სიახლეები უახლესი მოდელის გასაოცარი ელექტრომობილები, რომელთა შესახებ ყველა ავტომოყვარულმა უნდა იცოდეს 2019, 10 მარტი, 16:17 სტატიის პირველ ნაწილში საუბარია უძლიერეს ავტომობილზე, რომლის ტარება საერთოდ დაშვებულია ჩვეულებრივ გზებზე: ეს ავტომობილი შესაძლოა, მსოფლიოს უძლიერესი ავტომობილიც კი იყოს, რაც კი ოდესმე რომელიმე ფირმას ადამიანთა მოდგმის ისტორიაში დაუმზადებია. კომპანია Automobili Pininfarina, რომელიც მას აწარმოებს, ამტკიცებს, რომ მისი "პირმშო" 80 კმ/სთ-ს 2 წამში აღწევს, ხოლო სულ რაღაც 12 წამი სჭირდება, რათა 220 კმ/სთ განავითაროს. ამ დაუჯერებელი სიმძლავრის ავტომობილს ფასიც შესაბამისი აქვს: 7 მილიონი ლარი! მისი ძრავა სიმძლავრით 1900 ცხენისძალაა, რაც 2-ჯერ აჭარბებს "ფორმულა 1"-ის უძლიერესი ბოლიდის სიმძლავრეს. არანაკლებ შთამბეჭდავი ელექტრომობილი გამოუშვა კომპანია Piëch-მა, სახელწოდებით Mark Zero. ეს ელექტრომობილი იმით არის განსაკუთრებული, რომ მისი აკუმულატორების 80 %-ით დასატენად სულ რაღაც... 4 წუთი და 40 წამია საჭირო. აღნიშნული მოდელი იმითაც არის გამორჩეული, რომ ერთი დატენვით 500 კილომეტრს გადის. მას გააჩნია 3 ძრავი და 100 კმ/სთ-ის დასაძლევად 3, 2 წამი სჭირდება. ამ მოდელის მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ია. აშკარაა, რომ ელექტრომობილების ერა დგება და ფასს თუ არად ჩავთვლით, ამ ტიპის ავტომანქანებს შიგაწვის ძრავით აღჭურვილი ვერცერთი მოდელი ვერავითარ კონკურენციას ვეღარ უწევს. გარდა იმისა, რომ შიგაწვის ძრავას საშინელი გამონაბოლქვი აქვს, ელექტროძრავასთან ახლოსაც ვერ მოვა ვერც სიმძლავრით, ვერც სისწრაფით და ვერც ვერანაირი სხვა მახასიათებლებით. შიგაწვის ძრავი ცვეთა-გაფუჭებასაც ბევრად უფრო ხშირად განიცდის, ვიდრე ელექტროძრავი. ასე რომ, სულ რაღაც 20-30 წელიწადში, როცა ელექტრომობილები მნიშვნელოვნად გაიაფდება, შიგაწვისძრავიანი ავტომობილები თითქმის მთლიანად გაქრება და ეს იქნება ძალიან კარგი ჩვენი პლანეტისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 62 შეფასება არ არის
|