საქართველო "დავწერდი რეზიუმესაც მაგის დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა" - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტის წუხანდელ ინტერვიუს ფეისბუქზე ეხმაურება 2019, 20 მარტი, 17:11 საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელმა ინტერვიუმ ინგა გრიგოლიასთან საზოგაოდების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია. ოპოზიციონერი დეპუტატების და პოლიტიკოსების გვერდით ერთიან პოზიციაზე დადგნენ ყოფილი მინისტრები, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო და ზოგ შემთხვევაში აგრესიული რიტორიკით სოციალურ ქსელში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას უსვამს ხაზს და რომ ამ ქალს საერთო არა აქვს არც ინტელექტთან, არც პასუხისმგებლობის გრძნობასთან და ა. შ. აი რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში: - "
თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, გამთენიისას ვუყურე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.
ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის, ყოველდღიური პრობლემებისაგან გათანგულ და დაღდასმულ, უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით მცხოვრებ რიგით მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა, ქველობა, ინტელექტი, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, გემოვნება, უბრალოება და ა.შ. და ა.შ. გააჩნია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს.
პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი.
დავწერდი რეზიუმესაც მაგის დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა. თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, გამთენიისას ვუყურე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის, ყოველდღიური პრობლემებისაგან გათანგულ და დაღდასმულ, უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით მცხოვრებ რიგით მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა, ქველობა, ინტელექტი, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, გემოვნება, უბრალოება და ა.შ. და ა.შ. გააჩნია ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს.პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი.დავწერდი რეზიუმესაც მაგის დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა.
149 2-ს მოსწონს
|