შესანახი პროდუქტები დამარინადებული კიტრი წითელ მოცხართან ერთად - ძალიან პიკანტური და ხრაშუნა კიტრი გამოგივათ 2019, 25 მარტი, 9:25 ასე მომზადებული კიტრი ძალიან პიკანტური და ხრაშუნა გამოვა. ასევე ძალიან გემრიელი დამარინადებული მოცხარი კიტრის ქილაში მოულოდნელობაა. რაც მთავარია, ასე მომზადებულ კიტრს ძმარი არ სჭირდება - მას მოცხარი ჩაანაცვლებს.
ინგრედიენტები:
მარილწყალისთვის:
მომზადების პროცესი: 1. კიტრი გარეცხეთ და ცივ წყალში 2-3 საათით დატოვეთ. 2. ქილის ძირში მოცხარის ფოთლები, თხელ ფენებად დაჭრილი ნიორი და ხახვის რგოლები ჩააწყვეთ. 3. მოცხარი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და ღეროებისგან გაათავისუფლეთ. 4. კიტრი ქილებში ჯარისკაცებივით ჩააწყვეთ, ანუ ჰორიზონტალურად, ბოლოები არ მოაჭრათ. 5. კიტრებს შორის ადგილებში მოცხარი ჩაყარეთ. 6. ქილას მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთით გააჩერეთ. 7. ქილიდან წყალი უკან ქვაბში გადაასხით და მარილწყალი მოამზადეთ: მდუღარე წყალს მარილი, შაქარი და სანელებლები დაუმატეთ. 8. ქილას მდუღარე მარილწყალი დაუმატეთ, ზემოდან თავსახური დააფარეთ და სტერილიზაცია გაუკეთეთ. 9. ქილები მოხუფეთ. 10. გადმობრუნებული დააწყვეთ, შეფუთეთ და გაგრილებამდე ასე დატოვეთ. 11. გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: 1. იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით 2. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს 3. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში 4. ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს 5. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
648 შეფასება არ არის
|