სიახლეები თუ ყავას უზმოზე მიირთმევთ, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია! 2019, 26 მარტი, 13:01 თითქმის ყველა ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია, რომ დილა არ იწყებოდეს ყავით. ცხელი ყავის ჭიქა საუკეთესო “მაღვიძარაა’’. ყავის დალევას უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის, მაგალითად, იგი იცავს ტვინს დემენციისგან (შეძენილი (და არა თანდაყოლილი) ჭკუასუსტობა), ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს, თუმცა აუცილებელია, რომ ეს სასმელი სწორ დროს მივირთვათ და არავითარ შემთხვევაში - უზმოზე.
რატომ?
ამან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს მომნელებელ სისტემას. ყავა ააქტიურებს კუჭში მჟავას გამოყოფას და თუკი არაფერი გექნებათ მირთმეული, ამან შეიძლება დააზიანოს თქვენი კუჭი, გამოიწვიოს შეკრულობა და გულძმარვა. ეს ეხება უკოფეინო ყავასაც. მხოლოდ ეს არ არის. ყავის მიღებამ უზმოზე შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ხასიათის ცვლილება, აგზნებადობა, გულის აჩქარება და კონცენტრირების შეზღუდვა. უფრო მეტიც, ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონს, სახელად - კორტიზოლი, იგივე “სტრესის ჰორმონი’’, ეს სახელწოდება იქიდან მოდის, რომ ძირითადად ეს ჰორმონი მაშინ გამოიყოფა, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში ან შეშინებულები ვართ. თუმცა იგივე ჰორმონი ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ბუნებრივი, ყოველდღიური ჰორმონალური ციკლის ფუნქციონირებისთვის. როდესაც ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ჩვენ ფხიზლად ვართ, ხოლო როდესაც ცოტა რაოდენობით - ვდუნდებით და გვეძინება. როდესაც კორტიზოლი დიდი რაოდენობით გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში, ამ დროს კოფეინის მიღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ორგანიზმი კოფეინზეა დამოკიდებული და ამცირებს ჰორმონის გამოყოფას. ასევე, ამ დროს ყავის მიღება იწვევს მიჩვევას. საბოლოოდ კი იმ ენერგიას, რომელსაც ეს ჰორმონი უნდა გვანიჭებდეს, სრულად ანაცვლებს კოფეინი და ორგანიზმს არ აძლევს ბუნებრივად გამოფხიზლების საშუალებას. ამიტომ, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა უკვე დიდი ხანია თქვენი ყოველი დილა ყავით იწყება, ჯერაც არ არის გვიანი, რომ შეწყვიტოთ უზმოზე ამის კეთება. დაიწყეთ დილა ჯანსაღი საკვებით და ყავა შემდეგ მიირთვით. 278 5-ს მოსწონს
|