
49 წლის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდუსერი ჯენიფერ ლოპესი დაინიშნა. მისი რჩეული 43 წლის ყოფილი სპორტსმენი ალექს როდრიგესია.

წყვილი 2017 წლის თებერვლიდან ხვდება ერთმანეთს, უკვე ერთადაც ცხოვრობენ და გუშინ დაინიშნნენ.

ლოპესი აქამდე სამჯერ იყო დაქორწინებული. მესამე ქორწინებიდან მარკ ანტონისთან მას ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყავს. ალექსი კი ერთხელ იყო დაქორწინებული 2002-2008 წლებში და 2 გოგონა ჰყავს.
წყვილს ბავშვებთანაც აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და შვილებთან ერთად დროს ხშირად ატარებენ.
