოდ.ეს ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია, ალბათ მოსახლეობისთვისაც და ეს მესიჯების თემა მე მგონი რომ არის დიაგნოზი.


მე ახლა არ გელაპარაკები ამ უმწიფარ ბიჭებს და ამ არშემდგარ ადამიანებს, მე ველაპარაკები მათ პატრონს ბიძინა ივანიშვილს - ან ამ გზაკვალარეულ ყმაწვილებს მიხედავს როგორც საჭიროა, რომელთა მიშვება ხელისუფლების სადავეებთან არ შეიძლება და დროულად ჩამოაშორებს სადავეებს ან თავად მოუწევს ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ეს არის ჩემი გზავნილი, მე არ მჭირდება მესიჯებით ლაპარაკი, არც ფერები მერევა, ფერების არევიდან მესიჯების არევამდე ერთი ნაბიჯია, ჩემი ღია გზავნილია ეს და ჩემი ღია პოზიციაა, ან ამ მართლაც გზაკვალარეულ, ძალიან უმწიფარ ყმაწვილებს მოკიდებს ხელს და გაიყვანს უმტკივნეულოდ აი ამ პროცესიდან, ან თვითონ აგებს ყველაფერზე პასუხს".

imageეკა ბესელია ამტკიცებს, რომ ეს გზავნილი, რომელიც დღეს შეცდომით მამუკა მდინარაძისგან მიიღო, იყო ის გზავნილი, რომელიც იგზავნება ეგრედწოდებული სპიკერების ჩატში ანუ იმ დეპუტატების ჩატში, რომლებიც კამერების წინ აკეთებენ კომენტარებს, რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მას არც დაუმალავს მედიის წინაშე, რომ მართლაც გაუგზავნა მესიჯი ეკა ვესელიას, რომელიც ნინო წილოსანისთვის იყო გამიზნული, მაგრამ შეეშალა.image

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0