x
image
ვიზა კოხაძე
"გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ." - ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსი
imageწინა ხელისუფლების ერთ - ერთი გამორჩეული ლიდერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში ძალიან აქტიურობს და ახლაც არაა გამონაკლისი მისი აქტივობა. აი, რას წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში: - "

დღეს "განწმენდის" დღე მაქვს. მეგობრებიდან წავშალე 66 გაუქმდა გაუქმდა, გორის სილამაზის 12 სალონი, გორის და ხაშურის 25 პროფილაქტიკა, 150-მდე კრიშნა, რემბო, ფჰჯკუტქწ სფგჰჯ და მსგავსი. დავიმატებ ახალ მეგობრებს პარიტეტის დაცვით და შემდეგის გათვალისწინებით: ქოცები თავისით მტოვებენ, ნაცები კი ალყაში მიქცევენ. მეტწილად უპირატესობას მივანიჭებ შუაშისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაღვიძებულებივით იზმორებიან.ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ.imageუდავოა, რომ ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა. ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულს ვიწყებდი, ადამიანებს ვარჩევდი იქიდან საიდანაც შეიძლებოდა არჩევა. ასარჩევად საქმე კი არასდროს არ მქონდა, რადგან სუფთა, წესიერი, გამოცდილი და "უნაკლო" ადამიანები, როდესაც საქმე რისკიან გეგმებს ეხებოდა, მორალისტობდნენ, იმალებოდნენ და ბუჩქებიდან ყურებას ამჯობინებდნენ, რათა შემდეგ ამის გამო ვეკრიტიკებინე.

მოკლედ, ვაკოწიწებ გუნდს, რომელმაც ქვეყანას ცვლილება უნდა მოუტანოს. არ ვაპირებ პოლიტიკისათვის დამახასიათებელი კლიშეებით და სტერეოტიპებით ადამიანების შერჩევას ანუ აუცილებელი არაა პოლიტიკოსი იყო ან ერკვეოდე მასში. ისიც კარგად მესმის, რომ დიმიტრი გელოვანის პოვნა შეუძლებელია.

მოკლედ და კონკრეტულად, ვისაც ქვეყანა სტკივა კეთილი იყოს იმ ადამიანების მობრძანება.imageმერე არ დამიწყოთ ეს რატომ გყავს ან ის რატომ გყავსო. თუ ცვლილება გინდათ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ და გელით".


პ.ს. იმ კასპელი ფილოსოფოსის არ იყოს, მეც ერთ ცხოვრებისეულ დასკვნამდე მივედი. კაცები, როგორც წესი, პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, არაფრისმაქნისები არიან. ამიტომ, განსაკუთრებით კეთილი იყოს შემტევი, ჭკვიანი, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი, ცნობადი და არაცნობადი ქალების მობრძანება.პ.პ.ს. გნებავთ აქ მომწერეთ, გნებავთ მტრედს გამოატანეთ წერილი. ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ.

0
205
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0