"ძვირფასო ვიქტორია! მადლობა იმისთვის, რომ მაჩვენე მე სამყარო..." - 37 წლის ადრიანა ლიმამ კიდევ ერთხელ განაცვიფრა საზოგადოება ( + ფოტოები და ვიდეო )
გუშინ ლოს-ანჯელესში ყველაზე ცნობილი "Daily Front Row"-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ვარსკვლავებმა კიდევ ეფრთხელ მოახერხეს და შეძლეს განეცვიფრებინათ საზოგადოება თავიანთი დახვეწილი და გემოვნებიანი სტილით. თითოეული მათგანის მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო - საკუთარი სტილისტების წარდგენა, შესანიშნავად გამოუვიდათ სუპერმოდელებს ჩანაფიქრი. განსაკუთრებული ყურადღების ცენტში აღმოჩნდა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, 37 წლის ადრიანა ლიმა, რომელმაც წყაროს ინფორმაციით გასული წლის ნოემბერში დატოვა " ვიქტორია სეკრეტის" სცენა. ბრაზილიელი ლამაზმანი ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე ულამაზესი საღამოს კაბით იყო.სამოსი, რომელიც სუპერმოდელმა მოირგო "Oscar De La Renta" - ს პოპულარული ბრენდის გახლდათ და მას ადრიანამ შესანიშნავი მაკიაჟიც შეუხამა.ადრიანამ დაუმტკიცა ყველას, რომ მას კვლავ შეუძლია წითელ ხალიჩაზე ყურადღების ეპიცენტში იყოს.37 წლის მოდელმა წარმოაჩინა თავისი დიდებული და განსაცვიფრებელი კაბა, რომელიც მიღებაზე ემოსა.ბრაზილიელმა ლამაზმანმა ტუჩის საცხისთვის რბილი ვარდისფერი შეარჩია და ასევე დასამახსოვრებელიდა თვალშისაცემი გახდა მისი თვალის "კატისებრი" ჭრილი, რომელიც ძალიან უხდებოდა ვარსკვლავს.რაც შეეხება აქსესუარებს, " ყოფილმა ლამაზმანმა ოქროს საყურეები და როჯერ "Vivier Clutch" შეარჩია.მიუხედავად იმისა, რომ აქ იმყოფებოდნენ როუზ ჰანტინგტონ -უაილთი, ქეით ჰადსონი, შანელ იმანი Julien Macdonald-ის ყვითელი საღამოს კაბითჯოან სმოლსი, ლედი გაგა, კარა ჯეუელი, სრულიად შიშველი ლექსი ვუდი, ქენდის სვეინპოლი და სხვები იმავე "Oscar de la Rent" - ს კაბებით, ადრიანს მაინც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა.რაც შეეხება სუპერმოდელის პირად ცხოვრებას, ვარსკვლავი დღეს თავისუფალია მეთინ ჰარასთან დაშორების შემდეგ, რომელთანაც ადრიანამ ნახევარი წელი გაატარა. მას ჰყავს ორი ქალიშვილი - 8 წლის ვალენტინა და 6 წლის სიენნა ყოფილი ქმრისგან მარკო იარიკოსგან, რომელსაც ლიმა 2016 წელს დაშორდა.უკანასკნელი რამდენიმე თვე ადრიანასთვის სრული დასვენება და თავისუფლება იყო, რომელიც 19 წლიანი პოდიუმის სეირნობის შემდეგ პირველად ისვენებს.ინტერვიუში მოდელმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველას: - "ოცწლიანი კარიერის შემდეგ, ვერც კი ვიფიქრებდი, თუ დღეს აქ ვიდგებოდი, ამისთვის თქვენი ყველასი მადლიერი ვარ - ფოტოგრაფების, Victoria's Secret-ის, სხვადასხვა კომპანიისა და თითოეული გულშემატკივრის, რომელიც დღესაც ისე აღმიქვამს, როგორც მოდელს და მაძლევს უამრავ შესაძლებლობას, რაც იმად მაქცევს, ვინც დღეს ვარ."კიდევ უფრო საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა მან სოციალურ ქსელში: - " ძვირფასო ვიქტორია, მადლობა იმისთვის, რომ მაჩვენე მე სამყარო, გამხადე შენს გვერდით ყოფნის ღირსი და ყველაზე მთავარი და უმთავრესი - მასწავლე მე ფრენა"- ასეთი სტატუსი დაწერა ადრიანამ საკუთარ ინსტაგრამზე.
სანამ მოდელი სხვა ვარსკვლავებთან ერთად წითელ ხალიჩაზე პოზირებდა, "Entertainment Tonight"-ის ცნობილმა გამოცემამ მისი ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხა, რომელშიც ადრიანამ "Victoria's Secret" - ის დატოვებაზე ისაუბრა.