x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ინტერნეტი 30 წლისაა. ყველაზე გასაოცარი ფაქტები აბლაბუდას მსოფლიო ქსელის შესახებ
ინტერნეტი


ოფიციალურად ინტერნეტი 30 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ პერიოდის მანძილზე ის ბევრი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამიტომ ინტერნეტის "დაბადების დღის" აღსანიშნავად წარმოგიდგენთ ფაქტებს, რაც უსათუოდ დაგაინტერესებთ:


1. მსოფლიოში პირველი ვებსაიტი ამუშავდა "ცერნში." ის 1991 წლის 6 აგვისტოს ჩაეშვა ქსელში და დღემდე ფუნქციონირებს.



პირველი საიტი




2. პირველი ვებკამერაც 1991 წელს ჩაირთო: მისი მეშვეობით კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორები დააკვირდნენ ყავის მოდუღების პროცესს, რათა მეზობელ ოთახში მუშაობის დროს სითხე არ დაქცეოდათ.



3. პირველ ვიდეოში, რომელიც "იუ თუბიზე" აიტვირთა, ვებსაიტის დამფუძნებელი და "ფეიფალის" თანაავტორთაგანი, ჯავედ კარიმი სწავლობს სპილოებს ზოოპარკში.



4. პირველი ქვეყანა, სადაც 5G ქსელი გამოყენებაში ჩაეშვება და იმუშავებს 20 გბ/წმ-ის სიჩქარით, იქნება სამხრეთი კორეა. ეს მოხდება უკვე წელს, აპრილში, ხოლო გამოსახულების გადაცემის ხარისხს... მოძრავ ჰოლოგრამაზე გამოცდიან.



5. ინტერნეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი – 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჩინეთში.



6. ტრეფიკების მოცულობის მიხედვით ყველაზე დიდი ვებსაიტი "ნეტფლიქსია" - ის "ჭამს" მსოფლიო მონაცემთა გადაცემის 15 %-ზე მეტს.



7. შარშანდელი მონაცემების თანახმად ყველაზე სწრაფი ინტერნეტი არის ისლანდიაში – 150 მეგაბაიტი წამში.



8. ინტერნეტში არსებული ფოტოების 80 % არის... შიშველი ქალების გამოსახულებები.



9. ინტერნეტმომხმარებლების საერთო რაოდენობა 4, 05 მილიარდ ადამიანს შეადგენს.



10. ერიტრეა ინტერნეტს ყველაზე ნაკლებად მოიხმარს. მისი მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ია გლობალურ ქსელში ჩართული.



11. ფეისბუკმომხმარებლების რეგისტრირებული რაოდენობა 2, 1 მილიარდია, ხოლო 1, 4 მილიარდი ქსელს ყოველდღიურად მოიხმარს.



12. ევროპაში 277 მილიონი ფეისბუკმომხმარებელი ყოველდღიურად სტუმრობს აღნიშნულ პლატფორმას.



13. ტრეფიკების 51 %-ს ბოტები აწარმოებენ.



14. ინტერნეტს შვიდი ადამიანი ყარაულობს. ყველა მათგანს აქვს გასაღები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია გლობალური ქსელის გადატვირთვა მისი დაპყრობის ან ტექნოლოგიური კატასტროფის შემთხვევაში.



15. ინტერნეტის მთავარი ინფრასტრუქტურა არის 300 წყალქვეშა კაბელი. ერთ-ერთი მათგანის დაზიანებაც კი ათობით მილიონი ადამიანის გარესამყაროსგან მოწყვეტას ნიშნავს.



16. ინტერნეტის მონაცემთა შენახვას და გადაცემას მსოფლიო ელექტროენერგიის 20 % ხმარდება.


17. გენდერული დისბალანსი ინტერნეტში საკმაოდ მწვავეა: გლობალურ ქსელში 12% -ით ნაკლები ქალია, ვიდრე მამაკაცი.


