საქართველო გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს - "მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით" 2019, 25 მარტი, 21:34 სატელევიზიო თოქ - შოუ " კვირის აქცენტებში" " ევროპული საქარდთველოს" ერთ - ერთი ლიდერის გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომ მიშა ჯერჯერობით არ არის ფორმაში, ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქ სტატუსი მოჰყვა, სადაც მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას მიმართავს.პოსტში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ უგულავას და ზოგიერთ მის კოლეგას მკვდარიც კი აჯობებს 100 წლის შემდეგ. აი რას წერს დევნილობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი: - " გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"..რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა, და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე. "ათას ცოცხალსა ბევრჯერა, კომენტარებიდაწერეთ კომენტარი...
Gigi Ugulava მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით????✌️
81
27 პასუხი 6 წთ.
Nino Sichinava #GigiUgulava თბილისელებმა და არა მარტო, გაიცნო მიშას გაკეთებული საქმეებით, მისი გვერდში ყოფნით და სააკაშვილის თავდაუზოგავი 24 სთ-იანი აღმშენებლობის თანამონაწილე-შემსრულებლის პერსონად, , ამიტომ თუ საქართველოს უკეთესი მომავალი გინდა ბ-ნო გიგი მიშას ...იხილეთ მეტი
4
რაც შეეხება გიგი უგულავას, როგორც კომენტარებში ვკითხულობთ, მან მალევე უპასუხა სააკაშვილის სტატუსს: - " მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით".ასე უპასუხა და საუკეთესო სურვილებითაც დაემშვიდობა გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს მის მიერ ფეისბუქში გავრცელებულ პოსტს.ტვ " პირველებში" კი ვახო სანაიას საავტორო თოქ - შოუში " ხალხის პოლიტიკა" გიგი უგულავას გადაცემის ავტორმა კითხვა დაუსვა და მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსი წაუკითხა და აი რა განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა: - "... მე მისთვის საწყენად არ მითქვამს რაც ვთქვი, მთავარი პრობლემა აქ არა ჩემი და მიშას ფეისბუქსტატუსებია, არამედ გაუტანლობა, სიღარიბე და ა. შ. უნდა ვებრძოლოთ, ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი, ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი კოორდინაცია სხვა პარტიებთან, რადგან სახლში უნდა გავშვათ ივანიშვილი...მე ძაან კარგად მესმის, რომ ადვილია თქმა ჩვენ გავაკულაკებთ ბიძინა ივანიშვილს... მე იმ მიხეილის მომხრე ვიყავი, რომელიც თავის დროზე წინააღმდეგი იყო შევარდნაძის დაჭერის, რომელსაც იგივე კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მაშინ ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, და სხვა ლიდერები ლამის აბულინგებდნენ:...
167 4-ს მოსწონს
|