ტენდენციები სეზონის ჰიტი: ყველაზე მოდური და ორიგინალური ბოტილიონები უჩვეულო ქუსლებით 2019, 25 მარტი, 18:29 მაღალი, წვეტიანი ბოტილიონი, ფართო ოქროსფერი ქუსლით - იდეალურია, როგორც ყოველდღიურ სამოსთან, ასევე გამოსასვლელ საღამოს კაბასთან, განურჩევლად სიგრძის, ფაქტურისა თუ სტილის.თუკი თქვენ მკვეთრი ფერები გხიბლავთ, ტრიკოტაჟის, მუქი ვარდისფერი ბოტილიონი გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. გაზაფხული - ზაფხულის მთავარი ტრენდის ღირსება - ულამაზესი ფერის გარდა, სწორედ მის ორიგინალურ, მეტალის მრავალფენიან საშუალო სიმაღლის ქუსლშია.გსუურთ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეთ? მაშინ არჩევანი ლაქის გამჭირვალე, პლასტმასის ალისფერ ქუსლზე შეაჩერეთ. როგორც დიზაინერები გვირჩევენ, ამ მოდელის ფეხსაცმელი, ყველაზე ეფექტურად - შავ ვიწრო შარვალთან, წვრილ თასმებიან ტოპთან და ტყავის მოკლე ქურთუკთან გამოიყურება.როგორც უკვე მიხვდით, წლის ჰიტი - ბოტილიონების გამორჩეული, ორიგინალური და ეფექტური ქუსლებია, სწორედ ასეთ მოდელს წარმოადგენს, ყვითელი ფერის, ხელოვნური ზამშის მოკლე ჩექმა "ჭადრაკის" ფიგურის ქუსლით, რომელიც სადა და მონოქრომულ სამოსთან ერთად იდეალურ ტანდემს ქმნის.შავი, გამჭირვალე ნაჭრის, ბოტილიონი ნატურალური ტყავითა და უჩვეულოდ დახრილი ქუსლით - ეს წლევანდელი სეზონის კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელია. თავისი ორიგინალური დიზაინის წყალობით, ის შესანიშნავად ერწყმის როგორც ყოველდღიურ, ასევე სპორტული ხაზის სამოსს.ამ საკმაოდ მოხდენილ და დახვეწილ მოდელს შეუძლია ნებისმიერი "ლუქი" ერთ წუთში გაახალისოს და მას სადღესასწაულო იერი შესძინოს. თეთრი, კლასიკური ტყავის "შუზი", გვერდებში რეზინის ჩადგმული დეტალებითა და დაბალი, პატარა სამკუთხა ქუსლით - არის ის, რაც ამ სეზონზე ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს.ელეგანტური მიდიდან სექსუალურ მინიმდე - წლის ყველაზე ტრენდული მოდელი, უნივერსალურობას, სწორედ თავისი დახვეწილი და ორიგინალური ვერცხლისფერი ქუსლის წყალობით იძენს.162 შეფასება არ არის
|