18. სავარაუდოა, რომ მთლიანი მსოფლიო ქსელის 95% ე. წ. "დარქვებზე" მოდის.


19. მსოფლიოში 2 მილიარდი საიტია, მაგრამ მხოლოდ მათ 0.1%-ზე მოდის გლობალური ტრეფიკების 50 %-ზე მეტი.


20. დღეში ჰაკერები დაახლოებით 30 ათას საიტს ტეხავენ.


21. 281 მილიარდი იმეილი იგზავნება ინტერნეტმომხმარებლების მიერ ყოველდღიურად.


22. თუ ენდობით კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კვლევას, მთელი ინტერნეტის ციფრული წონა 50 გრამს შეადგენს.


23. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ერთ წუთში 87 ათასი საათის მოცულობის ფილმებს ნახულობენ "ნეტფლიქსზე, " ხოლო "იუ თუბიზე" დროის ანალოგიურ ინტერვალში 400 საათის მოცულობის ვიდეოფაილებს დებენ.


24. დროის ამავე ინტერვალში "თინდერზე" წყვილდება 18 000 ადამიანი.


25. "Pew Research"-ის სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტით სარგებლობა ადამიანების უმრავლესობისთვის ისეთივე ძირითადი საჭიროება გახდება, როგორიც დღეს ელექტროენერგია და წყალია.


26. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერნეტი არ შეიძლება მთლიანად გამოირთოს, რადგან ქსელის მარშრუტიზატორებს არ აქვთ ერთიანი გარე კონტროლი.


27. გლობალურ ქსელს გააჩნია საკუთარი ქრონომეტრი: howoldistheinter.net ამ საიტზე ინტერნეტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მოცემულია ქრონოლოგიური სიზუსტით.


28. "ინსტაგრამზე" ყოველდღიურად 500 მილიონი ადამიანი შედის.


29. "ინსტაგრამის" დარეგისტრირებული მომხმარებლების საერთო რაოდენობა 800 მილიონი მომხმარებელია.


30. "გუგლის" საძიებო ველში ჩაწერილი 1 კითხვა საშუალოდ 2500 კილომეტრს გადის საძიებო სერვერამდე და უკან და ამას 0, 2 წამს ანდომებს.


31. "ტვიტერს" 255 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.


32. ჩინურ სოციალურ ქსელ "სინა ვაიბოს" 280 მილიონი ადამიანი იყენებს.


33. პირველი იმეილი საკუთარ თავს გაუგზავნა ამერიკელმა პროგრამისტმა რეი ტომლინსონმა 1971 წელს. პროგრამისტი ვერ იხსენებს, რას ეხებოდა წერილის შინაარსი.


34. კლავიატურაზე სწრაფი წერის მსოფლიო რეკორდი ერთ ბრაზილიელ თინეიჯერს ეკუთვნის.


35. ასე გამოიყურებოდა "ფეისბუკი" 2004 წელს.


ფეისბუკი


36. Match.com არის გაცნობის ყველაზე ძველი საიტი. უკვე 1 მილიონი ბავშვი გააჩინეს იმ მშობლებმა, რომლებმაც ერთმანეთი Match.com-ზე გაიცნეს.


გაცნობა

37. პირველი ემოჯი 1978 წელს შექმნა ამერიკელმა კევინ მაკენზიმ.


ემოჯები


38. ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტმა პროგრამირების ენა HTML-ის გამომგონებელი, ტიმ ბერნერს-ლი 2004 წელს რაინდად აკურთხა.


39. პირველი რეგისტრირებული დომენი იყო Symbolics.com. ის 1985 წელს კომპანია Symbolics Inc.-მა დაარეგისტრირა.


40. პირველი "ტვიტი" დაწერა ტვიტერის" გამომგონებელმა ჯეკ დორსიმ 2006 წლის 21 მარტს.


ტვიტერი

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0